მუსიკა | ცა

მე ვარ ნიკიტა

ოქტომბერი 19, 2023

IAMNIKITA არის ქვიარ მუსიკოსი, პროდუსერი და პერფორმერი, რომელიც არაერთი საინტერესო პროექტის დამაარსებელი და მონაწილეა.

Ნიკიტას მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო, მას მერე, რაც დაარსდა Punk Mause, Punk Rock ბენდი, რომელიც პოლიტიკურად დახუნძლული ტექსტებით გამოირჩევა. ბენდის არსებობა და ენერგია მოზღვავებული დაჯგუფებისთვის არ იყო სასიამოვნო და არც აგრესიას მალავდნენ ნიკიტასა თუ ბენდის სხვა წევრების მიმართ.

“პანკ მუსიკას კონცეფცია თუ არ აქვს, არ უნდა აკეთო, პანკი მარტო სტილი არაა”.

ეს კომპოზიცია 8 წლის შემდეგაც კი იმაზე უფრო რელევანტურია, ვიდრე გვინდა რომ იყოს. საინტერესოა, რომ ბევრ ზემოთხსენებულ დაჯგუფებებს ამ კონკრეტული პრობლემის მიმართ არ აქვთ გასაპროტესტებლად დრო.

2015-2018 წლებში ნიკიტა სხვა ჟანრებითაც დაინტერესდა, მათ შორის ტრიპ-ჰოპი, ემბიენთი, ჰიპ-ჰოპი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ისევ დაუბრუნდა ჟღერადობით ბევრად მძიმე მუსიკას და ახლა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ბენდის "ფოსტალიონის" სათავეში დგას. აუცილებლად აღსანიშნავია რომ ნიკიტა ასევე მუშაობს სხვადასხვა თეატრალური დადგმის კომპოზიტორადაც.

მიუხედავად საკმაოდ ნოყიერი და საინტერესო ბენდებისა თუ კომუნის წევრობისა, ნიკიტას მთავარი სათქმელი სოლო პროექტებში და პერფორმანსებშია. Სტატიის დასაწყისში წაიკითხავდით, რომ ნიკიტა პირველი ღიად ქვიარ მუსიკოსია. მისი მუსიკა ყურადღებას უმეტესად ამახვილებს ქვიარ თემის გამოცდილებებზე.

“Მე ამას ვაკეთებ ჩემი თემისთვის”

“ვუძღვნი ჩემს ქვიარ ხალხს , ჩაგრულებს , ამორძალებს ამ ქალაქისა და მებრძოლებს , უშიშრად რომ იცავენ საკუთარ იდენტობებს”.

Ბევრისთვის შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რა საჭიროებაა იმის, რომ ნიკიტა პოზიციონირებდეს როგორც “ქვიარ მუსიკოსი” და არა უბრალოდ “მუსიკოსი”, 

Რაზეც შემიძლია მარტივად გითხრათ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ასე უნდა და ადამიანის გადასაწყვეტია როგორ პოზიციონირებს, მეორე იმიტომ, რომ ხილვადობა მნიშვნელოვანია. ქვეყანაში, სადაც თითქოსდა სხვადასხვა ორგანიზაციების დამსახურებით ქვიარ ადამიანების მიმართ აგრესია ხალხში უნდა იკლებდეს, სამწუხაროდ იმატებს და ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიკიტას მსგავსი მუსიკოსების არსებობა და მხარდაჭერა, როგორც მორალური, ასევე ფინანსური. Მიუხედავად მრავალი წნეხისა და ხალხისგან აგრესიული დამოკიდებულებისა, ნიკიტა დგას დამოუკიდებლად და ბოლომდე იცავს თავის იდენტობას.

“Რაც გკლავს, ის გაცოცხლებს, რამდენჯერაც დავვარდი, წამოვდექი და ორჯერ უფრო მე ვიყავი”

ერთი სიამოვნებაა დააკვირდე IAMNIKITA-ს მუსიკალურ განვითარებას ამ წლების განმავლობაში. დღეს ნიკიტა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი საინტერესო, გაბედული, შეუჩერებელი მუსიკოსი და პერფორმერი, ამიტომ მოგიწოდებთ, იმისთვის, რომ IAMNIKITA-ს მუსიკა განიცადოთ და სრულად მიხვდეთ მის ღირებულებას, 21 ოქტომბერს, MTKVARZE არ გამოტოვოთ მისი ლაივი, არ ინანებთ. 

ავტორი: გვანცა უთურაშვილი