ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილე კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".

ნოემბერი 25, 2020

ლაზნია

ლაზნია პირველი სლავური აბანოს კომპლექსია საქართველოში, რომელიც მოიცავს აბანოსთან დაკავშირებულ ყველა ტიპის მომსახურებასა და პროცედურებს. „ლაზნია“ მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუმრების კომფორტსა და რელაქსაციას. მომდევნო ორი წლის გეგმაშია კომპანიის ცნობადობის გაზრდა.

ლაზნია

აგრო პლასტიკი 

აგრო პლასტიკი ქმნის ხილის შესანახი ყუთების 2 სახეობას, რომლებსაც ფერმერები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები იყენებენ. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი მაღალი ხარისხისაა (არ იმტვრევა, არ იწელება). 2020 წელს გაორმაგდა წარმოების და რეალიზაციების შედეგები, შესაბამისად დასაქმდა ორჯერ მეტი ადამიანი და ორჯერ მეტმა ფერმერმა, გლეხმა თუ ექსპორტზე პროდუქციის გამტანმა ისარგებლა „აგრო პლასტიკის“ პროდუქტით. მომავალში კომპანია გეგმავს ახალი ყალიბების დამატებას და ახალი პროდუქციის გამოშვებას.

აგრო პლასტიკი

ბეგა ტექნიკა 

ბეგა ტექნიკა მძიმე და სამშენებლო ტექნიკის საბურავების კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და ფასზე. კომპანიამ მცირედით დაიწყო, დღეს კი მასთან ისეთი დიდი კომპანიები თანამშრომლობენ, რომლებიც ავტობანის, ხიდებისა და გზების მშენებლობაში მონაწილეობენ, მუშაობენ კაზრეთის მაღაროებში და ა.შ.

ბეგა ტექნიკა

sabarguli.ge

sabarguli.ge-ს გუნდი კომპანიებს, მცირე მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს სთავაზობს ლოჯისტიკის ყოველდღიური ხარჯების შემცირებას. კომპანიის მსუბუქი მისაბმელების მეშვეობით მომხმარებელს უკვე მსუბუქი მანქანებით შეუძლია ნივთების გადატანა თუ დისტრიბუციის შესრულება. გარდა ამისა, sabarguli.ge ადგილზე ამზადებს ველოსიპედისა და თხილამურის სამაგრებს.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი 

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ცენტრი, სერვისების ეფექტურად გაყიდვების სტრატეგიით, ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო დაწესებულება გახდა ქალაქში. პაციენტებს აქვთ საშუალება ადგილზე მიიღონ ერთგულების ბარათები, რომელთა მეშვეობითაც, ოჯახის ოთხ წევრთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებებით და დაგროვების ქულებით. ცენტრის პრიორიტეტია სამედიცინო ტურიზმი, ტელემედიცინა და ონლაინ კონსულტაციები უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი

იგორ ბენდელიანი 

სამშენებლო სექტორში მუშაობის შემდეგ ი.მ. „იგორ ბენდელიანმა" გადაწყვიტა პროფილის სრულად შეცვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების დაწყება. ნატურალურ პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ, იგორ ბენდელიანს ბაზარზე გამოაქვს დანამატების გარეშე მოყვანილი პროდუქცია. ინდ მეწარმე ცდილობს ხელი შეუწყოს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას

იგორ ბენდელიანი

მაიმაი ქართულია  

მაიმაი ქართულია  მომხმარებელს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ჩანთებს, რომელთა შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე მაღაზიაში. ჩანთები გამოირჩევა დიზაინითა და ხარისხით. კომპანიის 2020 წლის მიღწევაა საკურიერო მომსახურებისთვის სპეც. ჩანთების წარმოება. სამომავლოდ იგეგმება პროფესიული სასწავლებლებისა და მათი კურსდამთავრებულების დახმარება, მათთვის პრაქტიკის გავლისა და დასაქმების შესაძლებლობის მიცემით.

მაიმაი ქართულია

AE Solar LLC 

AE Solar LLC ფლობს პრემიუმ სეგმენტის მზის პანელების (PV Panels) ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ყველაზე დიდ საწარმოო ქარხანას ევროპაში. AE Solar-ის მზის პანელები სერტიფიცირებულია საერთაშორისო რანგის ინსტიტუციების მიერ: TUV, UL, INMETRO, MCS. სწორედ ამიტომ ისინი მოთხოვნადია აშშ-ს, კანადის, ევროკავშირის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე. კომპანიის წარმოებული პროდუქცია და სერვისი გაიგივებულია ევროპულ ხარისხთან. აქტიურად იგეგმება ექსპორტის გაფართოება აშშ-სა და ევროკავშირში.

AE Solar LLC

თორელი

თორელი საფილო ჯგუფის ახალი ბრენდია საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც 2018 წელს შედგა. დღეს ბრენდი უკვე 4 ფილიალითაა წარმოდგენილი თბილისში. „თორელის“ ფილიალებს მინიჭებული აქვს ოფიციალური ავტორიზაცია ისეთი მოდის სახლებისგან როგორიცაა DIOR, GUCCI, FENDI, PORSCHE DESIGN და სხვ. „თორელის“ უნიკალური ბრენდ ელემენტებისა და გამორჩეული მერჩენდაიზინგის წყალობით, ბრენდმა დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე იმ საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რომლებიც წამყვანი მოთამაშეები არიან ოპტიკის ინდუსტრიაში. „თორელის“ მისიაა, მისცეს ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა, შეარჩიოს სათვალეები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდების უახლესი კოლექციებიდან. მზის სათვალეების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო მიმართულებასაც.

თორელი

შპს უნიმედი 

შპს უნიმედი 2011 წელს დაარსდა. კომპანიის მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. იგი ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას, ისევე, როგორც ამ აპარატურის მონტაჟს. "უნიმედი" კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კომპანია აწყობს ტრენინგებს სამედიცინო პერსონალისთვის.

Unimedi

Bottiglia Di Vino

ქართული ღვინის კომპანია Bottiglia Di Vino 2019 წლის დასაწყისში, საქართველოში დაფუძნდა. ახალგაზრდა მეღვინის, ვახტანგ ფალიანის თაოსნობით კომპანიამ ღვინის კულტურითა და მისი განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდების გუნდი შეკრიბა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოზიციონირება და სავაჭრო პოტენციალის ზრდა დაისახა მიზნად. კომპანიამ შეძლო და თანამედროვე მოტივებით დაყენებული ღვინო საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანა.

Bottiglia di Vino

ეს ენდ ეი

„ეს ენდ ეი“-ს დამკვეთებისთვის საზღვარგარეთიდან შემოაქვს სხვადასხვა საქონელი (ძირითადად, ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო პროდუქცია) კონკურენტუნარიან ფასად, ხარისხის კონტროლისა და, საჭიროების შემთხვევაში, საგარანტიო მომსახურების მაღალი ხარისხით. „ეს ენდ ეი“ ახალი კომპანიაა, მაგრამ 2020 წელს წარმატებით განახორციელა რამდენიმე პროექტი, რამაც გაფართოების შესაძლებლობა მისცა. უახლოეს მომავალში იგეგმება მაღაზიის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ბაზრისთვის ახალი პროდუქცია ინტერიერის გასალამაზებლად.

S&A

ლაითური ჩაის საექსპორტო კომპანია 

ლაითური ჩაის საექსპორტო კომპანია ფლობს 25ჰა ჩაის პლანტაციას, რომლის აღდგენაც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ჩაის პლანტაციების გასხვლა-ფორმირებასა და განოყიერებას, რაც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის წინაპირობაა. კომპანიის მიერ გამოშვებული შავი და მწვანე ჩაი გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით, მდიდარი სურნელით, დახვეწილი გემოთი და მზადდება სელექციური ჯიშის პლანტაციებში ხელით დაკრეფილი ორ-სამ ფოთლიანი ნაზი დუყებისაგან. ჩაის წარმოებისთვის ჩაის ფოთლის გრეხა-ფერმენტაციის, ხმობის, ასევე ჰაერის ტემპერატურის ფარდობითი ტენიანობის რეჟიმული პარამეტრები კომპანიის ნოუ-ჰაუს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია პროდუქციის გამოშვების მხოლოდ 1 წელს ითვლის, ეს ნაწარმი უკვე გავიდა საფრანგეთისა და ჩეხეთის ბაზარზე. წარმოებს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.

ლაითური ჩაის საექსპორტო კომპანია

პალატი 

სიტყვა პალატი ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვიტკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ბუხარში დანთებულ ცეცხლთან ოჯახი ატარებს ძირითად დროს და გულთბილ გარემოში უმასპინძლდება სტუმარს. "პალატი ჩვენი სახლია" არის სლოგანი, რომელიც გამოხატავს ობიექტის კონცეფციასა და ფილოსოფიას. „პალატში“ სტუმარსა და მასპინძელს შორის იქმნება თბილი, კომფორტული და მრავალფეროვანი ურთიერთობა. გასტრონომიულ ობიექტს მიღებული აქვს სერთაშორისო ტურისტული პორტალის Tripadvisor–ის certificate of excellence 2015, 2016, 2017, 2018 და 2020 წლებში.  

პალატი

JIMSHER

JIMSHER - 2020 წელს საქართველოში აშენდა პირველი ვისკის ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ვისკის წარმოებისათვის ულტრათანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე ვისკის ექსპორტზე გადის ამერიკის, ჩინეთის, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ტაივანისა და ბელორუსიის ბაზრებზე. 2022 წლისთვის კომპანია გეგმვს, მოიცვას მინიმუმ 20 ქვეყანა, როგორც ევროპულ, ისევე აზიურ ბაზარზე. JIMSHER მიღწევები: დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საფერავის კასრში დავარგებულმა ვისკიმ „ჯიმშერი“ ოქროს მედალი მოიპოვა; კონკურსში Global Travel Retail Spirits Masters 2017 - ბრინჯაოს მედალი; საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი 2018 - ვერცხლის მედლები. წინანდალისა და ქართული ბრენდის კასრში დავარგებულმა ვისკიმ რამდენიმე ვერცხლის მედალი მიიღო 2018 წლის ვისკის საერთაშორისო კონკურსზე. „ჯიმშერი“ გახდა საუკეთესო სამეულის წევრი ნომინაციაში "საუკეთესო მსოფლიო ვისკი“. ასევე, შვეიცარიის ეროვნული რეიტინგის მიხედვით, „ჯიმშერმა“ მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში "წლის ლიდერი".

Jimsher

კეთილი და პატიოსანი  

კომპანიამ კეთილი და პატიოსანი  2020 წელს აწარმოა და აგვისტოში ქართულ ბაზარს მიაწოდა პროდუქციის ახალი კატეგორია - დასალევი ხილ-ბოსტნეული. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, შაქრის დამატების გარეშე ნაწამოები ეს ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის პიურეების ნარევი, ჩამოსხმულია 300 მლ მინის ბოთლებში. პროდუქტის 8400 ბოთლის ექსპორტი გავიდა აშშ-ში. კომპანია ექსპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანულ, უკრაინულ, ჩეხურ, ბულგარულ კომპანიებთანაც.

კეთილი და პატიოსანი

საწნახელი

ღვინის სადეგუსტაციო სახლი საწნახელი დაფუძნდა 2016 წლის 30 ნოემბერს, ქუთაისში. 2016 წელს ქალაქში თითქმის არ იყო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ღვინის კულტურის ბოლომდე აღქმა, ქართული მრავალფეროვანი ღვინის დაგემოვნება. კომპანია „საწნახელმა“ შეძლო ქართული ღვინის და გასტრონომიის იდეალურად შეხამება. ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად ახალი გამოცდილება იყო რეგიონში როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურიტული სექტორისთვის. „საწნახელი“ დღემდე ძალიან ბევრ ინოვაციურ თუ ტრადიციულ და საინტერესო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ესენია: ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ღვინის მაღაზია, არტ სივრცე, ვინოთეკა, მასტერკლასები, კორპორატიული შეხვედრების ორგანიზება, ღვინო და სპორტი, ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია, მუსიკა, ტრენინგების და გამოფენების ორგანიზება, ლექციები, ქართული ნატურალური პროდუქტი და ა.შ.

საწნახელი

ჯეო მულჩ | Geo Mulch LLC 

ჯეო მულჩ | Geo Mulch LLC საქართველოში ორგანული ხის მულჩის კულტურის შემომტანი და მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც 2015 წელს, პირველმად საქართველოში ამერიკული ტექნიკით და ტექნოლოგიით, დაიწყო ხის ნარჩენების ათვისება. Geo Mulch თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2018–ის გამარჯვებულია ნომინაციაში „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ და ბიზნეს კონკურსის “Meliora” 2019 წლის გამარჯვებული ნომინაციაში «ნარჩენების მართვა“. კომპანიას ხშირად უხდება გადარჩენისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით ეპიდემიის პირობებში, თუმცა ყველაზე კრიზისულ პერიოდშიც არ შეუწყვეტია პროდუქტის ხარისხის დახვეწა და განვითარება. 

geomulch

ჯუსოს მეღვინეობა 

ჯუსოს მეღვინეობა 2018 წელს, კახეთის რეგიონში დაფუძნდა. მეღვინეობა წარმოადგენს ღვინოს წარმოების მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას, რომელსაც საფუძველი ოჯახის წინაპარმა, ჯუსო პაპამ ჩაუყარა. „ჯუსოს მეღვინეობა“ აერთიანებს საოჯახო ვენახებს, ქართულ ტადიციულ მარანს ჩვიდმეტი ქვევრით და სადეგუსტაციო სივრცეს სტრუმრებისათვის. კომპანია ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიციული წესით და მომხმარებელს სთავაზობს  რქაწითელის, მწვანეს, საფერავის, ქისის, და ცოლიკოურის ღვინოებს. „ჯუსოს მეღვინეობის“ სიამაყეს წარმოადგენს კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა, რომელიც ჯუსო პაპის 60 წლის წინ გაშენებულ ოჯახის ვენახებიდან მოდის. ორგანული ყურძნის მოსაყვანად „ჯუსოს მეღვინეობა“ იყენებს მხოლოდ ორგანულ საწამლ საშუალებებს, რომელიც განსაზღვრულია ელკანას და Georgien Natural Wine Association მიერ. ვენახში სამუშაო სრულდება ხელით და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება ტექნიკა.კომპანია წელიწადში 8000-10000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს.

ჯუსოს მეღვინეობა

პროფესიული განვითარების აკადემიური 

პროფესიული განვითარების აკადემიური ცენტრი 2011 წელს დაფუძნდა და აქვს ბიზნეს-ტრენინგების, უცხო ენებისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსების ჩატარების დიდი გამოცდილება როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიული დაკვეთების ფორმატში. ცენტრმა 2011 წლიდან მოყოლებული უამრავი პროექტი განახორციელა, ეტაპობრივად დაამატა სხვადასხვა ტრენინგკურსი, შეიმუშავა ახალი, საერთაშორისო სტანდარტის შესბამისი სასწავლო პროგრამები.“ პროფესიული განვითარების აკადემიური ცენტრი“ თანამშრომლობს მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. 

პროფესიული განვითარების აკადემიური ცენტრი

თავთუხი

თავთუხი აწარმოებს პურეულს ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების (წითელი დოლი, დიკა, შავფხა, ლომთაგორა) ფქვილისაგან. „თავთუხის“ პროდუქტი ტრადიციული ტექნოლოგიით, ნედლ საფუარზე (,,პურის დედაზე,,) გამომცხვარი, ჯანმრთელი, სასრგებლო, გემრიელი პურია, რომელიც გამოირჩევა სასარგებლო საგემოვნო თვისებებით. კომპანიამ დიდი ძალისხმევითა და ხარისხზე ორიენტირებული, მიზანმიმართული ღონისძიებებით მოიპოვა თავისი ნიშა ბაზარზე, შევიდა ყველა ქსელურ მარკეტში ქუთაისის მასშტაბით და გეგმავს, აითვისოს როგორც აჭარის, ასეე თბილისის ბაზრები. „თავთუხი“ უკვე გახდა ასოციაცია „ელკანას“, ორგანიზაცია „ქართული ხორბალის“, „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“, „საქართველოს მრეწველთა პალატის“, „გაეროს შესაფუთ მასალათა კლასტერის“ წევრი. ხარისხის მაღალი დონითა და კარგად გთვლილი მარკეტინგით, „თავთუხის“ პურმა მალევე დაიმსახურა მოწონება და შეიძინა ბევრი ერთგული მომხმარებელი.

თავთუხი

Project Progress online  

Project Progress online არის სრულად ახალი ტიპის უნიკალური ონლაინ პლატფორმა, ონლაინ ბიზნეს აქსელერატორი, რომლის მიზანია ბიზნესსუბიექტების მომსახურება ქართული პროდუქციის ექსპორტის სისტემის გასამართად, ისევე როგორც პანდემიის პირობებში ეკონომიკის ხელშეწყობა. ონლაინ ბიზნეს აქსელერატორი ბიზნეს სუბიექტებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: 1. ელ კომერციის ონლაინ კურსები 2. მენტორების მიერ მონიტორინგი / ტექნიკური მხარდაჭერა 3. საინფორმაციო პოდკასტები 4. სასარგებლო ბლოგები. 

Project Progress online

როიალ ჯორჯიას 

როიალ ჯორჯიას პროდუქტი ორთოპედიული მატრასებია. კომპანია გამორჩეულია ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით. 2020 წელს შეძენილი დანადგარების საშუალებით „როიალ ჯორჯია“ ამზადებს ორთოპედიულ ზამბარებს ( ე.წ. შეფუთული ჯიბის ზამბარა). მისაღები ფასი და მაღალი ხარისხი კომპანიის პრიორიტეტია. სამომავლოდ კომპანია გეგმავს მატრასების აშშ-ში გატანას და ასევე ცალკე შეფუთული ზამბარების გაყიდვას უცხოურ ბაზარზე.

როიალ ჯორჯია

SHD company  

SHD company  ქმნის ბილბორდებს სარეკლამო ბაზრისთვის, რომლებიც განსხვავებულია როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციონალური მნიშვნელობით. 2020 წელს კომპანიამ შექმნა ორჯერ მეტი ბილბორდი და, შესაბამისად, მოგება 400% - ით გაიზარდა. შემდეგი წლებიც ბილბორდების გაორმაგებას დაეთმობა.

SHD Company

სამე

კომპანია სამე ზრუნავს თქვენი საყვარელი სასმელების, ყავისა და ჩაის იმპორტზე საქართველოში. „სამეს“ საქართველოს ბაზარზე შემოაქვს საუკეთსო ხარისხის ყავა და ჩაი, რომლებიც გამორჩეულია განსხვავებული არომატითა და ხარისხით. მსოფლიოში აღიარებული 35 დასახელების განსხვავებული გემო და ხელმისაწვდომი ფასები საუკეთესო თავსებადობაა, რომელსაც თქვენივე კომფორტისთვის „სამე“ გთავაზობთ. 

სამე

საპო

საპო აწარმოებს ნატურალური ხელნაკეთი საპნის სამ ხაზს: 1. საპონი ბავშებისთვის - ცხოველის ფორმის საპონი, რომელსაც თან ხლავს მოთხრობა ამ ცხოველის თავგადასავლით. მოთხრობას აკლია ბოლო გვერდი, რომელიც დამალულია საპონში. ბავშვებს უჩნდებათ ხელების დაბანის მოტივაცია, რათა გაიგონ ამბის დასასრული; 2. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფორმის საპნები. ამ ხაზის სიმბოლური სახელია „ხელებიც დამიბანია“. თითოეულ საპონს მოყვება შენობის ისტორია. 3. საპნები ქართულ ხალხურ გამოცანებზე - შეფუთვის ილუსტრაცია მიანიშნებს პასუხზე, რომელიც დამალულია საპონში. საპნები აერთიანებს ორ კომპონენტს - საინტერესო-შემეცნებითს და სასარგებლოს. „საპოს“ მიღწევაა 2020 წელს პროდუქციის გაზრდა 10 სახეობით და რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი საქართველოს წამყვან ტელეარხებზე. წარმოება დაიწყო 2 წლის წინ, ერთი სახის საპნით. ამ ეტაპზე „საპო“ 16 სხვადასხვა საპონს აწარმოებს, რომლებიც იყიდება თბილისის და გორის მაღაზიებში, ასევე, რამდენიმე ონლაინ-მაღაზიაში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება საწარმოს მოდერნიზაცია, პროდუქციის რაოდენობის და გაყიდვების გაზრდა, ევროკავშირის და აშშ-ის ბაზარზე შესვლა.

საპო

მარანი სევსამორა 

2015 წელს დაარსებული მარანი სევსამორა არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ძველ და ახალ ტრადიციებს და აწარმოებს როგორც ქვევრის ბიო-ორგანულ, ასევე კლასიკური ტიპის ღვინოებს. მარანში 300 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის მუზეუმი, რომლის შემადგენელი ნაწილია სადეგუსტაციო და საკონფერენციო დარბაზები, ღვინის საცავი, და ღვინის სალონი, სადაც სტუმრებს ჩაუტრდებათ ღვინის მასტერკლასები და გაეცნობიან ტრადიციულ სამზარეულოს. მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულია სადემონსტრაციო ვენახები ტერასების სახით - ვენახი მუზეუმი, სადაც თქენ აღმოაჩენთ მივიწყებულ ქართულ ენდემურ ჯიშებს და რეკრიაციული ზონა ვიზიტორებისათვის. 2018 წელს მარანში აწარმოეს 7 სახეობის 20 000-მდე ბოთლი ღვინო, რომელიც დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. 2019 წელს მარანმა დაიწყო კლასიკური და ქვევრის ბიოღვინის წარმოება. 2020 წელს, მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა 45 000 ბოთლამდე გაიზრდა, საიდანაც დაახლოებით 25 % ბიოღვინის წარმოებას დაეთმო. „მარანი სევსამორა“ არის ადგილი, სადაც ყოველთვის მზად არიან სიახლეებისთვის, ეს არის ადგილი სასიამოვნო დასვენებისთვის, სადაც საინტერესო ღვინო, ტრადიციული სამზარეულო და დაუვიწყარი გარემო გელით.

სევსამორა

სპექტრუმი

სპექტრუმი წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფეროც მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქგეგმარებას და მშენებლობას. კომპანიას დღემდე არაერთი გამორჩეული კომერციული თუ საცხოვრებელი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და განუწყვეტელი სწრაფვა სიახლისკენ, „სპექტრუმს“ საშუალებას ალევს, შექმნას ხარისხით გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრები და დაამკვიდროს ახალი სტანდარტები, საქმიანობა წარმართოს დამკვეთების და მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით და დაიცვას სოციალური და ბუნებრივი გარემოს მახასიათებლები.

სპექტრუმი