ბიზნესი სიახლეები

აქ.ახლა, გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2020 ფინალისტები

ნოემბერი 27, 2020

ბიზნესდაჯილდოება უკვე მეხუთე წელია თიბისის ორგანიზებით წარმატებით იმართება. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც საუკეთესო მაგალითი აჩვენა ადაპტაციისა.

 

გარდა ამისა, წელს სხვა სიახლეებიცაა ბიზნესდაჯილდოებაში. ნომინაციის „საუკეთესო სტარტაპისთვის“ მხარდამჭერი ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

 

პროექტის გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. თითოეული გამარჯვებული თიბისისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს, ისინი ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს ამ სამიდან აირჩევენ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა.


ჟიურიმ ერთ თვიანი მუშაობის შედეგად, ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა, ნომინაციების მიხედვით კი, ისინი ასე გადანაწილდნენ:

ამ ნომინაციაში დარეგისრირდნენ სტარტაპ კომპანიები , რომლებიც 2 წელზე ნაკლებია ფუნქციონირებენ და სჯერათ თავიანთი უნიკალურობისა და შესაძლებლობების.


კატეგორიაში გამარჯვების მოსაპოვებლად, კომპანიები მაქსიმალურად უნდა იყენებდნენ ტექნოლოგიების, ქონდეთ ბრენდი გამორჩეული მახასიათებელი, მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგია და ზრდის განსაკუთრებული პოტენციალი.

სითიფეი არის პირველი ცუფრული გადახდების პლატფორმა ჩვენს რეგიონში, რომელიც კომპანიებს კრიპტოვალუტით საერთაშორისო გადახდების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. სითიფეის პარტნიორ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ კლიენტებს ტრანზაქციების კრიპტოვალუტით შერულების შესაძლებლობა შესთავაზონ მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და რაც ყველაზე მთავარია, თანხა თავად ლარში მიიღონ – კონვერტაციისას შესაძლო ყველანაირი დანაკარგის გარეშე. შესაბამისად, კომპანია საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას ღირებულების სრულ თანხას იღებს ადგილობრივ ვალუტაში (ლარში), სწრაფად და მარტივად.

SPACE FARMS-ის მეურნეობა მიზნად ისახავს ბოსტნეულის წარმოებას 365 დღე უწყვეტად, მომხმარებელთან რაც შეიძლება ახლოს. Space farms ქმნის მდგრად მეურნეობას, ბოსტნეულის წარმოება არის გამჭირვალე, იზოგება მიწის რესური, წყლის და ტრანპორტირების ხარჯები, არ გამოიყენება პესტიციდები. გამოიყენება ურბანული აუთვისებელი ფართობი ბოსტნეულის გაზრდისთვის. ახალი თაობა ჩართულია ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელიც გამოიყენება მომავლის აგრომეურნეობაში.

Ehotelspace გაყიდვების ციფრული მართვის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს სასტუმროებს მოკლე დროში თავად შექმნან ვებ-გვერდი პირდაპირი ჯავშნის მიღების ფუქნციით, ონლაინ ჩათისა და სხვადასხვა ჩანელ მენეჯერთან ინტეგრაციის შესაძლებლობით.

შენEAT-ი მომხმარებელს კვებითი მომსახურების ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც ეხმარება მზარეულებს, დიასახლისებს თუ უბრალოდ ოჯახის წევრებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, დროისა და ენერგიის დაზოგვით მოამზადონ კერძები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და დეტალური რეცეპტით. ამ ეტაპზე შენeat-ი მომხმარებელს 58 კერძის არჩევანს სთავაზობს, ჩამონათვალი რეგულარულად განახლდება და მომხმარებლის მოთხოვნილებებს გაითვალისწინებს.

ტურის დაგეგმვისა და მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა სალაშქრო მობილური აპლიკაცია BILIKI რომელიც ინტერესებისა და ჯიპიეს ლოკაციის გაანალიზებით ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს სთავაზობს მზა ტურისტულ მარშრუტებს საქართველოს მასშტაბით, რომლის გამოყენება ოფლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.

თუ კომპანიის შექმნილმა პროდუქტმა ან მომსახურებამ წელს მნიშვენლოვან და დიდ წარმატებას მიაღწია - გააუმჯობესა ხარისხი ან ეფექტური რებრენდინგისა თუ მარკეტინგული კამპანიის შედეგად, შეძლო ცნობადობის, მომხმარებლების რაოდენობისა და გაყიდვების ზრდა, სწორედ ასეთი ბიზნესისთვის არის განკუთვნილი ეს ნომინაცია.

ალტერსოქსი უკვე 5 წელია ბაზარზე არსებობს, საქართველოში აქვს 8 ფილიალი და პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს 15-მდე ქვეყანაში. ალტერსოქსმა დანერგა ისეთი ინოვაცია, როგორიცაა წინდების ვენდინგ მანქანა. კომპანიაში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. 2020 წელს პანდემიის შემდეგ ალტერსოქსმა გახსნა ერთი ახალი ფილიალი და შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი.

JIMSHER - 2020 წელს საქართველოში აშენდა პირველი ვისკის ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ვისკის წარმოებისათვის ულტრათანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე ვისკის ექსპორტზე გადის ამერიკის, ჩინეთის, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ტაივანისა და ბელორუსიის ბაზრებზე. 2022 წლისთვის კომპანია გეგმვს, მოიცვას მინიმუმ 20 ქვეყანა, როგორც ევროპულ, ისევე აზიურ ბაზარზე.

„ტერმინალი“ ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოში პირველმა შემოიტანა ქოვორქინგის ინდუსტრია. მისი მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს: საერთო სამუშაო სივრცეს, მცირე კომპანიებისთვის ოფისებს და შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიების დარბაზებს. დღეისათვის „ტერმინალი“ წარმოადგენს რეგიონში ყველაზე დიდი ქოვორქინგს, რომელიც ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული სტარტაპისთვის გახდა პარტნიორი, მხარდამჭერი და მეგობარი კომპანია.

ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან აგებული, თბოიზოლირებული მცირე თუ დიდი ზომის სახლები, ჰოსტელები და სასტუმროები მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი ტრენდია. სწორედ ამ მომსახურებას გთავაზობთ ქართული კომპანია kohi.ge, რომლის მიერ აგებული შენობებიც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

AE Solar LLCის მზის პანელები სერტიფიცირებულია საერთაშორისო რანგის ინსტიტუციების მიერ: TUV, UL, INMETRO, MCS. სწორედ ამიტომ ისინი მოთხოვნადია აშშ-ს, კანადის, ევროკავშირის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე. კომპანიის წარმოებული პროდუქცია და სერვისი გაიგივებულია ევროპულ ხარისხთან. აქტიურად იგეგმება ექსპორტის გაფართოება აშშ-სა და ევროკავშირში.

ეს ნომინაცია სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ბიზნესში, ინოვაციები და ტექნოლოგიური სიახლეები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი კომპონენტია.


არ აქვს მნიშვნელობა კომპანია თავად ქმნის ინოვაციურ პროდუქტს ან მომსახურებას, შემუშავებული აქვს ბიზნესის მართვის ინოვაციური მოდელი თუ ცდილობს, უკვე არსებული ინოვაციური ტექნოლოგიები და ბიზნეს გამოცდილებები ქართულ ბაზარსა და რეალობას მოარგოს, ასეთ კომპანიას შესაძლებლობა აქვს გაიმარჯვოს ამ ნომინაციაში.

PAYZE მუშაობს მონაცემთა „ღრუბელში“ დამუშავების პრინციპზე დაფუძნებულ გადახდის პროგრამაზე, რომელიც ონლაინ მაღაზიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ტრანზაქციები მარტივად და ეფექტურად მართონ, ამავდროულად შეამცირონ ბუღალტერიის ხარჯები და გაზარდონ ROI. პროდუქტი იძლევა ციფრული Marketplace-ების და მაღაზიების ადვილად ინტეგრირების, მართვის, ასევე მათი საქმიანობისათვის საჭირო გადახდის სქემების მარტივად განსაზღვრის შესაძლებლობას. PAYZE-მ გამოიკვლია ონლაინ მაღაზიებისა და ონლაინ პლატფორმების სუსტი წერტილები როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ დონეზე ონლაინ გადახდების კუთხით.

BioCure არის ნავთობდაბინძურების გაწმენდის უნივერსალური ბაქტერიული ტექნოლოგია. „ბაიოქიურით“ შესაძლებელია ნებისმიერი ნავთობ-პროდუქტით დაბინძურების გაწმენდა ხმელეთზე, სანაპიროზე, მარილიან და მტკნარ წყალზე. ტექნოლოგია ეფუძნება ქართველი მეცნიერის, მარიამ თოდუა-მჭედლიშვილის გამოგონებას, რომელიც ეყრდნობა ბუნებრივ დეგრადაციაში მონაწილე ბაქტერიებს და მათი გამოყენებით 100-ჯერ აჩქარებს გაწმენდის პროცესს. „ბაიოქიური“ უზრუნველყოფს პროცესის ეკოლოგიურობას, რადგან არ არღვევს ბალანსს ადგილობრივ ეკოსისტემაში.

ირნეროს გამოგონება სადეზინფექციო რობოტია, რომელიც ულტრაიისფერი სხივისა და ოზონის საშუალებით, ანადგურებს შიდა სივრცეში ზედაპირებზე არსებულ ყველა ტიპის ბაქტერიას, ვირუსსა და სოკოს. იგი განკუთვნილია საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამედიცინო ცენტრების, კვების ობიექტების, სასტუმროებისა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეების ღრმა დეზინფიცირებისთვის, დაავადებების პრევენციისთვის და ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად. ინოვაცია, ახალი წმენდის მეთოდის წყალობით, ნაკლებხარჯიანია, ამარტივებს დეზინფექციის პროცესს და იძლევა 100%-იან შედეგს. რობოტი დაპატენტებულია და დაიტესტა ლუგარის ლაბორატორიაში.

ი-სპეისი დაარსდა 2016 წელს და იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაამონტაჟა საქართველოში საჯარო მოხმარების დამტენები. დღეს უკვე 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული, აქედან 80-მდე უფასო და საჯარო მოხმარებისაა. თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე განთავსებულია 7 სწრაფი დამტენი, რაც ხელს უწყობს საქალაქთაშორისო გადაადგილებას. დამტენის გააქტიურება ი-სპეისის აპით ხდება, რაც ამარტივებს დამუხტვის პროცესს. აპის ფუნქციონალი მოიცავს: დამტენის მოძიებას, ნავიგაციის სისტემას, გადახდის 2 სხვადასხვა მეთოდს, ერთი მომხმარებლის მიერ პარარელურად 2 ელ.მობილის დამუხტვას და სხვ.

CARU არის სტარტაპი, რომელმაც სრულად შეცვალა ავტომობილის მოვლის პროცესი. იმის ნაცვლად, რომ მეპატრონემ თვითონ იაროს მანქანის შესაკეთებლად, CARU-ს ვებგვერდიდან იძახებს ავტო-ექსპერტს, რომელიც მის ნაცვლად აკეთებს მანქანას. ავტოექსპერტი უფრო ეფექტურად და იაფად აკეთებს ავტომობილს, რადგან მას აქვს დიდი რაოდენობით სპეციალიზირებული ცოდნა. 

საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის: ამ ნომინაციაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც აცნობიერებს საკუთარ როლს ინდუსტრიის განვითარების პროცესში, გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრუნავს გარემოს უკეთესობისკენ შეცვლასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

ვინტილატორმა შექმნა პროექტი “შეაკეთე”, რომლის ფარგლებშიც ონლაინ თუ სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით ასწავლის საზოგადოებას ძველი ნივთებისთვის ახალი, უნიკალური სიცოცხლის მიცემის საშუალებას. ვინტილიატორის გუნდი ხშირად ატარებს ვინტაჟურ ბაზრობებს და ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას, ახალი სტარტაპების ჩამოყალიბებას.

ჩიკატაი ნატურალური მასალებისგან ხელნაკეთ სათამაშოებს ქმნის. ამზადებენ სათამაშოებს მეგობარი ბრენდის "სფილოუს" ტექსტილის საწარმოო ნარჩენებისგან, რითაც ხელს უწყობენ მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ჩიკატაი ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდასაჭერად - ჩიკატაიმ შექმნა სათამაშო ქურციკი, რომლის გაყიდვებიდანაც შემოსული სრული მოგება გადაირიცხება ვაშლოვენის ნაკრძალში ქურციკების რეინტროდუქციის პროექტის ფარგლებში მათთვის მონიტორინგის საყელურების შესაძენად.

HIRO/ჰირო დასაქმების ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მარტივად და ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთან დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებლების. პლატფორმა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალით, შესაძლებლობებითა და მასშტაბურობით. კომპანიის მიზანია მოვიცვას მთელი საქართველოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს სამსახურის მოძიებაში, ხოლო კომპანიებს - კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევაში. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებს.

კომპანია ლიდერქიდსი გორში მდებარეობს და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და დასაქმებას. შემოსავლის 5% მიმართულია სხვადასხვა სოციალურ აქტივობებეზე, უმეტესად ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელში მაცხოვრებელ, სოციალურად შეჭირვებული მრავალშილიანი ოჯახების დასახმარებლად.ლიდერქიდსი ყოველწლიურად აკეთებს ჭრა-კერვა-მოდელირების კურსს და ცდილობს დაეხმაროს სოციალურად მოწყვლად ქალებს სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებაში. კომპანიამ 2020 წელს ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რის შემდეგაც, ლიდერქიდსი შეუერთდა პრინციპების ხელმომწერი კომპანიების გლობალურ მოძრაობას. კომპანიამ 2019 წელს გაიმარჯვა კონკურსში „ ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“. 

Birding Caucasus - ეკოლოგიური ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი კომპანიაა, რომელიც აკეთებს ფრინველებზე, ცხოველებზე, ქვეწარმავლებზე, მცენარეებსა და მწერებზე დაკვირვებისა და ფოტო ტურებს ველურ ბუნებაში. მიუხედავად საქმიანობის პრესტიჟულობისა და გლობალური მასშტაბებისა, ტურიზმის ესმიმართულება საკმაოდ ვიწრო და სპეციფიურია. Birding Caucasus-ის გამოცდილებით ეკოტურიზმში გადამწყვეტია პირადი კონტაქტები, ე.წ. „word of mouth” და რა თქმა უნდა რეპუტაცია.

ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის: ეს ნომინაცია შეიქმნა მათთვის, ვინც 2020 წლის მსოფლიო პანდემიის გამოწვევებს წარმატებით უპასუხა და ახალ რეალობასთან ადაპტაცია შეძლო.

ამ ნომინაციაში დარეგისრირდნენ კომპანიები, რომლებმაც მოახერხეს სწრაფი ცვლილებების განხორციელება, მოარგეს პროდუქტი/მომსახურება ბაზრის ახალ მოთხოვნებს, შეინარჩუნეს ბიზნესის მდგრადობა და ეფექტურად გამოიყენეს ახალი შესაძლებლობები.

სპილოუ არის ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც პროდუქციას ქმნის 1-დან 13 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისათვის. თითოეულ პროდუქტს საკუთარი კონცეფცია და ისტორია აქვს. სპილოუს ტანსაცმელი ხელს უწყობს როლურ თამაშებს, რათა ბავშვებმა გამოიყენონ მათი შემოქმედებითობა, განუვითარდეთ წარმოსახვის უნარი და მოხერხებულობა. 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, სპილოუმ გააჩერა როგორც წარმოება, ასევე დაკეტა ფიზიკური მაღაზია და რეგულაციებიდან გამომდინარე აეკრძალა ონლაინ გაყიდვებიც.


თუმცა ერთი შეხედვით ამ გამოუვალმა სიტუაციამ სპილოუს ბიძგი მისცა, გაეკეთებინა ის, რაც დააძლევინებდა ამ სირთულეებს და კომპანიას გადაარჩენდა. მათ მოახერხეს მარაგებში არსებული 100% ბამბის ქსოვილებით მრავალჯერადი გამოყენების, ბავშვისა და უფროსის პირბადეების წარმოება. პარალელურ რეჟიმში მოიპოვეს EPRC გრანტი, რომელიც ბრიტანულ ამაზონზე სპილოუს პირბადეების ექსპორტისთვის გამოიყენეს. პირველ ეტაპზე გააგზავნეს 2000 პირბადე, შემდეგ 10000, და ახალ- 17000. პირბადეებს ამაზონზე აქვს 4.5 ვარსკვლავი, 139 რევიუ. კონკრეტული მოდელები მოხვდა Amazon's Choice პროდუქტებში.

ჟუჟუნა საქართველოში პირველი ნახევრად-ცქრიალა ღვინოა, რომელიც ჩამოსასხმელი ფორმით იყიდება. ჟუჟუნა წარმოდგენილია ყველა დიდ ფესტივალზე, სხვა შეკრებებს კი, ჟუჟუნა “მოძრავი ბარებით” ემსახურება. ჟუჟუნა ყველგანაა, სადაც ადამიანები კარგი დროის გასატარებლად იკრიბებიან, ამიტომაც ამბობენ, რომ ჟუჟუნას სოციალიზაციის გემო აქვს. პანდემიისას დაიკეტა ყველა სივრცე, სადაც ჟუჟუნა ხვდებოდა მომხმარებელებს. ჟუჟუნას გაქრობის საფრთხე რეალური იყო, რამაც დამფუძნებლებს გადააწყვეტინა დაეწყოთ ონლაინ გაყიდვები. Wolt-სა და Glovo-ზე შეიქმნა JUJUNA BAR, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოიძახონ ჟუჟუნა და ჟუჟუნას კოქტეილები, რომლებსაც ინგრედიენტებად, ინსტრუქციასთან ერთად მიიღებენ.

იმის გარდა, რომ 8000 მოსავალი ყიდის ღვინოს და სტუმრებს ადგილზეც აძლევს დაგემოვნების საშუალებას, კომპანია ატარებს ღვინის კლასებს და დეგუსტაციებს, რაც ხელს უწყობს ღვინის კულტურის განვითარებას. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, კომპანიამ :

გააქტიურა კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში.

გააკეთა უფასო მიტანის სერვისი.

დაეხმარა საოჯახო მარნებს

დაიწყო ონლაინ კლასების/დეგუსტაციების ჩატარება

დაიწყო „დაფების“ ონლაინ გაყიდვა,

დაიწყო ახალი პროექტი "ღვინის ყუთი", რაც გულისხობს ღვინის გამოწერას.

ISF GEORGIA 2017 წელს დაარსებული სამკერვალო ფაბრიკაა, რომელიც ქართული მოდის ინდუსტრიაში ინოვაციურ და ინკლუზიურ მიდგომებს ნერგავს. ინოვაციური სამკერვალო საწარმო ერთადერთია ევროპაში, რომელიც ფერების კვლევაზე დაყრდნობით უნიკალურ თერაპიულ სამოსს ქმნის. ISF GEORGIA საქართველოში დღეისათვის ერთადერთი ადაპტური/საორსულე ბრენდ „კომბინიზონას“ და სამედიცინო ეკიპირების და დამცავი აქსესუარების ბრენდ „ალიკაპის“ შემქმნელია. კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ). შშმ პირების დასაქმების ხელშეწყო-ბას ISF GEORGIA მომავალშიც გეგმავს.

ქისა - უკვე სამი წელია აწარმოებს ტყავის აქსესუარებს, კერძოდ კი უმაღლესი ხარისხის ჩანთებს ქართული ტყავისგან, ძველი ქართული დიზაინის მოდიფიკაციით. სახელოსნო/შოურუმიდან, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს, ხორციელდებოდა ძირითად გაყიდვები, მაგრამ წლევანდელი მოვლენების შედეგად კომპანია იძულებული გახდა გაყიდვის სრუალიად სხვა ფორმატზე გადართულიყო . ტურისტული სეზონის ჩავარდნამ, რომელსაც ყოველ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ბიზნესის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვნად დააზარალა კომპანია. საპასუხოდ, კომპანიამ გაყიდვები მთლიანად გადაიტანა ონლაინ რეჟიმში ელ-კომერციის სხვადასხვა პლატფორმებზე , რომლებიც ექსპორტთან პირდაპირ კავშირში არიან: Etsy, Shopify და Pinterest. დღეს ქისას უფრო ძლიერი და სტაბილური გაყიდვების არხები აქვს, ვიდრე ოდესმე და ამ პლატფორმების დამსახურებით უკვე 2 000-ზე მეტი ნივთის ექსპორტს ახორციელებენ უცხოეთში.