ბიზნესი

გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო ინოვაციებისთვის

ინოვაცია ბიზნესის განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ინოვაციის გარეშე არ არსებობს პროგრესი, ამიტომ თიბისი ყოველ წელს ეძებს და გამოარჩევს ისეთ კომპანიებს, რომელმაც თავიანთ საქმიანობაში ინოვაციური მიდგომა, სერვისი ან პროდუქტი დანერგეს.

ოქტომბერი 22, 2020

დღეს სწორედ იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე დარეგისტრირდნენ ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციისთვის. მათგან საუკეთესოს დაჯილდოების ჟიური დეკემბერში გამოავლენს. 

CARU - საუკეთესო ინოვაციებისთვის

CARU არის სტარტაპი, რომელმაც სრულად შეცვალა ავტომობილის მოვლის პროცესი. იმის ნაცვლად, რომ მეპატრონემ თვითონ იაროს მანქანის შესაკეთებლად, CARU-ს ვებგვერდიდან იძახებს ავტო-ექსპერტს, რომელიც მის ნაცვლად აკეთებს მანქანას.


ავტოექსპერტი უფრო ეფექტურად და იაფად აკეთებს ავტომობილს, რადგან მას აქვს დიდი რაოდენობით სპეციალიზირებული ცოდნა.  

Billboards.ge - საუკეთესო ინოვაციებისთვის  

გარე რეკლამის მედია დაგეგმარება და შემდგომი მონიტორინგი მარკეტინგის მენეჯერებისთვის ყოველთვის ყველაზე შრომატევადი და რთული პროცესი იყო.


Billboards.ge-ს პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა შეარჩიოს მისთვის სასურველი აუდიტორია ასაკის, სქესისა და შემოსავლების მიხედვით, ხოლო თავად ვებგვერდი რეკლამის დამკვეთს ეხმარება თვალნათლივ, რუკაზევე დაინახოს თბილისის რომელ უბანში ცხოვრობს მისთვის საინტერესო აუდიტორია.


ვებგვერდი ასევე შესაძლებლობას იძლევა ონლაინ რეჟიმში დაჯავშნოთ სარეკლამო სივრცე, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სარეკლამო სივრცის ზომების, ბიუჯეტის, ფასდაკლებისა და სხვა ტექნიკური ხარჯების შესახებ. 

Billboards.ge

BBS (Best Business Solution) - საუკეთესო ინოვაციებისთვის

BBS-Best Business Solution-ი პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს ადამიანური რესურსების ადმინისტრირების აუთსორსინგს. ამასთან, მან შექმნა ახალი და პირველი ქართული HR სოფტი, რომლითაც მთლიანად იქნება შესაძლებელი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, HR ადმინისტრირების პროცესების გაციფრულება და დისტანციური მართვა.

BBS

PAYZE - საუკეთესო ინოვაციისთვის

PAYZE მუშაობს მონაცემთა „ღრუბელში“ დამუშავების პრინციპზე დაფუძნებულ გადახდის პროგრამაზე, რომელიც ონლაინ მაღაზიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ტრანზაქციები მარტივად და ეფექტურად მართონ, ამავდროულად შეამცირონ ბუღალტერიის ხარჯები და გაზარდონ ROI.


პროდუქტი იძლევა ციფრული Marketplace-ების და მაღაზიების ადვილად ინტეგრირების, მართვის, ასევე მათი საქმიანობისათვის საჭირო გადახდის სქემების მარტივად განსაზღვრის შესაძლებლობას. PAYZE-მ გამოიკვლია ონლაინ მაღაზიებისა და ონლაინ პლატფორმების სუსტი წერტილები როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ დონეზე ონლაინ გადახდების კუთხით.


პლატფორმა ახდენს პროცესების ავტომატიზირებას, თავიდან იცილებს ნაკლოვანებებს, საგადასახადო რისკებს და ქმნის მომხმარებლისათვის მარტივ გადახდის პლატფორმას 50 მილიარდი რეგიონული და 4 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის გლობალური ბაზრისთვის.    

Payze

ი-სპეისი - საუკეთესო ინოვაციისთვის

ი-სპეისი დაარსდა 2016 წელს და იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაამონტაჟა საქართველოში საჯარო მოხმარების დამტენები. დღეს უკვე 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული, აქედან 80-მდე უფასო და საჯარო მოხმარებისაა. თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე განთავსებულია 7 სწრაფი დამტენი, რაც ხელს უწყობს საქალაქთაშორისო გადაადგილებას. დამტენის გააქტიურება ი-სპეისის აპით ხდება, რაც ამარტივებს დამუხტვის პროცესს. აპის ფუნქციონალი მოიცავს: დამტენის მოძიებას, ნავიგაციის სისტემას, გადახდის 2 სხვადასხვა მეთოდს, ერთი მომხმარებლის მიერ პარარელურად 2 ელ.მობილის დამუხტვას და სხვ.


ი-სპეისის საქმიანობის დასაწყისში საქართველოში იყო 10-მდე ელ.მობილი, დღეის მონაცემებით კი - 2300-ზე მეტი. კომპანიამ თავისი საქმიანობით ხელი შეუწყო ელ.მობილების პოპულარიზაციას და ქვეყნის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.                   

ქობიმი - საუკეთესო ინოვაციისთის

QoBIM წარმოადგენს ქართულ აიმ (არქიტექტურა/ინჟინერია/მშენებლობა) ინდუსტრიაში პირველ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობის პროექტების BIM ტექნოლოგიით მართვას და კონსულტაციას.


ტრადიციული მშენებლობის მეთოდებისგან განსხვავებით რომელიც 2 განზომილებიანი ნახაზების საშუალებით მიმდინარეობს, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით პროექტირება, მშენებლობა და მართვა მიმდინარეობს შენობის 3 განზომილებიანი ციფრული ტყუპების გამოყენებით, რაც რადიკალურად აუმჯობესებს მშენებლობის ეკონომიკურ და ტექნიკურ მახასიათებლებს. სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვას უზრუნველყოფს ქობიმი ქართულ აიმ ინდუსტრიაში, რაც ხელს უწყობს ქართული სამშენებლო ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციას.

QoBIM

სიო - საუკეთესო ინოვაციისთვის

"სიო • აქ არის" - არის ინოვაციური, მარტივი პირბადე, რომელიც გვხვდება უფასოდ ყველა ტიპის დაწესებულებაში. სიო დაარსდა 2020 წლის ზაფხულში, გაჩნდა იდეა, რომ დღევანდელ სიტუაციაში პირბადე უნდა იყოს ისეთივე მარტივად ხელმისაწვდომი და უფასო, როგორც ერთჯერადი ხელსახოცები კაფეებსა და სხვა დაწესებულებებში.

პირბადეები ეკომეგობრულია - მასალა, რომელსაც სიო იყენებს არის 100% ბიოდეგრადირებადი. სიო უკვე დაუმეგობრდა ბევრ სხვადასხვა დაწესებულებას - ისი პარის, ეფლ სითის, კაფე მზიურს და ა.შ. 

სიო - აქ არის