მუსიკა | ცა

Lemna - Nodes [KHIDIDG001]

კლუბი KHIDI დღევანდელი

 ელექტრონული მუსიკის სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ გარდა ფიზიკური სივრცისა, KHIDI-ს სახელის ქვეშ არსებობს ლეიბლიც, რომელიც 2020 წელს შეიქმნა და კლუბის მთავარი იდეის - „Bridging“-ის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. 2020 წელი სწორედ შესაფერისი დრო იყო ლეიბლის ჩამოსაყალიბებლად, ვინაიდან უკვე ჩანდა ხალხის ინტერესი და მზაობა, კარი გაეხსნათ ახალი მუსიკალური თავგადასავლებისთვის. საწყის ეტაპზე, ლეიბლზე გამოშვებული პირველი რილიზების უმეტეს ნაწილს კლუბის რეზიდენტების და კლუბთან დაახლოებული არტისტების მუსიკა შეადგენდა.

დღეს კი, ლეიბლის Digital ვერსიაც გამოჩნდა, რომელიც უკვე ციფრულ ფორმატში აგრძელებს ახალი, საინტერესო ჟღერადობების აღმოჩენას და მიზნად ისახავს სხვადასხვა ელექტრონული ჟანრებისა და მიმდინარეობების, უფრო კონკრეტულად კი, ტექნოსა და ავანგარდულიელექტრონული მუსიკის ერთმანეთთან შეკავშირებას.

„დიჯითალ სერიის შექმნის 

მთავარი მიზეზი ალბათის 

იყო, რომ 

ყველაფერი ციფრულ 

სამყაროში

გადადის და მხოლოდ 

ციფრული ჩანაწერის

გამოშვება ბევრად 

სწრაფი პროცესია; გვინდოდა

რომ აქამდე თუ მხოლოდ

ტექნო, დენსფლორ

მუსიკას ვუშვებდით 

ფირფიტებზე, რომლებიც

უმეტესად იყო 

ორიენტირებული 

დიჯეებზე, ახლა

გვინდოდა გაგვევრცო 

ჩვენი მუსიკალური

კატალოგი და დიჯითალმა 

ამის იდეალური

საშუალება მოგვცა.“ - ანდრო გოგიბედაშვილი

KHIDI-ს ციფრული ლეიბლის პირველი რილიზის ავტორია Lemna aka Maiko Okimoto, იაპონელი კომპოზიტორი, პროდიუსერი და ხმის დიზაინერი, რომლის მუსიკაც მსმენელს უყვება ამბებს სამყაროზე, რომელიც მუდმივი ცვლილებების პროცესშია; სამყაროზე, სადაც მუსიკა 

წარმოადგენს იმ ერთ-ერთ 

მნიშვნელოვანმედიუმს, 

რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გადავიაზროთ ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესები.

„სწორად დიჯითალით გვინდა

ჩვენი მუსიკალური

სამყარო გავაფართოვოთ 

და უფრო საინტერესო

გავხადოთ, ასევე ქართველ 

და უცხოელ მსმენელს

შევთავაზოთ ესე 

ვთქვათ ახლებული და

ეგზოტიკური პროდუქტი. Lemna ისე დაემთხვა, რომ

ლეიბლზე ვინც ვმუშაობთ

 ყველას ძალიან

მოგვწონდა და გადავწყვიტეთ 

გვეკითხა თუ

დაინტერესდებოდა 

ჩვენთან თანამშრომლობით

და დავიწყეთ მერე 

მუშაობა ამ 

რელისზე, რომელიც

იდეალურად ასახავს 

იმ ახალ კარს,

 რომლის

გაღებაც გვინდოდა“ - ანდრო გოგიბედაშვილი

Artwork: Sani

ავტორი: მართა გელიაშვილი