ტექნოლოგია

ისარგებლე მობაილბანკით ინტერნეტის ბალანსის გარეშე

თითოეული ახალი ფუნქციონალის თუ სიახლის მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა

ივლისი 08, 2020

მობაილბანკი მუდმივად ვითარდება, ემატება ახალ-ახალი ფუნქციონალები, ახლა უკვე შესაძლებელია, რომ მობაილბანკის აპლიკაციით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლოთ.

ჩვენი თითოეული ახალი ფუნქციონალის თუ სიახლის მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, ამ მხრივ არც ეს ბოლო სიახლეა გამონაკლისი. 


ალბათ თითოეული ჩვენგანი ხშირად ყოფილა სიტუაციაში, როდესაც მობილური ინტერნეტი ამოგვწურვია, არც ბალანსი გვქონია ანგარიშზე და არც wifi-სთან წვდომა, მობაილბანკიც ინტერნეტის გარეშე ვერ ფუნქციონირებდა და გვიწევდა ათასგვარ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნა ამის გამო.


ასეთი პრობლემები ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს არ ექნებათ, მანამდე კი ჩვენი ერთგული მეგობრები და მომხმარებლები მოგვიყვებიან თავად რა გამოცდილება აქვთ ამ კუთხით და რას ფიქრობენ სიახლესთან დაკავშირებით. 

გიორგი ლუბარეცი

Localinsights-ის თანადამფუძნებელი, პროგრამული ინჟინერი / არქიტექტორი

ჩემი კორპუსის შესასვლელ კარზე ელექტრონული საკეტია დაყენებული და თუ გამხსნელ ბარათზე ანგარიშის შევსება დაგავიწყდა, კარი არ გაიღება. ავტომატური გადახდების გამოყენებით თითქმის არასდროს ხდება ეს, მაგრამ ერთხელ მაინც მოხდა ისე, რომ კორპუსის ბარათზე თანხა არ მქონდა და კარი არ იღებოდა. ვცადე მობაილბანკიდან შევსება, მაგრამ მობილური ინტერნეტიც ამოწურული იყო. ვიდექი სადარბაზოს კართან და მჭირდებოდა მობილური ინტერნეტი იმისთვის, რომ ჩამერიცხა მობილურის ბალანსზე, მობაილბანკი გამეხსნა, კორპუსის ბარათზე თანხა შემევსო და სახლში შევსულიყავი. ასეთ არაერთ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ.


ინტერნეტის ბალანსი არასდროს უნდა ამოგეწუროს, მაგრამ თუ მაინც ამოგეწურა, ბალანსის გარეშე მომუშავე მობაილბანკი კარგი სათადარიგო საშუალებაა

იმედა იმედაშვილი

Vendoo - მარკეტინგის დირექტორი 

ცალსახად ძალიან კარგი სიახლეა, რომ მობაილბანკი ინტერნეტის დახარჯვის გარეშე მუშაობს.


ერთ შემთხვევას გავიხსენებდი ჩემი გამოცდილებით, დასასვენებლად გრიგოლეთში ვიყავი და ინტერნეტი ამომეწურა, ანგარიშზეც აღარ მქონდა თანხა, ჩასარიცხი აპარატიც არსად იყო ახლომახლო, ველოდებოდი რომელიმე მეგობარი როდის დამირეკავდა, რომ მეთხოვა მისთვის ჩარიცხვა.


შესანიშნავი სიახლეა, განსაკუთრებით ქალაქიდან თუ ხარ გასული, მაგ შემთხვევაში იქნება ყველაზე მოსახერხებელი და შესამჩნევი ეს კომფორტი. 

ნინო დარასელი

At.ge-ის დამფუძნებელი

დღევანდელ დღეს ალბათ ქმედითი ადამიანების უმრავლესობისათვის ყველაზე ხშირი დისკომფორტი დამჯდარი გაჯეტები და უინტერნეტობაა. ჩვენ მუდმივად ვართ ინტერნეტის და დენის წყაროს ძიებაში. ამასობაში არსებობს სერვისები და უპირველესად მობაილბანკი, რომელიც იმდენად საჭირო რამაა, რომ დღეში რამდენიმეჯერ გიწევს სარგებლობა. სიახლე, რომელიც ახლა შევიტყვე ინტერნეტის გარეშე მუშაობის შესახებ მართლაც ძალიან სასიხარულოა. ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტის მოხსნა.

ავთანდილ კიკაბიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - უფროსი პროგრამული ინჟინერი

რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც youtube-ზე ვიდეოს ყურებისას ინტერნეტ-პაკეტის GB-ები ისე დამმთავრებია, ვერც კი შემინიშნავს და აღმოვჩენილვარ სიტუაციაში, როდესაც არ მაქვს ინტერნეტი, რომ თიბისის მობაილბანკში შევიდე და ინტერნეტი ჩავირთო.ამ დროს მიწევდა სხვადასხვა გზის ძიება ინტერნეტის ჩასართავად, ჩარიცხვის აპარატის ძიებიდან დაწყებული, ახლობელთან დარეკვით დამთავრებული.


ძალიან კარგია რომ ეს აღარ დამჭირდება და მიხარია რომ თიბისი აგრძელებს მომხმარებლების კომფორტზე და ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას.

გიორგი ხარბედია

Adjarabet.com – scrum master

ხშირად ვლაშქრობ და ერთხელ შედარებით დიდი ხანი გაგრძელდა ლაშქრობა. 6 დღე ვიყავი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი. ისე მოხდა, რომ ლაშქრობიდან შინ დაბრუნებისას, სადაც უკვე ტელეკომუნიკაციები წვდომადი ხდება, აღმოვაჩინე, რომ მანამდე შეძენილ პაკეტს უკვე დრო ჰქონდა გასული, არც ზედმეტი თანხა მქონდა დარჩენილი ბალანსზე და, ცხადია, ვერც მობაილბანკში შევდიოდი ბალანსის შესავსებად.


კიდევ რამდენიმე საათი მომიწია კომუნიკაციების გარეშე სიარული და უკვე დასახლებულ პუნქტში შევძელი სერვისებით სარგებლობა. ასე რომ, დიახ, ძალიან ძალიან სასარგებლო ფუნქციონალია და ძალიან გამოსადეგი იქნება ექსტრემალურ სიტუაციებში.


ალბათ ყოველდღიურ, საქალაქო ცხოვრებაში ოდნავ ნაკლები გამოყენება ექნება. მაგრამ, თვითდაჯერებულობის გრძნობა გაგიმყარდება, როდესაც ქვეცნობიერში აღარ იფიქრებ და შეგეშინდება ინტერნეტის ამოწურვის. 

ანდრო აბაშიძე

Europebet - უფროსი გრაფიკული დიზაინერი

ძალიან კარგი სიახლეა, რომ მობაილბანკს ინტერნეტის ბალანსის გარეშე შეეძლება მუშაობა, ბევრჯერ მომსვლია, მობილური ინტერნეტი რომ დამმთავრებია და wi-fi-ის ვეძებდი ქუჩაში, რომ მობილური ინტერნეტით ჩამერიცხა ანგარიშზე. ამიერიდან wi-fi-ის ძებნა თუ არ მომიწევს და აღარ ვიფიქრებ ინტერნეტის ამოწურვაზე.

მობაილბანკის ინტერნეტის ბალანსის გარეშე სარგებლობისთვის, საჭიროა განაახლოთ აპლიკაცია და ჩართოთ მობილური ინტერნეტი - ე.წ.cellular data.

აპლიკაციის გამოყენებას კი ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებთ.


სიახლე ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის ისე Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონებისთვის და მოქმედებს საქართველოში არსებულ ყველა მობილურ ოპერატორზე.