თიბისელები

რა უნდა იცოდე დემო დღის შესახებ

ნოემბერი 21, 2023

თიბისი, როგორც რეგიონის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, გუნდის შიგნით თუ მის გარეთ, მუდმივად ნერგავს ინოვაციებზე ორიენტირებულ მიდგომებს. თიბისის მისია მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივებაა. 

ამ მიზნით, კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს. მათ შორის გამორჩეულია ღონისძიება — დემო დღე, რომელიც ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის, ხოლო გუნდებს აძლევს მეტ მოტივაციას, გააგრძელონ სწრაფვა სიახლეებისადმი.

რა არის დემო დღე?

ამ დღეს ეჯაილ გუნდები იკრიბებიან და კოლეგებს, დაინტერესებულ მხარეებსა თუ ლიდერებს უზიარებენ ინფორმაციას შიდა თუ გარე მოხმარების ინკრემენტებზე — მუშა ფუნქციონალებზე, ამასთან, იღებენ უკუკავშირს, რითაც აუმჯობესებენ პროდუქტებსა და პროცესებს. 

დემო დღის მთავარი მიზანი იტერაციული და ინკრემენტალური პროცესის გაძლიერებაა, ეს კი გულისხმობს იმას, რომ გუნდები მოკლე ვადებში ქმნიან და ასაჯაროებენ ისეთ ფუნქციონალებს, რომლებიც აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას, აღმოფხვრის შესაძლო ხარვეზებს და ზრდის პროდუქტის ღირებულებას. 

ღონისძიება თავისი ფორმატით და შინაარსით პირდაპირ ეხმიანება ეჯაილ ღირებულებებს და პრინციპებს: იტერაციულ-ინკრიმენტული განვითრება, მუშა პროდუქტი, როგორც მთავარი შედეგი, უკუკავშირის მნიშვნელობა და მომხმარებელზე და სტეიკჰოლდერებზე ფოკუსი, მათთვის შესაბამისი ღირებულების შექმნა.

ღონისძიების დეტალები

ღონისძიება 28 ნოემბერს გაიმართება და მასში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დემო დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდებისა და მათ მიერ შექმნილი ფუნქციონალების (ინკრემენტების) გამოვლენა იქნება. 

ის ინკრემენტები კი, რომლებსაც გუნდები დემო დღეზე გააზიარებენ:

  • უნდა იყოს შექმნილი 1 ან 2 იტერაციაში (2 - 4 კვირა);


  • გაზიარდეს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (ფუნქციურ მდგომარეობაში);


  • ჰქონდეს კონკრეტულ ღირებულება შიდა და/ან გარე მომხმარებლებისთვის;

აღსანიშნავია, რომ დემო დღე ყოველთვიურად ტარდება შესაბამისად, ყველა გუნდს აქვს შექმნილი ინკრემენტების გაზიარების შესაძლებლობა.


2023 წელს უკვე ჩატარდა 10 დემო დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მდე გუნდმა და გაზიარდა 100-მდე ინკრემენტი.

გამჭვირვალობა, ინოვაციურობა, მომხმარებლების ცხოვრების გამარტივება, მათთვის ყოველი იტერაციის შემდეგ ღირებულების შექმნა — ესაა დემო დღის მთავარი ამოცანა, რაც ზუსტად ასახავს თიბისის მისიასაც. 


ღონისძიებით თიბისი აგრძელებს უწყვეტ განვითარებაზე ფოკუსირებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებას, შედეგად კი ინარჩუნებს ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონის წამყვანი ინსტიტუტის სტატუსს.