სიახლეები ტექნოლოგია თაობა

5 სიტუაცია, როცა IBAN-ის QR კოდით გაზიარება გადარიცხვას გაგიმარტივებს

ახალი ფუნქციონალი ციფრულ ბანკში

მარტი 21, 2023

თიბისის ციფრულ ბანკში ახალი ფუნქციონალი დაგვემატა, რომლითაც მომხმარებლებისთვის თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, შეგიძლია, მეგობარს შენი IBAN QR კოდის საშუალებით გაუზიარო და თავი აარიდო დამატებით ეტაპებს, რომლებიც აქამდე ანგარიშის ნომრის გასაგზავნად გჭირდებოდა.


ამ ბლოგში კი მოგიყვებით, რა შემთხვევებში გაგიმარტივებს ყოველდღიურობას ციფრული ბანკის ახალი ფუნქციონალი.

1. ლანჩის ხარჯების გასაზიარებლად

ახალი კერძების აღმოსაჩენად და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად თუ ხშირად სტუმრობ კვების ობიექტებს, ლანჩზე დადიხარ ხოლმე შენს კოლეგებთან ერთად, ან სულაც სახლში გამოძახების სერვისით სარგებლობ, სცადე ანგარიშის ნომრის QR-ით გაზიარება. უბრალოდ გადაამოწმე, რამდენი უნდა გადაურიცხო, მიუთითე სასურველი თანხა და სულ ესაა. 

2. მგზავრობის ხარჯების გასაყოფად

რატომ უნდა ისარგებლოთ სხვადასხვა ტრანსპორტით, თუ შენც და მეგობრებსაც ერთი გზა გაქვთ და შეგიძლიათ უფრო ეკონომიური და თან ეკოლოგიური არჩევანი გააკეთოთ? ამ შემთხვევაში, ხარჯების განაწილებაც მარტივია: უბრალოდ თანაბრად გადაანაწილებ მგზავრობის ხარჯებს ადამიანების რაოდენობაზე, დაასკანერებ მეგობრის QR კოდს და თანხას მომენტალურად ჩაურიცხავ. 

3. სამაგიდო თამაშების თანხის გასაყოფად 

როცა მეგობრები შეკრებას გადაწყვეტთ და თანხის გადახდის დრო მოვა, ერთმანეთისთვის ხარჯების გაყოფის პროცესში IBAN-ის QR კოდით გაზიარების ფუნქციონალი დაგეხმარებათ. თიბისის ციფრულ ბანკში ჩემი ანგარიშების გვერდზე შესვლის შემდეგ, დააჭერ ანგარიშის ნომრის გაზიარებას და აქვე დაგხვდება QR კოდი, რომლის დასკანერებით მეგობრები სასურველ თანხას მომენტალურად გადმოგირიცხავენ. 

4. კინოში ბილეთების და პოპკორნის ყიდვისას

კინოში, პოპკორნის რიგში დგომის შემდეგ, სალაროსთან თანხის ცალცალკე გადახდაზე რომ არ იწვალო და სეანსზეც არ დააგვიანო, IBAN-ის QR სკანერით გაზიარება საუკეთესო გამოსავალია. ან, თუ ბილეთების ყიდვა რომელიმე მეგობარმა დანარჩენების ნაცვლადაც გადაწყვიტა, თიბისის ახალი ფუნქციონალი ამ შემთხვევაშიც გაგიმარტივებს ბილეთის ფულის გადარიცხვას. 

5. საჩუქრის ფულის გასაყოფად

როცა მეგობრის დაბადების დღე ახლოვდება, ასეთ დროს განსაკუთრებული საჩუქრის შერჩევა სამეგობრო წრის დანარჩენ წევრებთან ერთად უფრო მოსახერხებელია ხოლმე. თუ შენც ამ გზას აირჩევ, ციფრული ბანკის ახალი ფუნქციონალი საჩუქრის თანხის გადარიცხვასაც გაგიმარტივებს. 

როგორ გააზიარო IBAN QR კოდის საშუალებით? 

თიბისის ციფრული ბანკის მთავარ გვერდზე მონიშნე ჩემი ანგარიში


შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება


გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად


დასკანერების შემდეგ, მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას


უთითებს თანხას


ადასტურებს გადარიცხვას


თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება 

როგორ დაამატო QR კოდი დამხმარე ღილაკად?

1. დააჭირე ეკრანს დიდხანს


2. მონიშნე პლუს ღილაკი


3. აირჩიე თიბისის QR


4. დამხმარე ღილაკი დამატებულია!

განაახლე ციფრული ბანკი. გაიმარტივე ყოველდღიურობა. 


ფოტო: გიორგი მარტიაშვილი