კულტურა

პოეტი და ბგერების შინაარსი

ზუსტად არავინ იცის, როდის ამეტყველდა ადამიანი. უამრავი თეორია და კვლევა არსებობს, დაახლოებითი დათარიღება, აზროვნების განვითარების რა ეტაპზე, რატომ, როგორ? როდის გახდა ადამიანი - მეტყველი? პირველად მეორე ადამიანს დაუძახა თუ სიყვარული აუხსნა, თავდასაცავი ყვირილი იყო თუ რაღაც ზეციურისთვის მიძღვნილი ჰიმნი?  

მარტი 16, 2018

Hello Blog

ზუსტად არავინ იცის, როდის ამეტყველდა ადამიანი. უამრავი თეორია და კვლევა არსებობს, დაახლოებითი დათარიღება, აზროვნების განვითარების რა ეტაპზე, რატომ, როგორ? როდის გახდა ადამიანი - მეტყველი? პირველად მეორე ადამიანს დაუძახა თუ სიყვარული აუხსნა, თავდასაცავი ყვირილი იყო თუ რაღაც ზეციურისთვის მიძღვნილი ჰიმნი?  

გალაკტიონს როცა ვკითხულობ, სულ სხვა თეორიის მჯერა - ენა იმიტომ გაჩნდა, რომ პოეზიად ამეტყველებულიყო. სუბიექტური ვარ? დაე, ვიყო, მაგრამ მგონია, რომ ენის მთავარი ფუნქცია პოეზიაა და, როცა ენა ამ თავის მთავარ ფუნქციას დაკარგავს, ის მოკვდება. ( ვიცი, ვიცი, რომ ენათა კვდომის სულ სხვა მიზეზები არსებობს, მე სუბიექტური ვარ და ასე მწამს).

მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ერთ-ერთი იმ პოეტთაგანი იყო, რომელიც პოეტური ტროპების გამოყენებაზე, პოეტური ნიშნის ქმნადობაზე, რითმისა და ლექსის მელოდიურ სტრუქტურაზე ბევრს ფიქრობდა და მუშაობდა, ბევრი რამ გაუცნობიერებლადაც ხდებოდა და ხვდებოდა მის პოეზიაში - ეს გაუცნობიერებელი ქმნადობა იმ ენობრივი მაგიის ნაწილია, რაც ყველაფრის სათავეა, რაც კი ხდება ჩვენს ენობრივ სამყაროში – იქნება ეს უბრალოდ ყოველდღიური ნარატივი თუ პოეტური მეტყველება.

ფოტოზე: გალაკტიონი ვაჟა-ფშაველას მეუღლესთან ერთად 

ენაში ზოგიერთი აკრძალული, ანუ არასდროს გამოყენებული თანხმოვანკომპლექსი ან ბგერათა ჯამი ქმნის ილუზიას, რომ ენა დადებით და უარყოფით ნაწილაკთა ან ქიმიურ ელემენტთა ჯამია, რომელთაგანაც ზოგიერთი წყვილი არასდროს შედის ერთმანეთთან რეაქციაში, ზოგიერთს კი პირიქით, ხშირი ვალენტობა ახასიათებს.

თუ ენას ამგვარ ელემენტთა ურთიერთობის შედეგად მოვიაზრებთ, მაშინ, გარკვეულწილად, საშიშ ნივთიერებას მივიღებთ პოეზიის სახით, აბა, სცადეთ, რამდენჯერმე გაიმეორეთ ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერითი შემადგენლობის სიტყვები, მაშინვე იქმნება მაგიური ენერგია, რომელიც ასე ხშირადაა გამოყენებული შელოცვებსა თუ წყევლებში.

ეს ლექსი ერთ–ერთი ყველა ფონეტიკური ლექსია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აღმნიშვნელი და აღსანიშნი ძალიან ჰგვავს ერთმანეთს. ლექსის შინაარსი არამხოლოდ სიტყვების, მხატვრული სახეების, წინადადებების საშუალებით გამოიხატება, არამედ ბგერათა ფონეტიკური ნაირგვარობითაც. ( ამ მიმართულებით რამდენიმე საინტერესო კვლევა არსებობს, თუმცა, მეცნიერებაზე უფრო, პოეზიის ტკბობის შესახებაა ეს პატარა წერილი).

ზოგჯერ ნებისმიერი ორი ბგერა ისეთ რეაქციას იწვევს, რომ პოეტური სასწაული–გარდაუვალია. ავიღოთ რომელიმე ლექსი, მაგალითისთვის, გალაკტიონ ტაბიძის „ქარი ჰქრის”,

გავიხსენოთ ტექსტი:

არი ჰქრის

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვსვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!შენი მე სახება დამდევს თანყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის.

ეს ლექსი ერთ–ერთი ყველა ფონეტიკური ლექსია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აღმნიშვნელი და აღსანიშნი ძალიან ჰგვავს ერთმანეთს. ლექსის შინაარსი არა მხოლოდ სიტყვების, მხატვრული სახეების, წინადადებების საშუალებით გამოიხატება, არამედ ბგერათა ფონეტიკური ნაირგვარობითაც. 

(ამ მიმართულებით რამდენიმე საინტერესო კვლევა არსებობს, მათ შორის, ქართულ ენათმეცნიერებაში, თუმცა, მეცნიერებაზე უფრო, პოეზიის ტკბობის შესახებაა ეს პატარა წერილი).

ყრუ ფშვინვიერი თახმოვანი ქ, სონორსა და ვიბრანტ–რ –სა და ნაპრალოვან ს–სთან ერთად ქარის ქროლვის ვიზუალურ სურათს ქმნის, მიუმეტეს, როდესაც ეს ფონეტიკური პროცესი რამდენჯერმე მეორდება და ხორხისმიერი ჰ–ც ემატება. შედეგი სრულიად ფანტასტიკურია.

ვახტანგ ჯავახაძე, "უცნობი" | www.saba.com.ge

ლექსის ამგვარად მოსასმენად, პირველ რიგში, თვალი დახუჭეთ, ჩვეულებრივი, საშუალო ხმით წაიკითხეთ, მერე ჩურჩულით, შემდეგ გამოყავით ტექსტიდან ცალკე თანხმოვნები: ქრ ჰქრს ქრ ჰქრს ქრ ჰქრს ფთლბ მჰქრნ ქრდქრ …

აუცილებლად დაინახავთ, როგორ ქრის ქარი და როგორ მიქრიან ფოთლები მის რიტმზე, მითუმეტეს, რომ სიტყვა „ფოთლებში” ორი ფშვინვიერი თანხმოვნის სინთეზია.

შემდეგ მხოლოდ ხმოვნებს მოუსმინეთ:

აი ი აი ი აი იოეი იია ააა

გესმით ხმოვნების მუსიკა? დარწმუნებული ვარ, გესმით- ა – ყველაზე ღია ხმოვანია, ი–ყველაზე ვიწრო… ქარიც ხომ ასეა, პირველი მობერვა ძლიერია, შემდეგ თანდათან იკლებს…

პოეზიის გასაგებად, მისით ბოლომდე ტკბობისთვის მრავალი საშუალება სცადეთ, ფონოსემანტიკა პოეზიის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, მითუმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ პოეტთან, როგორიცაა გალაკტიონ ტაბიძე. მისი დღიურები თუ ჩანაწერები ადასტურებენ, რომ პოეტმა ბევრი ლინგვისტური საკითხი ძალიან კარგად იცოდა და სპეციალურად მუშაობდა ტექსტზე ამ ენობრივი ნიუანსების საჩვენებლად....

სცადეთ კიდევ ერთი ლექსი მოისმინოთ, ფონეტიკური ნიუანსები დაიჭიროთ, შინაარსი მისცეთ, ვარაუდები გამოთქვათ, მაგალითად, „მთაწმინდის მთვარე“ შესანიშნავი „საექსპერიმენტო“ ლექსია.

წაიკითხეთ, მოისმინეთ, დაინახეთ, განიცადეთ, იგრძენით და შეიყვარეთ გალაკტიონის პოეზია - 17 ნოემბერს პოეზიის ყველაზე დიდი ჯადოქრის დაბადების დღეა!

ავტორი: დიანა ამფიმიადი 

ელექტრონული და ხმოვანი წიგნები www.saba.com.ge-ზე:

გალაკტიონ ტაბიძე, რჩეული ლექსები | ხმოვანი ვერსია  

ვახტანგ ჯავახაძე, "უცნობი