სიახლეები

“გადაიხადე და დასაჩუქრდი” - თიბისისა და Mastercard-ის კამპანიის გამარჯვებულები

TBC x Mastercard

თებერვალი 01, 2023

მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვისა და მათთვის დამატებითი სარგებლის შესათავაზებლად, თიბისიმ და Mastercard-მა წამახალისებელი, ერთობლივი კამპანია გამართეს.

გათამაშება სპეციალურად თიბისი ნაკრების Mastercard-ის ბარათის მფლობელებისთვის 2022 წლის 16 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ყოველდღიურად ასობით გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ, კვირის განმავლობაში ყველაზე აქტიური შვიდი მომხმარებელი კი, მოპედით დასაჩუქრდა.

თიბისი ნაკრები საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობაა, რომელიც შენს ყოველდღიურ საბანკო საჭიროებებზეა მორგებული და საშუალებას გაძლევს, მარტივად მართო ფინანსები. 2-ლარიანი, 5-ლარიანი ან 10-ლარიანი ნაკრების გამოწერა ონლაინაა შესაძლებელი და მათი დახმარებით ყველა საბანკო ხარჯს ერთ ტარიფში აერთიანებ. რაც მთავარია, თიბისი მუდმივად ანებივრებს ნაკრების მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით, დამატებითი სარგებლითა და საჩუქრებით. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თიბისისა და Mastercard-ის ერთობლივი კამპანიაც.

კამპანიის პირობები მარტივი იყო — 50-ლარიანი ფულადი პრიზით ყოველდღე დასაჩუქრდა პირველი ასი მომხმარებელი, რომლებმაც Mastercard-ის ბარათით აფთიაქში, მარკეტში, ბენზინგასამართ სადგურში და სხვა სავაჭრო ობიექტში POS ტერმინალზე მინიმუმ 25 ლარის ტრანზაქცია შეასრულეს. ხოლო მათ, ვინც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქცია ჰქონდათ, საჩუქრად მოპედი გადაეცათ. 

კვირის გამარჯვებულები 28 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს ვლინდებოდა. მათ შორის მოხვდა სანდრო ცოფურაშვილიც, რომელმაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 ლარი ყველაზე მეტჯერ გადაიხადა.

“გათამაშების შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე და შემდეგ ბარათი შევუკვეთე. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ვიღებდი მონაწილეობას და არ მეგონა, თუ მოვიგებდი. დიდი ხანი არაა, რაც თიბისის მომხმარებელი ვარ და გათამაშებაც პირველი იყო ჩემთვის. რომ დამირეკეს, გაიმარჯვეო, ძალიან მოულოდნელი იყო და, რა თქმა უნდა, გამიხარდა. მოპედიც მივიღე საჩუქრად და ძალიან მომეწონა”, — ამბობს სანდრო ცოფურაშვილი.

დანარჩენი 6 გამარჯვებულის ჩამონათვალი კი ასეთია: თამთა. ს, თამთა. ჭ, ნესტან. მ, ნატო. შ, შოთა. დ, თეა. ხ.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში დასაჩუქრდნენ ახალი მომხმარებლებიც, რომლებსაც აქამდე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათი არ ჰქონდათ. მათ ნაკრები 2, 5 ან 10-ის გამოწერის და Mastercard ბარათით პირველი ტრანზაქციის შესრულების შემდეგ საჩუქრად 10 ლარი მიიღეს.

თიბისი მომხმარებლებს მომავალშიც წაახალისებს საინტერესო კამპანიებით და სიახლეებით. მანამდე კი გამოიწერე თიბისი ნაკრები, შეუკვეთე სასურველი ფერის ბარათი და ისარგებლე ნაკრების უპირატესობებით სამი თვე უფასოდ.