თაობა

Newcomers Tbilisi 2022 | ფინალისტები

ფინალზე გამოვლინდება Best Newcomer 2022, რომელიც ფესტივალების Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს მთავარ სცენებზე დაუკრავს.

ივნისი 09, 2022

10 ივნისს Elektrowerk-ში Tbilisi Newcomers-ის ფინალი გაიმართება.


კონცერტი საღამოს 9 საათზე დაიწყება. პროექტის ორგანიზატორია Tbilisi Open Air. 


ფინალზე გამოვლინდება Best Newcomer 2022, რომელიც ფესტივალების Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს მთავარ სცენებზე დაუკრავს. Tbilisi Open Air დამატებით ორ რჩეულ არტისტს უმასპინძლებს 24 და 25 ივნისს Singer Stage-ზე. ROKVA, წლის ნიუქამერის გარდა, კიდევ ერთ პროექტს შეარჩევს სცენის დასათმობად.

Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას წარმოუდგინონ თავიანთი ახალი ნამუშევრები.


ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს. 


Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon…

Tbilisi Newcomers 2022-ზე 100-მდე განაცხადი შევიდა. შოუქეისისთვის 30-მდე ახალი პროექტი შეირჩა. ფინალისტები არიან:

Penrose

vromj

ANIK

K.A.I

MEME

Kachli

Tomorrow Never Comes

Process

Tbilisi Open Air 24, 25-26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება

ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba.