ტექნოლოგია სიახლეები

თიბისი x Funduki - ნაცნობი დიზაინი ყოველდღიურობაში

ყოველდღიური ნივთები ესთეტიკური, ფუნქციური და თანამედროვე ადამიანზე მორგებული უნდა იყოს

თებერვალი 12, 2020

თიბისის მობაილბანკის მომხმარებლებს „ფუნდუკის“ ჰუდზე ნაცნობი „სახე“ შემოხვდებათ: მობაილბანკის განახლებული დიზაინის დეტალმა - სახის ამომცნობმა სიმბოლომ სწორედ ჰუდზე, ყოველდღიურობის ძალიან მნიშვნელოვან ატრიბუტზე გადაინაცვლა.


თიბისის და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა მობაილბანკის ახალ დიზაინს მოჰყვა, რომელიც მსუბუქი, მარტივი და დახვეწილია - ისევე, როგორც „ფუნდუკში“ შექმნილი, ყოველდღიურობისთვის საჭირო ნივთები. 

 


„ყოველდღიურობა“ აქ მნიშვნელოვანი სიტყვაა და ის მხოლოდ ტერმინი არ არის. მაღაზიის თანადამფუძნებელი, მარიკა ჭახრაკია ამბობს, რომ „ფუნდუკში“ ამის საკუთარი ფორმულა აქვთ:


სიმარტივე+კომფორტი+ესთეტიკა=ყოველდღიურობას.



„ყოვედღიური ნივთები მთავარია თანამედროვე ადამიანზე მორგებული, მარტივი და იოლად გამოსაყენებელი იყოს. კიდევ ერთი აუცილებელი კომპონენტია, რომ იყოს ესთეტიკური სიმარტივე - ფუნქციურობასთან შერწყმული. ეს არის ყოველდღიური ნივთების მთავარი ფორმულა და „ფუნდუკის“ ნივთებიც ამ იდეას ემსახურება“,


- ამბობს მარიკა და აღნიშნავს, რომ ამ იდეით შექმნილი პროდუქტი აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომელიც „ადამიანის ინდივიდუალობას გაუსვამს ხაზს“. 


კამპანიის ფარგლებში, რომელიც სწორედ მობაილბანკის განახლებულ დიზაინს მოჰყვა, მობაილბანკის სიმბოლოები და ფერები ბევრისათვის აქამდეც უკვე ნაცნობ და კომფორტულ, ყოველდღიურად საჭირო ნივთების ვიზუალში ინტეგრირდა და საკმაოდ ორგანულად და ბუნებრივადაც, რადგან მომხმარებლისთვის მობაილბანკიც ისეთივე ყოველდღიური რამ არის, როგორიც ჰუდი, ან კედი. 



„ჩვენ, ერთად, მომხმარებლის ინტერესებიდან გამოვედით და თანამშრომლობა შედგა... „ფუნდუკი“ ახალი პროდუქტის შექმნის ნაწილი გახდა. საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევა იყო. პატარა კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, დიდ კომპანიებთან კოლაბორაცია...“


- მარიკა ჭახრაკია


„ფუნდუკმა“ და თიბისის მობაილბანკის გუნდმა შეძლეს, რომ უკვე ნაცნობი პროდუქტი ახალი სახით მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის, პროდუქტს კი ახალი მახასიათებლები შესძინეს - ფუნქციური, ესთეტური და ვიზუალური თალსაზრისით“.

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი