თაობა

რა გელოდება თბილისის საბავშვო ფესტივალზე?

10 ივნისს, თბილისის საბავშვო ფესტივალზე მისულ ადამიანებს საბავშვო სტარტაპების, განათლების, ჯანმრთელობის, სპორტის და გართობის ზონები დახვდებათ.

ივნისი 01, 2023

10 ივნისს თბილისის საბავშვო ფესტივალი მეხუთედ ჩატარდება. მსურველებს სტუმრობა მთაწმინდის პარკში, 12:00-დან 20:00 საათამდე შეუძლიათ. პანდემიით გამოწვეული შესვენების შემდეგ, ფესტივალი სრულ მასშტაბს იბრუნებს და განსაკუთრებულად ემზადება ბავშვებთან და მათ მშობლებთან შესახვედრად.

თიბისი, დაარსების დღიდან, ფესტივალის მეგობარია და წელსაც ტრადიციულად ჩართულია ბავშვების და მათ მშობლებისთვის მრავალფეროვანი ზეიმის მოწყობაში.

თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი ბრენდი, მუდმივად ცდილობს ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობები აღმოაჩინოს და მათში აქტიურად ჩაერთოს.

თბილისის საბავშვო ფესტივალზე მისულ ადამიანებს საბავშვო სტარტაპების, განათლების, ჯანმრთელობის, სპორტის და გართობის ზონები დახვდებათ.

სტარტაპების სივრცეში, შერჩეულ ბრენდებთან თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ბარათით გადახდისას, სტუმრები 30 %-იანი ქეშბექის მიღებას შეძლებენ. ახალი მომხმარებლები კი ადგილზე, მარტივად შეძლებენ მოსწავლისა და სტუდენტის ბარათების აღებას, გააქტიურებას და შეთავაზებებით სარგებლობას.

განათლების და გართობის ზონები პატარა ასაკის სტუმრებს მათ განვითარებაზე ორიენტირებულ თამაშებს და ვორკშოპებს შესთავაზებს.  ჯანმრთელობის ზონაში მშობლები პოზიტიური მშობლობის და ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ ფსიქოლოგებისგან მიიღებენ რჩევებს და ასევე შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით ვორკშოპში. ტრადიციულად იქნება სხვადასხვა შოუ ჯამბაზების და მასკოტების მონაწილეობით. გაიმართება სპორტული შეჯიბრებებიც. საფესტივალო დღეს ქართული ბენდის Killages კონცერტი დაასრულებს.

საბავშვო ფესტივალის მიზანი არის არა უბრალოდ გართობა, არამედ შემეცნება გართობასთან ერთად - მშობლების და ბავშვებისთვის იმ ცოდნის გაზიარება, რომელიც მათ უკეთესად ურთიერთობაში და დროის ერთად და ხალისიანად გატარებაში დაეხმარება. თუ საბავშვო ფესტივალს ეწვევით, შეძლებთ ეს დღე სუფთა ჰაერზე, სიმწვანეში და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულებმა გაატაროთ, მანამდე კი გაეცანით ღონისძიების ფეისბუქ“ გვერდს, რომელიც 10 ივნისამდე არაერთ სიახლეს გპირდებათ,

დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ!