აგვისტო 12, 2024

რას ნიშნავს თავდაჯერებულობა?
თავდაჯერებულობა არის მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე.
თავდაჯერებულობა გვჭირდება მიზნების მისაღწევად, გამოწვევების დასაძლევად, სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, გამბედაობისთვის, კომუნიკაციაში.
არის თუ არა შესაძლებელი, ერთი ადამიანი ერთ საკითხში თავდაჯერებული იყოს და მეორეში - არა? რა თქმა უნდა შეიძლება. მაგალითად, წარმოდიგინე მომღერალი, რომელიც პატარა აუდიტორიასთან თავდაჯერებულად გამოდის, მაგრამ დიდი აუდიტორიის ეშინია. რატომ ხდება ასე?
თავდაჯერებულობაზე გავლენას ახდენს ჩვენი ფიქრები, რწმუნებულებები, წარსული გამოცდილება და ის, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და სამყაროს.
ის ადამიანი, პატარა აუდიტორიას მიჩვეულია (გამოცდილება), შინაგანი დიალოგიც მყარი აქვს (გამომივა), ხოლო დიდი აუდიტორიის გამოცდილება არა აქვს და დიდი ალბათობით ნეგატიური ფიქრები იცავს: რომ არ გამომივიდეს, რომ არ მოვეწონო, რომ დამცინონ?
თავდაჯერებულობის გასავითარებლად აუცილებელია აღიარო შენი ძლიერი მხარეები და მიღწევები
თავდაჯერებულობის სწავლას სჭირდება დრო და პრაქტიკა. დაისახე რეალისტური მიზნები და აღნიშნე ხოლმე შენი პროგრესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. თავდაჯერებულობა არ ნიშნავს იყო სრულყოფილი ან არ გქონდეს შიშის განცდა.
პატარა სავარჯიშო: გაიხსენე სიტუაცია, როცა თავდაჯერებული იყავი.
გაიხსენე, სად იყავი, ვისთან ერთად, რა ხდებოდა, რა იყო ის, რის გამოც თავდაჯერებულად გრძნობდი თავს? დაუკვირდი, სად გრძნობ თავდაჯერებულობას შენს სხეულში? შეგიძლია გახსენებისას თვალებიც დახუჭო.
შემდეგ კი, ამ სამ რაღაცას დააკვირდი:
1. როგორ გიჭირავს სხეული მაშინ, როცა თავდაჯერებული ხარ? დააკვირდი შენს მხრებს, ზურგს, როგორ სუნთქავ, როგორი გამომეტყველება გაქვს სახეზე, როგორი ხმით საუბრობ?
2. ახლა დააკვირდი იმას, თუ რაზე გაქვს ფოკუსი: იმაზე, რასაც შენ აკონტროლებ, თუ იმაზე რასაც ვერ აკონტროლებ, იმაზე რაც გაქვს თუ იმაზე, რაც არ გაქვს, წარსულზე აწმყოზე თუ მომავალზე?
3. და ბოლოს დააკვირდი იმას, როგორ სიტყვებს იყენებ, რა შინაგანი დიალოგი გაქვს, რას ეუბნები საკუთარ თავს?
შემდეგში, როცა დაგჭირდება, რომ თავდაჯერებული იყო გაიხსენე ეს ყველაფერი. დაიწყე სხეულით - დაიჭირე სხეული იმ პოზიციაში, როცა თავდაჯერებული იყავი, გადაიტანე ფოკუსი შესაბამისად და უთხარი შენს თავს რაიმე მესიჯი. მაგ.: ,,მე ეს გამომივა, შევძლებ’’.
თავდაჯერებულ და ლაღ დღეს გისურვებ!
*ეს სავარჯიშოები არ ანაცვლებს თერაპიას. თუ თავდაჯერებულობის ზედმეტად დაბალი დონე ხელს გიშლის ცხოვრებაში, ჯობს თერაპევთან გასაუბრება.