სიახლეები ლიტერატურა

განახლებული პაკეტები SABA Reader-ისგან

„საბა"

ოქტომბერი 09, 2023

SABA Reader-ის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა მკითხველებმა 2019 წლიდან დაიწყეს

მას შემდეგ აპლიკაციას ათასობით ახალი წიგნი და მკითხველი შემოუერთდა. გასული 4 წლის განმავლობაში “საბა” მკითხველებს სამი პაკეტის სამ სხვადასხვა ვადას სთავაზობდა, ამ პაკეტების ნაწილი კი მკითხველს მხოლოდ ელექტრონულ წიგნებზე აძლევდა წვდომას. მათ არ ჰქონდათ საშუალება ესარგებლათ ხმოვანი წიგნების ასორტიმენტით. 

დროსთან ერთად აპლიკაციის კონტენტი გაიზარდა, განსაკუთრებით იმატა ხმოვანი წიგნებით დაინტერესებამ.

დღესდღეობით “საბას” აპლიკაცია 1000-მდე ხმოვან ბესტსელერს აერთიანებს.

2023 წელს აპლიკაციამ ასევე დაამატა ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნებიც, რომელიც ინოვაციური პროდუქტია და მკითხველთა გამოხმაურების პარალელურად ეტაპობრივად იხვეწება. 

ხმოვან წიგნებზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, "საბას" გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, განეახლებინა აპლიკაციის პაკეტები, გაეთვალისწინებინა მკითხველის სურვილები, მათთვის არჩევანი გაემარტივებინა.

რა პაკეტებს გთავაზობს განახლებული SABA Reader-ი?

კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი


ღირებულება - 6.99 ლარი





●     14 დღიანი საცდელი ვერსია

●     წვდომა ყველა ელექტრონულ წიგნზე

●     წვდომა ყველა ხმოვან წიგნზე

●     ერთდროულად 2 წიგნი

●     ჯამური კითხვის დრო

●     გადაბმულად კითხვის დღეები

გარდა იმისა, რომ აღნიშნული პაკეტის წინა ვერსიისგან განსხვავებით, გაორმაგებულია წიგნების კვოტა, ასევე, განახლებული პაკეტის მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი წიგნების სრულ ასორტიმენტზე წვდომასაც.


"ჯამური კითხვის დრო" და "გადაბმული კითხვის დღეები"კი დაეხმარება მკითხველს თვალი ადევნოს პირად სტატისტიკას და შეეცადოს კითხვა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.

პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი


ღირებულება - 12.99 ლარი




14 დღიანი საცდელი ვერსია

წვდომა ყველა ელექტრონულ წიგნზე

წვდომა ყველა ხმოვან წიგნზე

ერთდროულად 4 წიგნი

ჯამური კითხვის დრო

გადაბმულად კითხვის დღეები

Სწრაფი კითხვა

Კომენტარების სინქრონიზაცია

განახლებულ პრემიუმპაკეტში მკითხველებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ როგორც სწრაფი კითხვის ფუნქციონალი, ასევე, კომენტარების სინქრონიზაციის/შენახვის ახალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა.

რა ვადით შემიძლია პაკეტის შეძენა?

პაკეტები შეგიძლიათ შეიძინოთ 1 თვის ან 1 წლის ვადით.


1 წლით პაკეტის შეძენისას კი აპლიკაცია ავტომატურად გაგიკეთებთ -25%-იან ფასდაკლებას.

ვინ ისარგებლებს განახლებული პაკეტებით?

განახლებული პაკეტებით ნებისმიერი მკითხველი შეძლებს სარგებლობას.


SABA Reader-ის ამჟამინდელ გამომწერებს კი, პაკეტები გაუუმჯობესდებათ წინა პაკეტების ღირებულებით. ისინი ახალი ფასებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ სარგებლობას, როცა მათ ამჟამინდელ პაკეტს ვადა ამოეწურება. 

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, საბას აპლიკაციით სარგებლობისას, დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვმართო: 


https://www.facebook.com/saba.com.ge/

მანამდე კი გადმოწერე აპლიაკცია SABA Reader, დაიწყე უფასო 14 დღიანი საცდელი ვერსიით სარგებლობა და შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი.