სიახლეები

თიბისიმ საახალწლოდ ერთგულებით სავსე აპარატი მოგიმზადა

დეკემბერი 27, 2023

საახალწლო საყიდლებზე რომ გახვალ და მაღაზიების შემოვლის მარათონში ჩაერთვები, არ დაგავიწყდეს, რომ 26 დეკემბრიდან, სითი მოლის LG სართულზე ერთგულებით სავსე აპარატი დაგხვდება. წინასაახალწლოდ, უფრო მეტი ერთგული ქულა რომ დააგროვო, თიბისიმ კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოგიმზადა. 

გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით ან ელექტრონული საფულით ერთგულებით სავსე ტერმინალზე და დააგროვე ერთგული ქულები მარტივად, რადგან აპარატიდან ჩამოვარდნილი 1 გული = 1 ქულას.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ფერადი გული საჩუქრად ხელს გააყოლო და სანამ ამ პატარა საჩუქრით გულს იჯერებ, დახარჯული 1 ლარი, უკან 1 ერთგული ქულის სახით დაგიბრუნდება.

გულის მიღება მარტივია

1.     დააჭირე აპარატზე განთავსებულ ყვითელ ღილაკს

2.     ტერმინალის ეკრანზე გაჩნდება ახალი გამოსახულება

3.     დაადე ტერმინალს ბარათი/ელექტრონული საფულე

4.     გადახდა შესრულდება და ჩამოვარდება გული

5.     გულის მიღებასთან ერთად დაგერიცხება 1 ერთგული ქულა

დღის მანძილზე შეგიძლია, ერთგულებით სავსე აპარატს მაქსიმუმ 5-ჯერ ესტუმრო და 5 გულით სავსემ გააგრძელო ახალი წლისთვის მზადება. მთელი აქციის მანძილზე, 25 იანვრამდე, არაუმეტეს 20 ერთგული ქულის დაგროვება შეგიძლია. 

თუ დაგაინტერესებს, რამდენი ფერადი გული შეგიგროვდა, გულზე QR კოდია გამოსახული და მისი დასკანერებით შენს ციფრულ ბანკში მოხვდები. იქ ქულების დათვლის გარდა, შეგიძლია, შეამოწმო, ერთგულის ლოიალობის პროგრამის რომელ ეტაპზე ხარ და კიდევ რამდენი გადახდა დაგრჩა იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე. 

გახსოვდეს, რომ დაგროვილი ქულები შეგიძლია გამოიყენო, როცა მოგესურვება და დახარჯოერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.