მაისი 10, 2024
5 სერიალი Cavea+ -ზე ირაკლი კვირიკაძის რეკომენდაციით
Cavea+ პირველი ლეგალური ქართული ონლაინ კინოთეატრია, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს წამყვანი კინოსტუდიების ფილმებსა და სერიალების აერთიანებს. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ უყუროთ Disney, Sony, Warner, Paramount, Universal, HBO-ს ასობით ეკრანიზაციას.
თიბისის და კავეა პლუსის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, თიბისის სადებეტო Visa ბარათის დამატების შემთხვევაში, 30 დღის განმავლობაში სასურველი ფილმისა თუ სერიალის ყურება უფასოდ არის შესაძლებელი.
ახალი თაობის გამორჩეული მსახიობი - ირაკლი კვირიკაძე თავის საყვარელ სერიალებს გვიზიარებს, რომელთა ნახვას Cavea+-ზე შეძლებთ:
“ცვალებადი ნიშნები”
ქართული სერიალი, რომელიც კავეა პლუსისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის - გაუს თანამშრომლობით შეიქმნა, სტუდენტების, ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გამოწვევებსა და თავგადასავლებზე გვიყვება. ცვალებადი ნიშნები ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ემიგრაციას, მეგობრობას, სხვადასხვა სახის პრობლემასა და კონფლიქტს.
გარდა თინეიჯერებისა, სერიალი მისი მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, უფროსი თაობის დაინტერესებასაც იწვევს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
“სოპრანო”
დევიდ ჩეისის ამერიკული სატელევიზიო სერიალი, კრიმინალური დრამა - “სოპრანო” - იტალიაში მცხოვრები მაფიოზური კლანის ბოსის - ტონი სოპრანოს შესახებ გვიყვება, რომელიც პირადი, ოჯახური ცხოვრებისა და პროფესიული საკითხების, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის როლის დაბალანსებას ცდილობს, ასევე ვხვდებით მთავარი გმირის პირად საუბრებს თავის ფსიქოთერაპევტთან. სერიალი 1999 წელს გამოვიდა და 2007 წელს დასრულდა, ექვსი სეზონითა და 86 ეპიზოდით.
“სამეფო კარის თამაშები”
HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სახელგანთქმული სატელევიზიო სერიალი - “სამეფო კარის თამაშების” შექმნა David Benioff-სა და D. B. Weiss-ს უკავშირდება და დაფუძნებულია ჯორჯ მარტინის მონუმენტური ფანტასტიკური წიგნების სერიებზე. სერიალის პრემიერა HBO-ზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2011 წლის 17 აპრილს შედგა და დასრულდა 2019 წელს, რვა სეზონითა და 73 ეპიზოდით. “სამეფო კარის თამაშების” სიუჟეტი ვესტეროსის ტახტის მოსაპოვებლად ბრძოლის და მკვდრების არმიის მოახლოების ირგვლივ ვითარდება და მაყურებელს მძაფრსიუჟეტიან ფანტასტიკასა და დრამას სთავაზობს.
“დრაკონის სახლი”
“დრაკონის სახლი” არის ამერიკული ფანტასტიკა-დრამა, სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნილია George R. R. Martin-ისა და რაიან კონდალის მიერ HBO-სთვის. 2022 წლის სერიალი მოგვითხრობს ტარგარიენების სახლის ისტორიას "სამეფო კარის თამაშებამდე" 200 წლით ადრე. სერიალის 2022 წლის 21 აგვისტოს გამოვიდა, პირველი სეზონი ათი ეპიზოდისგან შედგება, მეორე სეზონს კი მაყურებელი 2024 წლის 16 ივნისს იხილავს.
“სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან”
ამერიკული დრამატული სატელევიზიო მინისერიალი გამოვიდა 2021 წელს, რომლის შექმნაც სცენარისტსა და რეჟისორს - ჰაგაი ლევის უკავშირდება და ინგმარ ბერგმანის 1973 წლის ამავე სახელწოდების შვედური მინისერიალის ინგლისურენოვანი რიმეიქია. სერიალი სიყვარულის, სიძულვილის, სურვილის, მონოგამიის, ქორწინებისა და განქორწინების შესახებ წყვილის მაგალითზე მოგვითხრობს, მთავარ როლებს კი ჯესიკა ჩესტეინი და ოსკარ აიზეკი ასრულებენ.