ლიტერატურა

„საბა“ 2023 | გამარჯვებულები

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - "საბა" 2023 დასრულებულია! გაიცანი ჟიურის რჩეული ავტორები და წიგნები

სექტემბერი 20, 2023

მაშ, ასე კიდევ ერთი ლიტერატურული წელი დამთავრდა და თანაც დაიწყო- ლიტერატურული კამათის, საუბრის, ძიების, განხილვისა და შეფასების უწყვეტი პროცესი.

წლის ლიტერატურული მოსავალი უკვე შეგროვებული და დაბინავებულია, თანაც მათ შორის, საუკეთესოების ვინაობაც ვიცით


ლიტერატურული პრემია საბას 2023 წლის გამარჯვებულები არიან:

წლის საუკეთესო რომანი

რომანში წელს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტექსტები იყო წარმოდგენილი, ამბით, სიუჟეტით, ენობრივი დამოკიდებულებით, ლიტერატურული პოზიციით. ჟიურიმ საუკეთესოდ ივა ფეზუაშვილის „მასკარფონე“

და ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“ აღიარა.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ქართული პოეზია კიდევ ერთ საინტერესო წელს მოითვლის, შესანიშნავ პოეტურ კრებულებს შორის წელს გამარჯვება მოიპოვა ორმა კრებულმა: ნინი ელიაშვილის „სხვა სახელი მოუხდებოდა“ და დავით ქარდავას „მეორადი ჰომეროსი“.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

პროზაული კრებულის ნომინაცია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო, ორივე ფინალისტის წიგნი ადამიანური ისტორიების საოცარ კალეიდოსკოპში გვახედებდა, ხოლო გამარჯვებული ლუკა ბაქანიძის „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ გახდა. 

წლის საუკეთესო პიესა

პიესის ნომინაციაში წელს პირველად, წიგნების სიუხვე იყო, გამარჯვებული კი ვალერი ოთხოზორიას „წმინდა ნაწილებია“.

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ლიტერატურული კრიტიკის თარო ტრადიციულზე ბევრად დატვირთული და მრავალფეროვანი იყო, ოთხ კრიტიკულ ნაშრომს შორის ჟიურიმ გამარჯვებულად ნანა აბულაძის „ორივე სქესი“ დაასახელა.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ასევე დებიუტის ნომინაციიდან შეირჩა გამარჯვებული მკითხველის „საბას“ ჟიურისგანაც. მკითხველების გათვალისწინებით გამარჯვება გოდე გორგილაძის „რიო-დე-ჟანიეროს ხელმწიფეს“ ხვდა

ალბათ პრემიის დაჯილდოების პროცესში ყველაზე მეტად დებიუტის ნომინაციის წარმომადგენლები ღელავდნენ. როგორი იქნება მათი პირველი, გაბედული ნაბიჯი ლიტერატურაში? ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული გოგა ქობალიას „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ გახდა.

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ერთგვარი ჟამთააღმწერლის, მოვლენათა შემფასებლისა და გამააზრებლის ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ეს ნომინაცია ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო და უხვია. წელს ამ ნომინაციაში ჟიურიმ გამარჯვებულად თეიმურაზ დოიაშვილის და ნათია სიხარულიძის „გალაკტიონი უცენზუროდ“ დაასახელა.

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

თარგმანის წიგნუხვი და მდიდარი თარო მკითხველის განსაკუთრებული სიხარული და ქართული ლიტერატურის განსაკუთრებული სიამაყეა, უდიდესი შრომისა და მოთმინების, პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის ილუსტრაცია. ჟიურიმ ჯილდო ორ მთარგმნელს მიანიჭა: დოდო ყვავილაშვილს ხორხე ლუის ბორხესის “ფიქციების” თარგმანისთვის და გიორგი ხულორდავას აბდ ორ-რაჰმან ჯამის “ბაჰარესთანის” თარგმანისთვის.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მხარდაჭერით, უკვე მესამედ ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“. წელს გამარჯვება ელზა გურგენიძის „ზაოდმა“

და ლევან ბერძენიშვილის “1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავმა” მოიპოვა.

თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის

წელს პირველად, “საბა” 2023-ზე გაიცა სპეციალური პრიზი - თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" 2023 გადაეცა ნატა ლომოურს.

ლიტერატურუაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

ლიტერატურული პრემია საბა ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შესანიშნავ მთარგმნელს, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმოადგენელს, ელზა ახვლედიანს გადაეცა.




ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

Hermann Bredehorst