ბიზნესი სიახლეები

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაშია წარდგენილი | TBC Bank Nominated for the Top SME Bank of the Year

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა.

იანვარი 25, 2021

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, და ა.შ. ხოლო ნიკა ქურდიანი - წლის საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.


„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა Efma-ს და მასტერქარდის მიერ თიბისის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში წარდგენა. ამით ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის. ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის იმის აღიარება, რაც თიბისის გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 2020 წელს,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.


დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად. კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ, როგორებიცაა ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე, მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე არსებობის ისტორია.


გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზე efma.com გარძელდება.

In 2021, Efma and Mastercard hold the first annual SME Banking Awards to announce the SME Bank and SME Banker of the Year. TBC and its Deputy CEO, Nika Kurdiani, were selected by Efma among the nominees.


As a candidate for the Awards, TBC Bank appears among world-renowned institutions such as Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden and others, while Nika Kurdiani is among seven candidates representing the leading banks of the world.


"We are very happy that TBC was nominated for the Top SME Bank category by Efma and Mastercard. The Awards is the European Financial Management and Marketing Association’s recognition of the innovations and business initiatives launched by the world’s leading financial institutions for the promotion of small and medium-sized enterprises on the market. The fact that TBC appears side by side with large and influential banks is to be seen as the appreciation of TBC team’s tireless efforts in support of SME in 2020” - Vakhtang Butskhrikidze, TBC Bank CEO.


The awards will highlight the most innovative players in the industry. This initiative will help institutions position themselves as innovation leaders while showcasing their SME strategy and vision. The seven nominees for SME Banker of the Year were selected based on their bank’s performance in SME Banking (innovations, SME initiatives, business results, visibility, etc.)


Voting will take place online via a dedicated voting page efma.com which will be open until January 28th.