მუსიკა | ცა

ალბომები სიმშვიდისთვის

6 ალბომი დიმიტრი შუბითიძის კოლექციიდან

მარტი 30, 2020

პირველ რიგში მოდით 4 წამის განმავლობში ღრმად ჩავისუნთქოთ და ნელა ამოვისუნთქოთ (მოდით ეს მოქმედება ორჯერ გავიმეოროთ).


ამ პერიოდში, როცა ყველანი სახლში ვართ, მნიშვნელოვნია ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც და სიმშვიდის შენარჩუნება, ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ექვსი ალბომი და ერთი სავარჯიშო რომელიც დაგეხმარებათ მშვიდად ყოფნაში და ახალი მუსიკის გაცნობაშიც.

მამან სანი განელი lo-fi synt ჟღერადობის მუსიკოსია, რომელმაც ეს ალბომი 1978 წელს პირველად გამოსცა 100 აუდიო კასეტაზე. ალბომმა კომერციული კრახი განიცადა. 


Mammane Sanni Abdoulaye ‎– Unreleased Tapes 1981-1984 


ჯოანა ბრუკი ამერიკელი 70-80 იან წლებში აქტიური კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც ძირითადად დოკუმენტური ფილმებისთვის აკეთებდა მუსიკას.


1981 წელს ჯოანამ ჩაწერა ალბომი სახელწოდებით Sounds of the sea, რომელიც დიდი რაოდენობით ბუნებრივ ხმებს და ჩანაწერებს მოიცავს. ეს მისი ერთ ერთი ბოლო ჩანაწერია. 


Joanna Brouk - Hearing Music

ტიმ ჰეკერი - კანადელი ხმის გენიოსი და მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალბომი. კლუბების დროებით დაკეტვის პერიოდში the Ravedeath ერთგვარი ძველი რეივის განახლებაა, როცა ყველა სახლში ვცეკვავთ.


Tim Hecker - The Ravedeath 1972

ინგლისელი მუსიკოსის, ვაშტი ბუნიანის სადებიუტო ალბომი, რომელიც 1970 წელს გამოვიდა ბრიტანული Folk მუსიკის uncut gem-ია. ალბომი საოცარ სიმსუბუქეს მოგგვრით.


Vashti Bunyan – Just Another Diamond Day

რუიჩი საკამოტო, დევიდ ბოუვი, კარგი ფილმი და არანაკლებ კარგი ალბომი. ამ ალბომის მოსასმენად არაა აუცილებელი შობის პერიოდი იყოს.

ფილმის მთავარი მუსიკალური თემა, რითიც ეს ალბომი იწყება, სრულიად დაგავიწყებთ ყოველდღიურობას, ცოტახნით მაინც.


Ryuichi Sakamoto - Merry Chistmas Mr Lawrence OST

შოტლანდიელი ძმების დუეტი Boards of Canada ერთერთი გამორჩეულია ბრიტანულ ambient მუსიკაში. ისინი 90-იანი წლებიდან აქტიურად წერენ მუსიკას, ძირითადად მშობლიურ WARP Records-ში. ეს კი მათი რიგით მესამე ალბომია:


Boards of Canada - The Campfire Headphase

სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ ღრმად სუნთქვასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში: