ტექნოლოგია

გუნდი, რომელიც API პროდუქტებს ავითარებს

დეკემბერი 19, 2022

ციფრული სერვისები უფრო და უფრო პოპულარული და გამოყენებადი ხდება - ბანკები, ბიზნესები თუ ინდივიდუალური მომხმარებელები ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ოპერაციას ახორციელებენ ციფრულად, შესაბამისად ბაზარზე მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნაც და პროდუქტების მრავალფეროვნებაც იზრდება.

ბიზნესები ცდილობენ დააინტეგრირონ რაც შეიძლება მეტი სერვისი თავიანთ პლატფორმებზე, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ უფრო სრულყოფილი მომსახურება ერთ სირვცეში. ამის ნათელი და ყველაზე გავრცელებული მაგალითი, ფინანსური სექტორში, ელ. კომერციაა. მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ქართულ ვებ-გვერდებსა თუ აპლიკაციებში ძალიან იშვიათად შეგხვდებოდათ გადახდის სერვისები, დღეს ეს ფუნქციონალი თითქმის ყველა ონლაინ პლატფორმაზეა ჩაშენებული და მომხმარებელი პლატფორმიდან გაუსვლელად ყიდულობს საჭირო პროდუქტს ან სერვისს. 


გაზრდილი მოთხოვნის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წელს თიბისიში API პროდუქტების გასავითარებლად ცალკე გუნდიც შეიქმნა, რომელიც დღეს უკვე სხვადასხვა კომპეტენციის რვა ადამიანს აერთიანებს, მათ შორის დეველოპერებს, ანალიტიკოსებს, დეველოპერთან ურთიერთობის მენეჯერს და ავტომატიზაციის ინჟინერს. გუნდის ყოველდღიური საქმიანობა API დოკუმენტაციისა და პროდუქტების შექმნა და განვითარებაა. 

რა არის API და რა პროცესს გადის გამოქვეყნებამდე თიბისიში:

აბრევიატურა API იშიფრება, როგორც Application Programming Interface (გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი) და ის გამოიყენება ორი ან რამდენიმე სხვადასხვა პლატფორმის დასაკავშირებლად. მსხვილი კომპანიების უმრავლესობა, მათ შორის თიბისიც, ქმნის API-ებს კლიენტებისთვის ან შიდა გამოყენებისთვის.


API პროდუქტების იდეები ხშირად სხვადასხვა ბიზნეს გუნდებში იბადება. როგორც კი იდეა ვალიდაციის პროცესს წარმატებით გაივლის და მოხდება პროდუქტის იდეის ტექნიკური დამუშავება გუნდის შიგნით, Open API-ს გუნდი ერთვება პლატფორმაზე API-ს გამოქვეყნების პროცესში.

„შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტების კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, მნიშვნელოვანია ბიზნეს გუნდების ინიციატივა და ჩართულობა.“


ნინი შაიშმელაშვილი, თიბისი Open API გუნდის კაპიტანი

გუნდი ყოველთვის მაქსიმალურად იკვლევს მომხმარებლის, ამ შემთხვევაში დეველოპერების საჭიროებებს და მოთხოვნებს, ითვალისწინებ მათ უკუკავშირს და შესაბამისად ასახავს API-ზე, იმისთვის, რომ დეველოპერებმა პროდუქტის ინტეგრაცია თავიანთ პლატფორმებზე სწრაფად და შეუფერხებლად შეძლონ. 

გუნდის ყოვლდღიური საქმიანობა:

გარდა იმისა, რომ გუნდი მუდმივად მუშაობს სხვა გუნდებთან ერთად, რათა ტექნიკურად გამართონ ახალი API პროდუქტები, პარალელურად იმისთვის, რომ არსებული პროდუქტები იყოს უსაფრთხო, სტაბილური და წარმადი, გუნდის წევრები ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს არსებულ პროდუქტებსა და მომხმარებლებზე და საჭიროების შემთხვევაში ახდენენ შესაბამის ცვლილებებს და განახლებებს. უფრო მეტიც, საქართველოში პირველად, თიბისიში შეიქმნა პოზიცია - DevRel- დეველოპერებთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომლის მოვალეობაც გარე დეველოპერების მხარდაჭერა და მათი უკუკავშირის გათვალისწინებაა.

ახალი შესაძლებლობები ღია ბანკინგთან ერთად:

ცოტა ხნის წინ საქართველოშიც გამოჩნდა ღია ბანკინგი და თიბისიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პროცესში ჩაერთო. ღია ბანკინგის მიზანი ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა, მასში ჩართული ყველა მხარისთვის. მარტივად რომ ავხსნათ, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ საკუთარი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოყენებით მიიღონ გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები. ეს არის ეკოსისტემა, სადაც გაერთიანდება ახალი აპლიკაციები და შეთავაზებები ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიებისგან.

თიბისიში, open api-ს გუნდმა, სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად რეგულაციების და PSD2 სტანტდარტის მიხედვით შექმნა ღია ბანკინგისთვის API, რომელმაც განსაკუთრებული, საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და Global Finance-ის მიერ დასახელდა საუკეთესო ღია ბანკინგის API-დ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.


თიბისის განსაკუთრებული, ინოვაციური მიდგომა ღია ბანკინგის მიმართ არც საერთაშორისო გამოცემა - THE PAYPERS გამორჩენია და ცალკე სტატიაც მიუძღვნა.

პროდუქტები, რომლებსაც თიბისი OPEN API გუნდი ქმნის:

თიბისის დეველოპერების პორტალი აერთიანებს თიბისის სხვადასხვა API პროდუქტებს, მათ შორის სავალუტო კურსებს, ელ. კომერციას, QR გადახდას, ონლაინ განვადებას, იპოთეკურ სესხს და სხვას. განახლებულ დევ-პორტალზე დეველოპერებს თითოეული პროდუქტზე შუეძლიათ მოიძიონ პროდუქტის აღწერა, გამოყენების პირობები, სრულყოფილი დოკუმენტაცია, საინტეგრაციო მაგალითები და მიიღონ სრული მხარდაჭერა და კონსულტაცია როგორც ინტეგრაციის, ასევე შემდგომი განვითარების პროცესში.

თიბისის OPEN API გუნდის წევრები:

ლევანი გაგნიძე - დეველოპერი

გიორგი სვანაძე - დეველოპერი

ნათია (კუდა) ბარაბაძე - DevRel

დავით კიკვიძე - სერვის ექსპერტი

ნინი შაიშმელაშვილი - გუნდის კაპიტანი

ლადო ჩინჩალაძე დეველოპერი

ირაკლი ბაკურაძე დეველოპერი

ირაკლი მამულაშვილი - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი