დეკემბერი 21, 2020
თიბისი მარკეტინგის გუნდის ახალ წევრებს ეძებს:
Motion Graphics | მოძრავი გრაფიკის დიზაინერი
თიბისის მარკეტინგის ლიგაში ვეძებთ მოძრავი გრაფიკის დიზაინერს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, გუნდთან ერთად იმუშავოს ბრენდის სხვადასხვა პროექტზე და შექმნას ანიმაციური ფორმატები.
რას გააკეთებ?
- გამზადებული სტატიკური გრაფიკით / ან საკუთარი კომპოზიციით (ბრიფის მიხედვით) ანიმაციის შექმნა;
- ვიდეოს ტექნიკური მონტაჟი (კლასიკური ჭრა);
- პროექტებზე შემოქმედებითი კუთხით მუშაობა;
- სპეც-ეფექტებით ადაპტაცია / post production (ჩაითვლება პრიორიტეტად).
რა გჭირდება?
- კომერციულ დიზაინში ამ მიმართულებით მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- კომპოზიციის / layout-ის შეგრძნება;
- კინეტიკურ ტიპოგრაფიაში გამოცდილება (ჩაითვლება პრიორიტეტად).
SOFT:
- Adobe After Effects;
- Adobe Photoshop, Adobe Illustrator (დამხმარე ხელსაწყოს ფუნქციით);
- ნებისმიერი სამგანზომილებიანი (3D) სოფტის ცოდნა (Cinema 4D, Autodesk 3ds Max..) (ჩაითვლება პრიორიტეტად);
ვის ვეძებთ
- თუ ხარ ინიციატივიანი
- ხარ გუნდური მოთამაშე და შეგიძლია იმუშავო ერთდროულად რამოდენიმე პარალელურ პროექტზე;
- გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გაქვს შემოქმედებითი მიდგომა / კონსტრუქციული არგუმენტირების უნარი;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული
- ხარ პასუხისმგებლიანი და გაქვს დროის და რესურსების მართვის უნარი
Copywriter
თიბისის მარკეტინგის ლიგაში ვეძებთ ქოფირაითერს, რომელიც გუნდთან ერთად იმუშავებს მულტიბრენდული კომპანიის კომუნიკაციაზე ციფრულ და არაციფრულ არხებში.
შენ მოგეცემა შესაძლებლობა შექმნა ტექსტები საკომუნიკაციო კონტენტისთვის, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება ბრენდისა და ბიზნესის მიზნებთან.
თუ გიყვარს ადამიანებთან გამართული ტექსტებით ურთიერთობა და გაქვს სურვილი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდის კომუნიკაცია შექმნა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.
ვის ვეძებთ:
- თუ გიყვარს ქართული ენა და შეგიძლია შემოქმედებითად და სტილისტურად გამართულად წერა;
- თუ შეგიძლია დიდი სურათის დანახვა, საკომუნიკაციო გიდის შექმნა, დეტალებში გაპარული შეცდომების გასწორება;
- თუ შეგიძლია ბრენდის თანმიმდევრულობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა.
შენ დაგევალება
- შექმნა გამართული კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება ბრენდისა და ბიზნესის მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებთან;
- დამოუკიდებლად ან სხვების ჩართულობით (მაგალითად, დიზაინერი და ა.შ.) შექმნა საკომუნიკაციო ლექსიკონი.
- იმუშავო ციფრულ მარკეტერებთან. ამ პროცესში დაცული უნდა იყოს როგორც ქართული ენის, ასევე SEO-ს წესები.
- ყურადღება მიაქციო საკომუნიკაციო ენას, გრამატიკას და სტილს; მთლიანობაში ტექსტს, რომელიც ისეთი უნდა იყოს, თავად რომ წაგეკითხა, გეთქვა საუკეთესოდ არის დაწერილიო.
- მუდმივად ადევნო თვალი პლატფორმებს, დისტრიბუციას, ტრენდებს და მზად იყო, ერთად ჩავატაროთ ექსპერიმენტები.
უნდა გქონდეს
- წერისა და რედაქტირების გამოცდილება. სხვაგვარად გაგვიჭირდება კანდიდატურის განხილვა;
- მინიმუმ ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი (სხვა ენაზე წერის უნარი, რა თქმა უნდა, უპირატესობად ჩაითვლება);
- ხელშესახები გამოცდილება: შენ მიერ შექმნილი ბლოგები/პოსტები/კამპანიები;
- მარტივი, სხარტი და მიზანზე ორიენტირებული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროისა და რესურსების მართვის უნარები.
კონტენტის და კომუნიკაციების მენეჯერი
თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის განვითარების გუნდი ეძებს კონტენტის და კომუნიკაციის მენეჯერს, რომელმაც უნდა იზრუნოს როგორც თიბისის მრავალფეროვან არხებში განთავსებული სხვადასხვა ტიპის კონტენტის შექმნაზე, ასევე მის შესაბამის ფორმატებში კომუნიკაციაზე.
მენეჯერის ამოცანა იქნება იმ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროექტების / კამპანიების / ინიციატივების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რომელსაც თიბისი ახორციელებს და იმ ამბის მოყოლა, რომელსაც მათი საშუალებით ბრენდი ჰყვება.
ვის ვეძებთ?
- თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;
- გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- ხარ გუნდური მოთამაშე და შეგიძლია იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე;
- გაქვს ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი;
- იცნობ საკომუნიკაციო არხებს, ფორმატებს და სტილს;
- შეგიძლია კონტენტის მორგება და ოპტიმიზაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში;
- შეგიძლია განსაზღვრო მარკეტინგული აქტივობების ბიზნეს ამოცანა და სამიზნე აუდიტორია;
- შეგიძლია ბრენდის ისტორიის და ყოველდღიურობის დიდ სურათში დანახვა და მისი შემადგენელი ნაწილების მცირე ფორმატებში მოყოლა;
- თავისუფლად გრძნობ თავს “user generated content practice”-ებთან;
- შეგიძლია მოხმარებელთა ჩართულობის აღქმა, ადამიანებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შექმნა;
- მუდმივად ხარ თანამედროვე ციფრული ტრენდების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის.
რას გააკეთებ?
- მარკეტინგისა და დიზაინერების გუნდთან ერთად შექმნი საკომუნიკაციო მასალებს (საინფორმაციო თუ სარეკლამო პოსტები, რუბრიკები, და ა.შ);
- ითანამშრომლებ ადგილობრივ თუ უცხოურ კონტრიბუტორებთან და შექმნი ბრენდისთვის აქტუალურ კონტენტს;
- ამბებს გარდაქმნი სხვადასხვა ფორმატში, იმუშავებ კონტენტის დახვეწასა და განვითარებაზე;
- პლატფორმა Helloblog.ge-სთვის მოამზადებ ბლოგებს;
- წარმოებულ კონტენტს გაუწევ კურირებას სხვადასხვა არხებში;
- ბრენდისა და ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით, შექმნი კონტენტის / საკომუნიკაციო კალენდარს;
- გაითვალისწინებ ტექნიკურ შეზღუდვებს საუკეთესო გადაწყვეტების მოფიქრებისას.
აუცილებელია, გქონდეს:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი (ტექსტის რედაქტირების უნარი ჩაითვლება უპირატესობად);
- საკომუნიკაციო არხების / მარტივი ბლოგ პლატფორმების ცოდნა;
- სხვადასხვა ფორმატის კონტენტის შექმნის გამოცდილება (იგულისხმება ფოტო, ვიდეო, ბლოგი და სხვა ფორმატის როგორც დამოუკიდებლად შექმნა, ისე კურირება);
- სხვადასხვა პროექტის კომუნკაციის დაგეგმვის გამოცდილება;
- დიზაინ-ტრენდების ინტერესი;
- გაინტერესებდეს ახალი ადამიანებისა და თემების აღმოჩენა;
- დროის და რესურსების მართვის უნარი.
თუ გინდა, რომ თიბისის მარკეტინგის მიმართულების გუნდის წევრი გახდე და ფიქრობ, რომ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება შეგიძლია და შესაბამისი გამოცდილებაც გაქვს, გამოაგზავნე სივი და ნამუშევრები აქ ....
განაცხადის დაფიქსირების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი, 2020 წელი.