ტექნოლოგია

ციფრული ბანკის მნიშვნელოვანი ფუნქციონალები

მარტი 16, 2022

მობაილბანკი მუდმივად ახლდება და ემატება ახალი ფუნქციონალები. 


ამჟამად მობაილბანკის რამდენიმე ახალ ფუნქციაზე მოგიყვებით, რომლებიც ჩვენს ყოველდიურობას კიდევ უფრო ამარტივებს და გვიზოგავს დროს:


მომხმარებლის სახელის აღდგენა 


ახლახან ციფრულ ბანკში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც საშუალებას გაძლევს მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, დავიწყებული მომხმარებლის სახელი აღადგინო.  

პირადი ნომრით გადარიცხვა  


პირადი ნომრით გადარიცხვა გადახდის ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობაა მომხმარებლისთვის. თუ აქამდე თანხას ანგარიშის და მობილურის ნომრით რიცხავდი, მობაილბანკს პირადი ნომრით გადარიცხვის ფუნქციაც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მიმღების პირადი ნომერი იცი, შეგიძლია მის ანგარიშზე თანხა მომენტალურად გადარიცხო. ამისათვის, გადარიცხვების მენიუდან სხვასთან გადარიცხვა უნდა აირჩიო და პირადი ნომრით, ძალიან მარტივად, ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე გადარიცხო სასურველი რაოდენობის თანხა.

 

ინოვაციური ფუნქციონალია ასევე IBAN სკანერით გადარიცხვა. თითოეული სიმბოლოს ხელით აკრეფის ნაცვლად, საბანკო ანგარიშის გადმოკოპირება პირდაპირ სკანერით არის შესაძლებელი.  


გისარგებლია თუ არა QR-ით მობაილბანკში? ეს არის ფუქნციონალი რომელიც გეხმარება თანხა ბანკომატიდან ბარათის გარეშე, მხოლოდ ციფრული ბანკის დახმარებით, გამოიტანო. მობაილბანკში, მარჯვენა ზედა კუთხეში QR წამკითხველია, რომლის ბანკომატზე მინათებითაც, სასურველი თანხის გამოტანა რამდენიმე წამშია შესაძლებელი.  

ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია და მისი შეკვეთა მომხმარებელს მობაილბანკიდან შეუძლია.


ციფრული ბარათი მომენტალურად აქტიურდება და მისი დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (apple pay ან tbc wallet). 


მომხმარებელს ციფრული ბარათის გამოყენება pos ტერმინალებზე და ონლაინ ვაჭრობისას შეუძლია, ასევე თანხის ბანკომატიდან განაღდებაც.

აქამდე კომუნალური გადასახადები მომხმარებელს სათითაოდ უნდა მოენიშნა და ისე გადაეხადა, რაც გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. 

 

გადავწვიტეთ, მათთვისკომუნალურების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი შეგვეთავაზებინა, რაც საკმაოდ დიდ დროს ზოგავს. 


აქამდე კომუნალური გადასახადები მომხმარებელს სათითაოდ უნდა მოენიშნა და ისე გადაეხადა, რაც გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული.  


გადავწყვიტეთ, მათთვის კომუნალურების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი შეგვეთავაზებინა, რაც საკმაოდ დიდ დროს ზოგავს.

 

თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს იმისთვის, რომ მომხმარებლებს ცხოვრება გაუმარტივოს და კიდევ უფრო მეტი სიახლე შესთავაზოს.