კულტურა

ქოლგა თბილისი ფოტო 2018

„საუკეთესო რამ სურათში არის ის, რომ ის არასდროს იცვლება, განსხვავებით მასზე ასახული ადამიანებისგან“ - ენდი უორჰოლი 

მარტი 15, 2018

Hello Blog

„საუკეთესო რამ სურათში არის ის, რომ ის არასდროს იცვლება, განსხვავებით მასზე ასახული ადამიანებისგან“ - ენდი უორჰოლი 

© ნატა აბაშიძე რომანოვსკაია 

სწორედ ასეთი სუბიექტურად დანახული უცვლელი კადრები იქნება წარმოდგენილი ქოლგა თბილისი ფოტო- ზე, რომელიც 2018 წლის 4 მაისს გაიხსნება.

© Fausto Podavini

ფოტოკონკურსზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.

ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს უკვე მეჩვიდმეტედ ტარდება. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, მისი მიზანი არა მხოლოდ გამარჯებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა.

© ლუიზა ჩალათაშვილი 

წელს ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ აუდიტორიას და ფოტოსააგენტო პროსპექტის მიერ შერჩეული ქართველი ფოტოგრაფი სპეციალური პრიზით, მილანში სტაჟირებით ასაჩუქრებს.


© Fausto Podavini 

საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი ყოველწლიურად ცხადდება მსოფლიოს მასშტაბით.

© Nancy Newberry 

წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. დოკუმენტური სერია

2. რეპორტაჟი

3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი

4. საუკეთესო კადრი/Best shot/

5. მობილური ერთი კადრი

6. მობილური ფოტოსერია

© Voge Jean Michel 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორთფოლიოების განხილვები, ჩატარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით.

© Felix Von Der Osten 

იმდენად, რამდენადაც ფესტივალის ხედვით განათლებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ხელოვნებაში, ქოლგა თბილისი ფოტო ავითარებს განათლების სექციას და ხელს უწყობს ფოტოხელოვნების, როგორც საქართველოში მედიის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციასა და განვითარებას.

© ქოლგა თბილისი ფოტო 2017 

ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 17 000 აშშ დოლარს, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია) გადაეცემათ 500 – 500 აშშ დოლარი.

© დათო ქორიძე 

პრემია KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD კი გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი.

© ჯოვანა დელ სარტოს ვორკშოპი - იმ საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობა, რომელსაც იღებ

პრემია ახალგაზრდა ქართველმა ბიზნესმენმა და გალერიის "GeoArt Galerie" მფლობელმა, ბერლინში მოღვაწე ილია ბასილაშვილმა დააწესა.

© ალექსანდრე მედვედევის ღია ლექცია - სტოკის თანამედროვე ფოტოგრაფია. 

ასე რომ, ახლა გაქვს შანსი დარეგისტრირდე ბმულზე https://www.kolga.ge/#/contest/ და სხვებისთვისაც დიდხანს გააგრძელო შენი გაჩერებული წამი.

©  იოჰანა მარია ფრიცი 

www.kolga.ge