სიახლეები

თიბისის ციფრულ ბანკში გულების მარათონი დაიწყო

დეკემბერი 08, 2023

დეკემბერი წლის ყველაზე ჯადოსნური თვეა; დრო, როცა საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გულმოდგინედ შერჩევისა და მადლიერების გამოხატვის სურვილს სადღესასწაულო განწყობა აძლიერებს. დეკემბერი ერთგულების დაფასებისა და დასაჩუქრების თვეა თიბისისთვისაც, რომელიც ახალ წლამდე დარჩენილ დღეებს სახალისო თამაშით — გულების მარათონით ითვლის. 

თამაში თიბისის ლოიალობის პროგრამის, ერთგულის ფარგლებში იმართება. პროგრამა რამდენიმე კვირის წინ განახლდა და ერთგული ქულების დაგროვება უკვე ყველასთვის შესაძლებელია, თუმცა ამბავი აქ არ დამთავრებულა, 4 დეკემბრიდან თიბისის ციფრულ ბანკში ახალი სივრცე გაჩნდა, სადაც მომხმარებლებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ ერთგული ქულების და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ. “თიბისის მისიიაა, გაუმარტივოს მომხმარებლებს ყოველდღიურობა. ჩვენ ვზრუნავთ, რომ სულ ახალი და საინტერესო სიახლე შევთავაზოთ მათ" - სალი დადიანი, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ბრენდ მენეჯერი. 

"გუნდში გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ახალი თამაში, რომელიც იდეურად და შინაარსობრივად ჩვენს ახალ ლოიალობის პროგრამა — ერთგულს ებმის. ასე გამოჩნდა საყოველთაო კამპანია — გულების მარათონი თიბისის ციფრულ ბანკში”

რა უნდა ვიცოდეთ თამაშის დაწყებამდე?

თამაში თიბისის ციფრული ბანკიდან იწყება. აქ, მთავარ გვერდზე, გულის ფორმის ღილაკი დაგხვდება, რომელიც მარათონის ვირტუალურ სივრცეში შეგიღებს კარს. პირობებზე დათანხმების შემდეგ კი გადახვალ საახალწლო თამაშის სივრცეში და ნახავ ნაძვის ხეს, რომელზეც რამდენიმე სასაჩუქრე კალათაა განთავსებული. თითოეულ კალათაში მითითებულია უკვე შესრულებული და საჩუქრის მისაღებად საჭირო ჯამური ტრანზაქციების რაოდენობა. ამავე გვერდზეა საჩუქრების სია და თამაშის წესები.


თამაშს რამდენიმე წესი აქვს. მასში მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში, უნდა იყო სულ მცირე 18 წლის, ასევე განაახლო თიბისის ციფრული ბანკი Android-ზე — მინიმუმ 6.58.2, ხოლო iOS-ზე 4.58.0 ვერსიამდე. საყურადღებოა, რომ თამაშში მონაწილეობას ვერ იღებენ თიბისის თანამშრომლები, ინსაიდერები და არარეზიდენტები.

რით დავსაჩუქრდებით თამაშში?

პირველ რიგში გეტყვით, რომ თამაშში რამდენიმე საპრიზო კატეგორიას შეხვდები. მათ შორისაა 10-დან 1000-მდე ერთგული ქულა (შეგახსენებთ, რომ 1 ქულა = 1 ლარს), ასევე ოთხი მთავარი ფულადი პრიზი — 20 000 ლარი. მათ მოსაპოვებლად თიბისის ბარათით და ციფრული ბანკით ტრანზაქციები უნდა განახორციელო. დაგროვებული ტრანზაქციების გაცვლა კი სხვადასხვა კალათაში განთავსებულ პრიზებში შეგიძლია.  


ჯამში შვიდი საპრიზო კალათაა, სადაც 10, 15, 50, 100, 500, 1000 ერთგული ქულა და 20 000 ლარია განაწილებული. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ კალათაში საჩუქრების რაოდენობა შეზღუდულია.

დეკემბრის განმავლობაში საჩუქრების თითოეულ კალათაში მარაგი ყოველკვირეულად განახლდება, ამიტომ ყურადღებით ადევნე თვალი ციფრულ ბანკში თამაშის გვერდს.

საჩუქრის მოპოვების წესები მარტივია:

თითოეული პრიზი გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციებში იცვლება. 


მაგალითად, თუ ბარათით გადაიხდი 10-ჯერ და განახორციელებ 10 ტრანზაქციას ციფრული ბანკით, 10 ერთგული ქულის მიღების შესაძლებლობა გაქვს. სურვილისამებრ, შეგიძლია ტრანზაქციები დააგროვო, მომდევნო ეტაპზე გადახვიდე და მაღალი კალათიდან მიიღო უფრო დიდი საჩუქარი. ის, თუ რამდენი ტრანზაქცია გჭირდება მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად და უფრო დიდი პრიზის მისაღებად, დეტალურად ციფრულ ბანკში, მარათონის გვერდზე ნახავ. 


საინტერესოა, რომ შეზღუდული არ ხარ საჩუქრების განაღდებაში. თუ საჭირო რაოდენობის ტრანზაქციები გაქვს და ასევე კალათაში საკმარისი რაოდენობის პრიზია დარჩენილი, მისი რამდენჯერმე მიღებაც შეგიძლია. გამონაკლისი მთავარ პრიზს, 20,000 ლარს ეხება, რომლის განაღდებას მხოლოდ ერთხელ შეძლებ.


გასათვალისწინებელია, რომ საჩუქრის მიღების შემდეგ, ტრანზაქციებს განაღდებული რაოდენობა გამოაკლდება და მათ დაგროვებას ხელახლა დაიწყებ. მოპოვებული ერთგული ქულები ან ფულადი პრიზი კი განაღდებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაგერიცხება.

რა უნდა გავითვალისწინოთ ტრანზაქციების განხორციელებისას?

თამაშში მონაწილეობისთვის, როგორც აღვნიშნეთ, თიბისის ბარათით და ციფრული ბანკით შესრულებული ტრანზაქციების დაგროვებაა საჭირო. თუმცა ყველა ტრანზაქცია თამაშისთვის არ გამოდგება და წესების დაცვა აქაც საჭიროა.


მაგალითად, თუ გადაიხდი თიბისის ბარათით ტერმინალებზე მინიმუმ 10 ერთეულს ნებისმიერ ვალუტაში (ლარში, დოლარსა თუ ევროში), ეს ერთ ტრანზაქციად ჩაითვლება. იგივე პრინციპი მოქმედებს ონლაინ მაღაზიაში ბარათით გადახდაზე — ამ შემთხვევაშიც მინიმუმ 10 ლარის, დოლარის ან ევროს დახარჯვა ერთ ტრანზაქციას ნიშნავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღის განმავლობაში ერთსა და იმავე ობიექტზე რამდენიმე გადახდა მხოლოდ ერთ ტრანზაქციად ჩაითვლება.

ციფრული ბანკის ტრანზაქციების დასაგროვებლად კი რამდენიმე ოპერაცია შეგიძლია შეასრულო. ამ შემთხვევაშიც, ციფრული ბანკით მინიმუმ 10 ერთეული შეგიძლია:


  • გადარიცხო სხვასთან IBAN ან პირადი ნომრით;
  • გადარიცხო თანხა სხვასთან მობილური ნომრის გამოყენებით;
  • გადაიხადო კომუნალური გადასახადები;
  • შეავსო მობილურის ბალანსი.

გაითვალისწინე, რომ ერთი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე პირთან გადარიცხული თანხა მხოლოდ ერთხელ ჩაგეთვლება, საკუთარ ანგარიშებს შორის შესრულებული გადარიცხვები კი თამაშისთვის არ გამოგადგება. ამასთან, ციფრული ბანკის და ბარათით განხორციელებული გადახდები ცალ-ცალკე ითვლება და საჩუქარში გადაცვლაც მაშინ შეიძლება, როცა ორივე ტიპის ტრანზაქციას სრულად, კალათაში გათვალისწინებული ოდენობით შეასრულებ. 

“იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ქულები თიბისის ნებისმიერი ბარათით გროვდება, ახლა კიდევ უფრო აქტიურად ვართ მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვასაჩუქრებთ და ვცდილობთ, რომ წინასაახალწლო პერიოდი გავუხალისოთ”

თუ გაინტერესებს მეტი თამაშის შესახებ, ეწვიე თიბისის ციფრულ ბანკში ერთგულის საახალწლო სივრცეს და ჩაერთე მარათონში. წინ დიდი დღესასწაული გელის, იყავი ერთგული, დააგროვე ტრანზაქციები და მიიღე საუკეთესო საახალწლო საჩუქრები თიბისისგან.