კულტურა

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2023

TBC x KOLGA | პარტნიორობის 19 წელი

აპრილი 13, 2023

„საუკეთესო რამ სურათში არის ის, რომ ის არასდროს იცვლება, განსხვავებით მასზე ასახული ადამიანებისგან“

- ენდი უორჰოლი

ქოლგა თბილისი ფოტო" წელს უკვე 22-ე ფესტივალს ატარებს. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, მისი მიზანი არა მხოლოდ გამარჯებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა.

ფოტო: დათო ქორიძე, Francisco Gonzalez Camacho, Javier Arcenillas

კონკურსში მონაწილეობა 45 ვეყნის 440-მა ფოტოგრაფმა მიიღო.

ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2023" ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, ინდუსტრიულ სივრცეში გაიმართება. კონკურსის ფარგლებში, 4 მაისს 20:00-ზე ჟიური გამარჯვებულებს 5 კატეგორიაში გამოავლენს:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტო პროექტი
  • ერთი კადრი
  • მობილური ფოტოგრაფიის ერთი კადრი

ფოტო: Fabian Ritter

ფოტო: Nicola Zolin

ფოტო: იაკობ სებისკვერაძე

ფოტო: Torsten Schumann

ფოტოკვირეული 5 მაისიდან უმასპინძლებს რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას.


ფესტივალის ფინალისტებსა და პროგრამას გაეცანით - https://kolga.ge/-ზე.

ფოტო: Andrey Ivanov

ფოტო: სოფია ფირცხალავა