ტექნოლოგია სიახლეები

ყველაფერი ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის შესახებ

ნოემბერი 02, 2022

აქ. ახლა თიბისის ციფრულ ბანკში საჩუქრების მასშტაბური კამპანია იწყება, რომლის ფარგლებში, მარტივ ინტელექტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემით, თიბისის მომხმარებლები ფულად საჩუქრებს მიიღებენ.


თიბისის საჩუქრების კამპანია 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. კამპანიის მიწურულს კი, დიდი ფინალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის უფლება ყველა მომხმარებელს ექნება, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის კამპანიაში საწყის ეტაპზე.


ფინალში, პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება:


I ადგილი - 50,000 ლარი

II ადგილი - 20,000 ლარი

III ადგილი - 10,000 ლარი

კამპანიის წესები

თიბისის საჩუქრების კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა სრულწლოვან ადამიანს, ვინც თიბისის ციფრულ ბანკს იყენებს. თუმცა, მონაწილეობა შეზღუდულია თიბისის თანამშრომლებისთვის, დაკავშირებული პირებისა და პარტნიორებისთვის.


კამპანიაში ჩასართავად საკმარისია, შეასრულო 3 მარტივი მოძრაობა:


  1. გახსენი თიბისის ციფრული ბანკი
  2. დააჭირე ჩაშენებულ საჩუქრის ღილაკს
  3. უპასუხე შეკითხვებს

როგორ დავაგროვო ქულები?

შეკითხვები ციფრულ ბანკში ყოველკვირეულად, კვირაში სამჯერ განახლდება. დღის შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მომხმარებლებისთვის ქულების ავტომატურად მოგროვებას ნიშნავს - სწორი პასუხი შემთხვევაში მომხმარებელი 50 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი - 10 ქულას მიიღებს. მოგვიანებით, მომხმარებლები ამ ქულების სხვადასხვა პრიზებში გადაცვლას შეძლებენ.


ამასთანავე, თიბისის განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების წახალისებაც სურს. ყოველდღიურად, კომპანია იმ 20 საუკეთესო მომხმარებელს გამოარჩევს, რომელიც შეკითხვებს ყველაზე სწრაფად და, რაც მთავარია, სწორად უპასუხებს - გამარჯვებულები დამატებით საჩუქრებს მიიღებენ.

ისე კი, სისწრაფის გარდა, დამატებით ქულებს სწორი პასუხების გაცემითაც მოიპოვებ. საქმე ისაა, რომ მომხმარებლებს, რომლებიც დღის შეკითხვებს სწორად უპასუხებენ, ბონუს შეკითხვები გაეხსნებათ და მასზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ქულებს გაიორმაგებენ.

 

თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ დღის შეკითხვის დრო - შეზღუდულია! თუ შეკითხვას 24 საათის განმავლობაში არ უპასუხებ, ის ძველი შეკითხვების ველში გადავა. მართალია, პასუხის გაცემას მაინც შეძლებ, მაგრამ მხოლოდ 5 ქულას მიიღებ - ისიც, მხოლოდ სწორი პასუხის შემთხვევაში.

როგორ გამოვიყენო დაგროვილი ქულები?

ქულები, რომელთაც მომხმარებლები შეკითხვებზე პასუხის გაცემით აგროვებენ, თიბისის საჩუქრების კამპანიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან სწორედ მათი რაოდენობა განსაზღვრავს იმას, თუ რა სახის პრიზებს მიიღებ. ქულების ფულად საჩუქრებში გადაცვლის გარდა, მათი შენახვა და კამპანიის მიწურულს, ფინალური ეტაპის მინიშნებებში გადაცვლაც შეგიძლია.

რა მოხდება ფინალურ ეტაპზე?

თიბისის საჩუქრების კამპანია იანვარში, გრანდიოზული ფინალით დასრულდება. ფინალურ ეტაპზე, მომხმარებლებს შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა და თავსატეხების ამოხსნა მოუწევთ. ფინალის შედეგად, 3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთა შემთხვევაში პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება:

 

I ადგილი - 50,000 ლარი

II ადგილი - 20,000 ლარი

III ადგილი - 10,000 ლარი


ჩაერთე თიბისის კამპანიაში, უპასუხე შეკითხვებს და მიიღე საჩუქრები!

ავტორი: გიორგი არონია