მუსიკა | ცა თაობა

Newcomers Tbilisi 2019 - ფინალისტები


Tbilisi Newcomers 2019-ის ფინალისტებში კონსერვატორიის სტუდენტებიც არიან, თვითნასწავლი ენთუზიასტებიც. არის როკი, ჯაზი, სინთ-პოპი, ფსიქოდელიური, ატერნატიული, ელექტრონული, აკუსტიკური, მძიმე, მჩატე, აქაური, იქაური. ზოგი სამი თვის, ზოგი სამი წლის, სულ - 12; ეს-ესაა მოვიდნენ და ბევრი აქვთ სათქმელი!


მუსიკალური პროექტის დასკვნითი ნაწილი, გაიმართება 26 მაისს, 16:00, რუსთაველის გამზირზე. ამავე დღის საღამოს შევიტყობთ ვინ შეავსებს Tbilisi Open Air 2019-ის მთავარი სცენის ლაინაფს.

ლადო გიგაია (ვოკალი), გიგი კობერიძე (დრამი), თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში), ავთო ირემაშვილი (გიტარა, ვოკლაი), ბექა(ჯეზვე) ჩხარტიშვილი (ბას გიტარა).

“On the Road”


- ჯეკ კერუაკის რომანს ჰქვია; იმ პერიოდის საკულტო ნაწარმოებია, რომლის მუსიკოსებითაც თავის დროზე ძალიან გატაცებული ვიყავი.


შემოქმედებითი პროცესი


- ხუთნი ვართ ბენდში და მუსიკის შექმნის პროცესში, ხუთივე თანაბრად ვერთვებით. ყველა თავის იდეას დებს და ყველა სიმღერა განსხვავებული გამოდის...


გავლენა


-გავლენას ხუთივეს სრულიად განსხვავებული მუსიკალური გემოვნება ახდენს, დაწყებული როკიდან, დასრულებული კლასიკით... ტექსტის მხრივ, ლეონარდ კოენი, ჯეფ ბაკლი, ან სულაც - ლიტერატურა.


ჟანრი


-აქაც მრავალფეროვნება გვაქვს, თუმცა, უფრო ალტერნატიული და პროგრესიული როკი.


Newcomers

- იმიტომ რომ კონკურსია... იმიტომ რომ კომპეტენტური ადამიანები გისმენენ... იმიტომ თუნდაც ერთ შოუქეისზე მოწონების მიღება უკვე თავისთავად მოტივაციაა.


Tbilisi Open Air 2019


U.N.K.L.E.


ბექა თევდორაშვილი (ვოკალი), სანდრო ფაილოძე (ბას გიტარა), კოკო ანთელავა (გიტარა), თოკო ჭავჭანიძე (დრამი)


“შევიკრიბეთ 2019 წლის იანვარში და ბევრი ცვლილების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ფსიქოდელურ სინთპოპს ვუკრავთ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე ლაივი გვქონდა. ახლა ვმუშაობთ 11 ტრეკიანი ალბომის - Secret Missions დასრულებაზე, რომლის დაახლოებით ნახევარი უკვე ჩავწერეთ.”

ჟანრი - ფსიქოდელური სინთ-პოპი


“Four Dimensional Monster Lobsters”?


ერთად - ოთხნი ვართ ბენდში და 4 განზომილებაც მაგიტომ... - , მაგიტომ არა… - არაფერს არ ნიშნავს! - უნდა ნიშნავდეს რამეს?


შეხვედრა


კოკო - მარსზე კოლონიზაციის დროს… სანამ წავიდოდი, დამირეკეს “ვეშაპში” რომ დამეკრა… ყველას ცალკე გვქონდა ბენდები, ბევრი ლაივი... სანდრო - , ყველაფერს იტყუება… კოკო - [სანდრო და ბექა] ნათესაური კავშირი აქვთ და მე და ჩემი დრამერი შევუერთდით!

სანდრო - არასოდეს არ ჩაჯდე “მარშუტკაში”, თუ სავსეა... ან ცარიელი.


Newcomers


კოკო - მაგარია ჩვენი ჟანრისთვის, გვინდა რომ კომპეტენტურმა ხალხმა შეგვიფასოს და რამე გამოგვივიდეს.


მსმენელი


- “ვევასებით” მონსტრებს... და ლობსტერებს.

Dudey კრისტინა ავსარქისოვას სასცენო სახელია. ის თბილისში მოღვაწე მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერია, რომლის შემოქმედებაშიც ჰაუს მუსიკის და ცოცხალი ვოკალის სინთეზია წარმოდგენილი.

Dudey, იგივე - კრისტინა ავსარქისოვა. მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, რომლის შემოქმედებაშიც ჰაუს მუსიკისა და ცოცხალი ვოკალის სინთეზია წარმოდგენილი.


Dudey


-იგივეა რაც “Dude” [ტიპი], მხოლოდ გოგოსთვის.


შემოქმედება


-მომწონს ის თავისუფლება, რასაც მაძლევს ელექტრონული მუსიკა. აქ, საკუთარი თავის პატრონი ვარ და იმ ტემპში ვმუშაობ, რომელშიც მინდა... თუმცა, შეიძლება მხოლოდ ჩემს მეზობლებს არ მოსწონდეთ იმდენად... თავიდანვე ვიცოდი - არ მინდოდა ბენდი. ვიცოდი, არ მინდოდა ვყოფილიყავი დემიენ რაისი კაბაში... ჰაუს მუსიკა რომ აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო ელექტრონული მუსიკის “გაცოცხლება” და მისი სინთეზი ლაივ შემსრულებელის დრაივთან.


გოგო და “დენს” ინდუსტრია


-“დენს” ინდუსტრია ცნობილია სექსიზმის უსიამოვნო მაგალითებით. თუმცა, მსგავსი არაფერი მიგრძვნია.


მსმენელი


ყველა ასაკის, ძალიან მრავალფეროვანი, ფერადი.. გააჩნია, სად ვუკრავ. ცოცხალი ვოკალის გამო კი, ზოგჯერ ისეთებსაც მოსწონთ, რომლებსაც აქამდე არ იტაცებდა ელექტრონული მუსიკა.


განწყობა


ჩემი ერთგვარი “თეგლაიანია” constant state of melancholy [მუდმივი მელანქოლიის მდგომარეობა]... ტკბილი სევდა... თბილი მოგონებები...


გავლენა


მეტალიდან დაწყებული ემინემით დასრულებული... ტრიპ-ჰოპი - Portishead, Moth Equals, Massive Attack... ელექტრონული მუსიკიდან, ახლახან აღმოვაჩინე Burial და გავგიჟდი-გადავირიე! პირველი ყველაზე დიდი გავლენა კი - Linkin Park...


Tbilisi Open Air 2019


David August, Loudspeakers, Moku Moku, მწვანე ოთახი...მაინტერესებს UNKLE, და Franz Ferdinand-იც, რომელთა მოსასმენად ძალიან ღია გულით მოვდივარ.


Newcomers


Tbilisi Open Air საუკეთესო ფესტივალია საქართველოში, და არ ვიქნები მიკერძოებული - მთელ რეგიონშიც. ბავშვობიდან მესმოდა, მომწონდა და 2015 წლიდან მეც დავდივარ. მხოლოდ დემიენ რაისზე არ ვიყავი აქ... ვხვდები, რა შრომას მოითხოვს ასეთი ფესტივალის ორგანიზება, რამდენი ბარიერია, მაგრამ ყოველ ჯერზე შეუძლებელს ახერხებს ეს გუნდი. მათია Newcomers-იც და რეალურად სწორედ ეს კონკურსი გვაძლევს შანსს, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდე.

Mush One (თორნიკე ზურაბიანი) არის ჰიპ-ჰოპ არტისტი. 7 წელია რაც არის Beatmaker და ამავდროულად MC. ამ ხნის განმავლობაში მის დისკოგრაფიას ქმნის: მიქსტეიპი "პირველი ნაMushევარი", მიქსტეიპი "უცვლელი გეზი" ( რომელიც ჰიპ-ჰოპ დუო TM & Mush One-მა გამოუშვა) და არაერთი სინგლი. მონაწილეობს ისეთ ფესტივალებში როგორიცაა 4GB, Ezo Festival, Art-Gene და სხვ.


იცნობენ როგორც Beatmaker და MC. დისკოგრაფია: მიქსტეიპი "პირველი ნაMushევარი", მიქსტეიპი "უცვლელი გეზი" (ჰიპ-ჰოპ დუო TM & Mush One) და არაერთი სინგლი. ფესტივალები: 4GB, Ezo Festival, Art-Gene და სხვ.


“Mush One”


დავიბადე სვანეთში. “მუშვან” კი სვანურად ნიშნავს სვანს.


შემოქმედება


თავიდანვე მიზიდავდა ჰიპ-ჰოპი, დამაინტერესა და მინდოდა ქართულად დამეწერა ის, რისი მოსმენაც მინდოდა ამ ჟანრში. ჰიპ-ჰოპი ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის - პოეზია, ლიტერატურა, მუსიკა, რიტმი... არ არის მარტივი და იოლად ხელშესახები. ჰიპ-ჰოპის მე-5 ელემენტია განათლება, ამაზეც გვაქვს ტრეკი.


წყალტუბოს ბოსა


ერთი წელია, რაც ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის განხრით. “მაინორად” ავიღე ჯაზი. დავიწყე საყვირზე სწავლაც და ამ ყველაფრის გავლენით, მეგობართან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ქართული ბოსანოვა... საინტერესო გამოხმაურება ჰქონდა. მგონი, პირველია ქართულ რეალობაში მსგავსი ხასიათის...


ტექსტი


ჰიპ-ჰოპში ყველა თავის ტექსტს წერს; შენი თვითგამოხატვაა... თითქმის ყველა ნამუშევარში მუსიკისა და ჰიპ-ჰოპის შესახებ ვწერ. ეს არის ერთგვარი “რეპი რეპზე”...


გავლენა


უამრავია... გამოვყოფდი 90-ების აღმოსავლეთ ნიუ იორკის სტილს, ჯაზის, ფანკის, ბლუზის ელემენტები; მაშინ აქცენტი იყო მუსიკის სირთულეზე, შესრულების ტექნიკაზე... ჯგუფებიდან - Organize Confusion, Tribe Called Quest...


Newcomers


ჩვენი ბასისტი უკრავდა შარშანდელ გამარჯვებულთან [Lua] და მისგან ვიცოდი, რომ ეს პლატფორმა Open Air-ის ერთგვარი საგზურია. აქ კი გვინდა ჰიპ-ჰოპ პროექტი გავიტანოთ, მხოლოდ ქართულ ენაზე... ნებისმიერი ტრეკის შექმნის დროს ვფიქრობთ, როგორი იქნება ის ლაივზე. მიზანი იყო ბენდთან ერთად დაგვეკრა და სწორედ Newcomers-თვის შევიკრიბეთ.


Tbilisi Open Air 2019


Moku Moku!

არჩილ ჩხეტია (ბას გიტარა), ვილი ტირონი (გიტარა/ვოკალი), მაიკ ისაკაძე (დრამი)




“Enforcement”


ვილი - ნიშინგლისურიდან ითარგმნება როგორც აღსრულება. დაახლოებით ორი წლის წინ, ახალი ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში, ხშირად მიწევდა ამ სიტყვასთან შეხება. უბრალოდ - მეუღლე მყავს აღსრულების სამსახურში. კარგად ჟღერდა, როგორც ჯგუფის სახელი და შინაარსობრივადაც ეხმიანება ჩვენს შემოქმედებას, რომელშიც დიდი დოზითაა გამოწვევა, ბრძოლა, სკანდირება...


შეხვედრა


ვილი - ჯერ მე და მიშკამ [მაიკი] დავიწყეთ აკუსტიკური მუსიკის კეთება და გვინდოდა, რომ სამნი ვყოფილიყავით. ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენიმე ცვლილება გვქონდა, ბოლო 2 თვეა კი, ამ შემადგენლობით ვართ. გაგვიმართლა, რომ სწორედ არჩილს ვკითხე თავის დროზე, ხომ არ იცნობდა ვინმე ბასისტს ჩვენი ბენდისთვის. მან კი თავად გამოთქვა ბასისტობის სურვილით. ერთმანეთის გემოვნებას 100%-ით ვავსებთ.


გავლენა


სამივეს სხვადასხვა გავლენა შემოგვაქვს ჩვენს საერთო შემოქმედებაში, თუმცა, ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი ტრეკები, რომელშიც ჩადებულია ის, რაც სამივეს გვაერთიანებს... იმ ბენდების ელემენტები, რომლებსაც სამივეზე აქვს გავლენა... თუნდაც Rammstein, Linkin Park, Limp Bizkit...


ჟანრი


არჩილი - ფართო გაგებით, ალტერნატიული მეტალი. ვილი - პოსტ გრანჟიც.


ენა


ჯერჯერობით, ინგლისური. თუმცა, ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენს სტილს ქართული ენაც ძალიან მოუხდეს, რაც ჯგუფმა “ძაბვა” დაამტკიცა კიდეც.


მთავარი გზავნილი


ალბომი, რაზეც ახლა ვმუშაობთ, გამოვა სახელწოდებით - “სოციოპათი”. დღესდღეობით, იმდენად გაუფასურდა ცოცხალი ურთიერთობები, რომ თვალებშიც აღარ ვუყურებთ ერთმანეთს. ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაც რაც შეიძლება მეტი უშუალო ურთიერთობაა. ასევე - “Don’t blame me that I am different” ანუ - “მე ნუ მაბრალებ, რომ განსხვავებული ვარ”!


Newcomers


- ყველას გვაქვს სცენის გამოცდილება, მაგრამ არა უშუალოდ ამ პროექტით. გვინდა, რომ საავტორო მუსიკა წამოვწიოთ წინ და ცოცხალ მუსიკაზე გაჩნდეს მეტი მოთხოვნა.


Tbilisi Open Air 2019


The Subways, Franz Ferdinand..


ჟანრი


ამერიკანო, ამერიკული ფოლკი, ვესტერნის ხასიათით...


შემოქმედება


სიმღერების წერა, დაკვრასთან ერთად, 14 წლის ასაკში დავიწყე. თითქოს თავისთავად მოხდა ეს ყველაფერი. თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ამას პრობლემა არ შეუქმნია ჩემთვის...


გავლენა


სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მუსიკოსები, რეჟისორები, კომპოზიტორები... ბავშვობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ელვისმა... მაგ პერიოდშივე აღმოვაჩინე ჯონი ქეში, შემდეგ - ბობ დილანი... მუსიკიდან უფრო ტექსტებით ვიღებ ინსპირაციას. ცვალებადი გემოვნება მაქვს. ერთადერთი ჯაზს არ ვუკრავ, დანარჩენი ბევრის დაკვრა მოვასწარი...


Newcomers


წელს, მეორედ ვიღებ მონაწილეობას თუმცა, იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ პირველი გამოცდილება არც მახსოვს... მაშინ, ბენდი საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის შევიკრიბეთ და მეორე დღეს დავიშალეთ. 10 წლის განმავლობაში ფესტივალიც გაიზარდა, მუსიკის სფეროც ბევრად დაიხვეწა და მეც სულ სხვანაირად აღვიქვამ ჩემს თავს.


Tbilisi Open Air 2019


ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ქართულ ფესტივალზე ქართველი შემსრულებლების რაოდენობა მატულობს. ძალიან სჭირდება ქართულ მუსიკას დადებითი ემოციებით განწყობილი მუსიკოსები. იმის გარდა, რომ გაგვზრდის, შინაგანად გაგვაჯანსაღებს.

“ვარ 22 წლის ავტორ/შემსრულებელი. ადრეულ ასაკში დავამთავრე მუსიკალური ათწლედი. გიტარით დავინტერესდი დაახლოებით 15-16 წლის ასაკში და იქიდან მოყოლებული პიანინოზე მეტად ამ ინსტრუმენტზე ვარ გადართული. ვთვლი, რომ ჩემს მიერ უახლოეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილება, მთელი ჩემი ენერგია და დრო დამეთმო მუსიკისათვის და პროფესიად მექცია ის საქმე რომელიც მიყვარს, არის ჩემს ცხოვრებაში გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საბედნიეროდ, აბსოლიტურად გამართლდა სიტყვები: „აკეთე ის რაც გიყვარს და არასოდეს მოგიწევს მუშაობა“. ბოლო 4 თვეა ჩართული ვარ აქტიურ მუსიკალურ საქმიანობაში, საკმაოდ საინტერესო პროექტში. მუსიკით ვიპოვე თავისუფლება, რომელიც მინდა ძალიან ბევრს გავუზიარო.”

ლაშა ფერცულიანი - 22 წლის ავტორ/შემსრულებელი.



შემოქმედება


-ადრეულ ასაკში დავამთავრე მუსიკალური ათწლედი. გიტარით დავინტერესდი დაახლოებით 15-16 წლის ასაკში და იქიდან მოყოლებული პიანინოზე მეტად ამ ინსტრუმენტზე ვარ გადართული. ვთვლი, რომ ჩემს მიერ უახლოეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილება, მთელი ჩემი ენერგია და დრო დამეთმო მუსიკისათვის და პროფესიად მექცია ის საქმე რომელიც მიყვარს, არის ჩემს ცხოვრებაში გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ბოლო 4 თვეა ჩართული ვარ აქტიურ მუსიკალურ საქმიანობაში, საკმაოდ საინტერესო პროექტში. მუსიკით ვიპოვე თავისუფლება, რომელიც მინდა ძალიან ბევრს გავუზიარო.


გზავნილი


უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს, მაგრამ იმის გარკვევა თუ რა გიყვარს, არც ისეთი იოლია...


ილა წულაძე (ვოკალი/კლავიში/FX) ეთო გავაშელი (ვოკალი) ლუკა ბერიძე (ვოკალი/გიტარა) გიორგი კომახიძე (ბას გიტარა) ლაშა წულაძე (დრამი)


“Pitter მე-16 საუკუნის ბრიტანული სიტყვაა, რაც ნიშნავს მოლეკულურ ხმათა ოკეანეს.ჯგუფი ახალი შექმნილია, მსმენელსაც ნელ ნელა ვიძენთ, თუმცა ძალიან კარგად შეგვხვდნენ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.


ჩვენი შემოქმედება აერთიანებს Alternative rock, Dream pop, Indie rock, Shoegaze, Nu Gaze, Indietronica, Ambient და ა.შ ჟანრებს, რაც ჯგუფს გამოარჩევს განსხვავებული ჟღერადობით. Newcomers არის შანსი იმისა რომ, ხმა მიაწვდინო ფართო აუდიტორიას. ”

BEQA, იგივე ბექა პაიკიძე - მსახიობი, DJ, პროდიუსერი. მუსიკაში - 2018 წლიდან.


თეატრი და მუსიკა


ორივე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა პროფესიულად მხოლოდ თეატრს გავყევი. ერთი წელია, რაც ინტენსიურად დავიწყე მუსიკის კეთება და ახლა ამ მხრივაც ვისახავ მიზნებს. თეატრი ძალიან დამეხმარა. თეატრში მოხდა ის ყველაფერი, რამაც მიმიყვანა მუსიკამდე. თეატრალურობა ჩემს მუსიკაშიც იგრძნობა. აბსოლუტურად დრამატული მუსიკებია, თუმცა უფრო მსუბუქი მსმენელი რომ არ დაიძაბოს...


გავლენა


ფორმალური განათლება გეგმაშიც კი არ მქონია. უბრალოდ, ყოველთვის მიყვარდა მუსიკა... ახლაც მახსოვს ის ემოციები Prodigy რომ აღმოვაჩინე. არის სამი შემსრულებელი - Matthew Dekay, Sebastian Mullaert და Ricardo Villalobos, რომლებზეც შემიძლია ვთქვა, რომ შთაგონებას ვიღებ თუმცა, შეგნებულად ვცდილობ, რომ თავი ავარიდო ზედმეტ გავლენას.


პირველი გამოსვლა


ზაფხული, 2018.


სტილი


ჰაუსი. კონკრეტულად - მინიმალი


Newcomers


პირველ რიგში, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია შენი შემოქმედება მოასმენინო ამ სფეროში კომპეტენტურ პირებს. მეორე რიგში, მოასმენინო ხალხს და გვერდიდან შეაფასო შენივე შესაძლებლობები.


Tbilisi Open Air 2019


პირველ დღეს - ტობიასთან, მეორე დღეს - ავგუსტთან და მესამე დღეს - მათეოსთან ერთად გავერთობი.


სალომე კვირიკაშვილი (1999) + ზურა ცინცაძე (1997) = Explorers’ Vibe


Explorers’ Vibe


სახელი პროექტისთვის განაცხადის შევსების დროს მოვიფიქრეთ. “Explorers” იმიტომ რომ სულ რაღაც ძიებაში ვართ და უამრავი ინტერპრეტაციები გვაქვს. “Vibe” (მუხტი) კი სიტყვაა, რომელსაც ყველაზე მეტად ვიყენებთ.


დუო


დაალოებით ერთი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. მაშინვე შედგა მუსიკალური დიალოგი. უფრო მეტს ვმღეროდით, ვიდრე ვლაპარაკობდით. შემდეგ, ქუჩაში დავიწყეთ დაკვრა ერთად... იმის მერე აღარ ვჩერდებით.


ჟანრი


Soft Rock, Indie Rock, Alternative Rock


გზავნილი


ადამიანურ ემოციებსა და შეგრძნებებს უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ... არიან არტისტები, რომლებიც წერენ სოციალურ თემებზე და ძალიან ვაფასებ, როცა შენს შემოქმდებაში სოციალური პრობლემაც პოულობს გამოძახილს. ალბათ, ჩვენც დავწერთ ეგეთ სიმღერებს. მაგრამ ახლა, იმდენად ახალი პროცესია, რომ ჯერ ჩვენს ემოციებსა და შინაგან სამყაროზე ვართ კონცენტრირებულნი...


შემოქმედება


სალომე - ერთადერთი რამ, რაც არსბობის დამტკიცებაში მეხმარება არის მუსიკა. მუსიკა, რომ არ ყოფილიყო, შეიძლება გარეთაც არ გამოვსულიყავი...


გავლენა


ზურა - აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი დილის რუტინა გვქონდა. ჩავრთავდით ტელევიზორს და ვუსმენდით სიმღერებს. მაშინ ხშირად ატრიალებდნენ Royksopp-ის “What else is there”... სალომე - Sigur Ross და National, ავსტრალიური ბენდი, რომელსაც ბავშვობიდან ვუსმენ და არასდროს მბეზრდება.


Newcomers


მოვედით, რომ უბრალოდ ვცადოთ. არ ჰქონდა მნიშნველობა რა მოხდებოდა. ისეთმა ხალხმა მოგვისმინა, რომელსაც აინტერესბს ვინ რას აკეთებს და ვინ რა პროცესებშია. მთავარია, რომ საავტორო მუსიკას ვქმნით. ყოველთვის საჭიროა ბიძგი სწორი ადამიანებისგან, მით უფრო თუ ახალი ხარ.


Tbilisi Open Air 2019


Mogwai


გიორგი ანდღულაძე (გიტარა), ალექსანდრე კაიშაური (გიტარა), მიხეილ-მიშო ჩინიჯიანი (დრამი), გიორგი დათიაშვილი (ვოკალი), სანდრო ერისთავი (ბას გიტარა)



“ხუთი ადამიანი, ერთი მიკროფონი, გიტარის კომბი. გულწრფელი მუსიკა, ამბიცია და ოცნებების გაცოცხლების სურვილი.”


Forest Rain


-თითქმის ყოველი სიმღერის წერის დროს, წვიმდა. წვიმა კი ყველას “გვევასება”, ამიტომ მარტივად შევთანხმდით. ტყეც “გვევასება” და როცა ტყეში წვიმს - ძალიან “გვევასება”...


განწყობა


-ტკივილი, რომელიც აუცილებლად გაივლის... იმის შეგრძნება, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, მარტო არ ხარ... სიყვარული, ანარქია, პროტესტი... გვინდა, მსმენელს გავუზიაროთ ის ემოციები, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და ამავე დროს, კომფროტის შეგრძნებაც გავუჩინოთ...

-ჩემთვის, პირადად, დიდი წარმტება იქნება, როცა 100 თუ 1000 კაციდან ერთ მსმენელს მაინც გაუჩნდება ზუსტად ის ემოცია, რის შესახებაც ვუკრავთ ჩვენ.


შემოქმედება


მუსიკაში ვპოულობთ თავისუფლებას... როცა ჩვენს შემოქმედებაში ვართ, ტითქოს ყველაფერი ქრება, ცუდიც, კარგიც, აღარაფერი არ არსებობს და ვართ მხოლოდ აქ და ახლა, ჩვენ ვართ ჩვენ...


ჯგუფი


ბავშვობაში დავიწყეთ დაკვრა. ერთმანეთი უკვე ჩვენი მუსიკის განვითარების გზაზე აღმოვაჩინეთ. მუსიკის სიყვარულსა და დიდ მონდომებასთან ერთად, ბევრი რამ აღმოვაჩინეთ საერთო. დაახლოებით ორი წელია რაც ამ შემადგენლობით ვართ. მაშინ მიშო (დრამერი) მხოლოდ 13 წლის იყო. ჩვენში ყველაზე უფროსი 22 წლისაა.


Newcomers


ძალიან დიდი შანსია, რომ უცბად არაფრიდან რაღაცად იქცე და გვინდა, რომ ისეთი მსმენელი ვიპოვოთ, რომელიც ყურადღებით მოგვისმენს, იგრძნობს იმ ემოციას, რის გადმოცემასაც ვცდილობთ. დიდი შანსია, რომ Open Air-ზე მოვხვდეთ, დიდ სცენაზე. 26-ში დაკვრაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რომ ვიგრძნოთ სცენა და მოვახერხოთ მსმენელთან ურთიერთობა.


Tbilisi Open Air 2019


David August, Mogwai... ყველას ჩვენ-ჩვენი ფავორიტი გვეყოლება.


ლევან სიდიანი (ვოკალი/ქიბორდი/გიტარა), ნია პატარაია (ქიბორდი), საბა ზაკალაშვილი (ქიბორდი/გიტარა), ლუკა ვერულაშვილი (ბასი), ბესარიონ ფიოლია (დრამი)



Leif S


“Leif” ბავშვობიდან მომყვება ფსევდონიმად, “S” კი უბრალოდ იმიტომ, რომ სიდიანი ვარ... ჩემი სახელი და გვარია სხვა კონდიციაში.


ჟანრი


ინდიპოპი და სინთპოპი


გავლენა


სინთპოპმა ძირეული ცვლილებები განიცადა და დღეს, ცოტა სხვა სახით გვხვდება. ჩვენს მუსიკაში რეტრო არ იგრძნობა, ყველაფერი “მოდერნ საუნდზეა” დაყენებული. ზოგადად, ყველას აბნევს, დარწმუნდებით მოსმენისას. გავლენა აქვს სხვადასხვა ინდი არტისტებისგან, მაგალითად Andrew Belle, Sigrid, ნორვეგიული მუსიკა.


შემოქმედება


ტექსტებიდან, თუ ჟანრიდან გამომდინარე, არ ვართ დიდაქტიკური ბენდი. უბრალოდ ჩვენს თავზე ვწერ ხოლმე, ან სხვა ტიპზე რაღაც ცხოვრებისეულ მომენტში. ყოველთვის არის “სთორითელინგი”. ყველა სიმღერის უკან ვიღაც დგას და იმ ერთ ტიპთან ერთად კიდევ ვიღაც, ან ბევრი სხვა ტიპი.


Newcomers


უკვე მესამეჯერ ვმონაწილეობ. შარშან, მეორე ტურში გადავედი. მაშინ ბენდი არ მყავდა. თავიდან ჟანრიც სხვა იყო - პოსტროკი. მგონი, “ნიუქამერზისთვის” არარელევანტური ჟანრი... როგორც ყველას, ცნობადობის გაზრდა მინდა. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართულ პუბლიკას წარვუდგინოთ ამ ჟანრის შემსრულებელი.


Tbilisi Open Air 2019


ჟანრიდან გამომდინარე Franz Ferdinand, ჩემი პოსტროკ წარსულიდან გამომდინარე - Mogwai და “მწვანე ოთახი”.

მუსიკალური პროექტის დასკვნითი ნაწილი, გაიმართება 26 მაისს, 16:00, რუსთაველის გამზირზე (ოპერისა და ბალეტის თეატრთან). ამავე დღის საღამოს შევიტყობთ ვინ შეავსებს Tbilisi Open Air 2019-ის მთავარი სცენის ლაინაფს.






ტექსტი - ნინო კაკიაშვილი

ფოტო - გიორგი ინდუაშვილი