ნოემბერი 15, 2022

POSTRED 2015 წელს დაარსდა და ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხმის დიზაინის და მუსიკის სერვისებს სთავაზობს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარს, არამედ ჰოლივუდს. გარდა იმ ფაქტისა, რომ POSTRED ქმნის მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ის ქართული კინო-ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს. ბოლო 1 წლის განმავლობაში POSTRED-მა იმუშავა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა HBO-ს EUPHORIA, Paramount Pictures-ის SCREAM, A24-ის PEARL და C'MON, C'MON და მრავალ სხვა პროექტზე SONY PICTURES-ისთვის, NETFLIX-ისთვის, AMAZON-ისთვის, APPLE TV-ისთვის, და ა.შ.
გარდა იმისა, რომ POSTRED საქართველოდან მუშაობს ჰოლივუდისთვის, მან გახსნა POSTRED Academy, სადაც 6 თვიანი ინტენსიური კურსის შედეგად, სტუდენტები შეისწავლიან ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის. აქ სტუდენტები ისწავლიან ჰოლივუდის სტანდარტებზე მორგებულ პროგრამებს. POSTRED Academy-ის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მუშაობა დაიწყონ POSTRED-ში.
ამ ეტაპზე 40 ადამიანისგან შემდგარი POSTRED ისტორიას ქმნის ქართულ კინო ინდუსტრიაში. POSTRED-მა TBC Concept-ში ჩაატარა ლეგენდარული ხმის დიზაინერის, უაილი სთეითმენის ივენთი სტუდენტებისთვის. უაილი 9 გზის ოსკარის ნომინანტი, ემის მფლობელი, კვენტინ ტარანტინოს, ოლივერ სტოუნის და მრავალი სხვა გამორჩეული რეჟისორის ხმის დიზაინერია. მომავალში დაგეგმილია მრავალი სხვა, ჰოლივუდში გამორჩეული პროფესიონალების ჩამოყვანა საქართველოში, რათა მოხდეს ფილმის ე.წ. ქომიუნითის გაძლიერება და ბევრი მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოში.
„ლოგიკმეტრი“ მათემატიკისა და წიგნიერების აკადემია და ელექტრონული სასწავლო პლატფორმა logicmeter.com, 2015 წელს მას შემდეგ დაარსდა, რაც არაერთი საერთაშორისო კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ქართველი მოსწავლეების შედეგი ძირითად კომპეტენციებში (მათემატიკაში/ლოგიკურ აზროვნებასა და წიგნიერებაში) საკმაოდ დაბალი იყო. საქართველო შედეგებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა.
გაჩნდა მოთხოვნა და საჭიროება, რომ შექმნილიყო წიგნიერების და მათემატიკის აკადემია/სივრცე, რომელშიც საერთაშორისო სტანდარტებითა და თანამედროვე მიდგომებით ისწავლიდნენ თუ როგორ ესწავლათ. დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიო დისტანციურ განათლების რესურსებზე გადაეწყო, აღმოჩნდა, რომ „ლოგიკმეტრი“ ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც 2015 წლიდან უნიკალური, უანალოგო სასწავლო ონლაინ პლატფორმა აქვს.
„სწავლა ხალისით“ - ეს კომპანიის ერთ-ერთი დევიზია. ამგვარმა მიდგომამ მომხმარებელი დაარწმუნა, რომ მათემატიკის სწავლა შეიძლება მარტივი და საყვარელი საქმიანობაც კი გახდეს. კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს ფორმულებისა და წესების მექანიკურ დამახსოვრებას, სანაცვლოდ კი დაეხმაროს მოსწავლეებს მათემატიკის რეალურ სამყაროსთან დაკავშირებაში, გააზრებასა და დასაბუთების უნარების გამომუშავებაში. ქვეყნის წინსვლა პირდაპირ დამოკიდებულია გონიერ მომავალ თაობაზე. „ლოგიკმეტრის“ ერთგული გუნდი სწორედ ამ მიზანს ემსახურება უკვე მრავალი წელია.
აქ მოსწავლეები ივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, დეტალებზე დაკვირვება, რისკების გათვლა, კრეატიულობა, ლიდერობა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ პროდუქტს, რაც გულისხმობს, თანამედროვე და კომფორტულ სასწავლო გარემოს, რომელიც აღჭურვილია ჯანსაღი, უსაფრთხო ინვენტარით, გათბობის სისტემებით და ა.შ., მათემატიკურ კაფეს, მეტი ინტერაქციისთვის და მიღებული ცოდნის გრძელვადიან პერსპექტივაში გადასატანად საუკეთესო სასწავლო პლატფორმას, რომელიც ანგარიშების მიღების სრულფასოვანი სისტემითაც გამოირჩევა.
„ატომ ქიდსი“ არის ინოვაციური კომპანია რომელიც ქმნის სათამაშოებს STEAM დარგებიდან. კომპანიის მიზანია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გაუღვიძოს ინტერესი მეცნიერების მიმართ და აუხსნას ისეთი მოვლენები, რომლებიც მათ გარშემო ხდება. „ატომ ქიდსი“ საქართველოში ერთდაერთი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის სათამაშოს STEAM დარგებიდან. აღნიშნული მიდგომის საშუალებით ბავშვები თამაშის პროცესში, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით სწავლობენ STEAM - ის მოვლენებს.
კომპანიაში დაგეგმილია, რომ გაძლიერდეს კომპანიის კვლევის, განვითარების (RD) რგოლი. იგეგმება, რომ მოხდეს საწარმოს სტანდარტიზება და დამატებით 15 ექსპერიმენტის შექმნა, რომლებსაც გააჩნიათ სამეცნიერო ამოცანა, ექსპერიმენტის პროტოკოლი, შერჩეული უსაფრთხო საექსპერიმენტო ნივთიერებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპერიმენტი არის გასართობი და სახალისო ინტერდისციპლინარული მიდგომა, საბავშვო ექსპერიმენტის შექმნის პროცესში საშუალებას აძლევს ბავშვებს, რომ კომპლექსურად მოხდეს მოვლენის დანახვა.
მაგ. ექსპერიმენტი „მოლეკულები“ არის გაერთიანება ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების: ქიმია, ფიზიკა და ხელოვნება. ბავშვი ტრადიციული მეთოდებით არ სწავლობს რაიმე ფიზიკურ ან ქიმიურ მოვლენას, არამედ ის თამაშობს გასართობ თამაშს, რომლის გმირებიც არიან მოლეკულები. სწორედ აღნიშული სწავლის ინოვაციური მიდგომა (მოდელი) წარმოადგენს წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს.

„კერნელი“ არის მარტივი ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა, რომელიც მცირე ბიზნესებს ეხმარება პროცესების გაციფრულებაში, ბუღალტერიის ავტომატიზაციაში და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით დიდია ინდოეთში, სადაც 63 მილიონზე მეტი ბიზნესია რეგისტრირებული - ამასთან ქვეყანაში არის ახალი საგადასახადო სისტემა და მოთხოვნები. მცირე მეწარმეებს კი არ აქვთ არც ცოდნა, არც გამოცდილება და არც შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომ ეფექტურად მოერგონ ამ ცვლილებებს - სახელმწიფო კი აიძულებს მათ, რომ გაციფრულდნენ და დაიწყონ გადასახადების გადახდა - ვინაიდან ეს მოთხოვნები ახალია, ბაზარი ჯერ არც ერთ კონკურენტს არ აქვს სრულად ათვისებული.
„კერნელის“ ბიზნეს მოდელი არის subscription-ები. „კერნელი“ 2022 წლის დასაწყისში შევიდა ინდოეთის ბაზარზე, ვინაიდან იგი მუშაობს ყველაზე მზარდ და დიდ ბაზარზე მსოფლიოში - ინდოეთში, სტარტაპი თვიდან თვემდე იზრდება. „კერნელი“ ამ ბაზარზე პირველი ქართული სტარტაპია, ადგილობრივი კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მარტივი პროდუქტი აქვს, ხოლო საერთაშორისო კონკურენტები არ ჰყავს.
CALEN AI არის სტარტაპი, რომელიც ეხმარება კომპანიებს მომხმარებლებთან კომუნიკაციის ავტომატიზაციაში ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. CALEN AI არის ჭკვიანი ხმოვანი და ჩათის AI ასისტენტი, რომელიც პასუხს სცემს ხშირად დასმულ კითხვებზე და ჯავშნის შეხვედრებს ზუსტად ისევე, როგორც მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი. AI მუშაობს 24/7 და შეუძლია ერთდროულად 50 000-მდე საუბრის მართვა ინგლისურად და ქართულად.
CALEN AI არის პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი ბიზნესებისთვის, რომელიც მუშაობს მოწინავე სატნდარტების თანახმად - ანუ მას შეუძლია მართოს საუბარი წინასწარ გაწერილი სცენარის გარეშე. ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია ააწყოს საკუთარი AI ასისტენტი პლატფორმაზე და 3 ღილაკის დაჭერით შეუერთოს სასურველ არხს: მესენჯერს, ვოთსაფს, ინსტაგრამს, ვაიბერს, ტელეგრამს, გუგლს და ასევე ტელეფონს და SMSს (მალე) 30 ლარის თვიური საფასურის სანაცვლოდ (საწყისი ფასი, რომელიც იზრდება კომპანიის თვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობის შესაბამისად).
CALEN AI აგრეთვე ეხმარება მსხვილ კომპანიებს მომხმარებლების მხარდაჭერის ავტომატიზაციაში. მსგავსი პროექტის ღირებულება 18 000 ლარიდან იწყება. CALEN AI-ის გუნდმა 2021 წელს გაიმარჯვა Google-ის გლობალურ ჩატბოტების კონკურსში.
Artisio არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აიქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).
Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ მომხმარებლები. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ აუქციონების მეშვეობით და ბაზრის მოცულება შეადგენს 200 მილიარდ დოლარს.

სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ შიდა ქართლში მაცხოვრებელი სხვა და სხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალებს ეხმარება, აძლიერებს, პროფესიას აძლევს, კერძოდ კი მათთვის ჭრა-კერვის შესწავლას და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს. საწარმოში სწორედ სოციალურად მოწყვლადი ქალები არიან დასაქმებულნი: იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლები, შშმ პირები, მარტოხელა დედები და ა.შ.
ამასთანავე, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რაც გულისხმობს, სამკერვალო ქსოვილის მონარჩენის შეგროვებას საქართველოში არსებული 35 სამკერვალო საწარმოდან, მოსახლეობიდან და მის გადამუშავებას და მიღებული ნედლეულის რეალიზაციას. 2022 წელს გადამუშავდა 10 ტონა ტექსტილის ნარჩენი, ხოლო კომპანიას დღემდე გადამზადებული ჰყავს 312 სოციალურად მოწყვლადი ქალი, საიდანაც 186 დასაქმებულია.
BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და ახორციელებს აქტივობებს, პროექტებს და პროგრამებს, როგორც შიდა ასევე გარე ბენეფიციარებისთვის/ფართო საზოგადოებისთვის. განხორციელებული/დაგეგმილი აქტივობები მოიცავს ფართო მასშტაბებს, მდგრადია და ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ციფრული ტრანსფორმაციის, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით.
ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში, ცნობიერების ამაღლება, გადამზადება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა ის აქტივობებია, რა მიმართულებითაც უნივერსიტეტი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს. კოდინგის სკოლის დაარსება ამერიკის მთავრობის ხელშეწყობით, ის საავტორო პროექტია, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტმა 3000+ ბენეფიციარის გადამზადება შეძლო 2019 წლიდან დღემდე.
კოდინგის სკოლის ფარგლებში BTU-ს 2022 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტი „500 ქალი ტექნოლოგიებშია“, რომლის საშუალებითაც საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ქალების ტექ ინგლისურში და ტექ მიმართულებებში გადამზადება მიმდინარეობს, კარიერული ბუთქემფის, ინდივიდუალური მენტორშიფის, Pitch Yourself სესიების და დასაქმების ფორუმის დამატებითი კომპონენტების ჩათვლით.
საქართველოს ეტლების საწარმო არის სოციალური საწარმო, სადაც მზადდება ეტლები და სხვა დამხმარე საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. საწარმოში მზადდება მომხმარებელზე სრულად და ინდივიდუალურად მორგებული ელექტრო და მექანიკური ეტლები.
საწარმოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი, თავად არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. წარმოებული ეტლების ძირითადი შემსყიდველი არის ჯანდაცვის სამინისტრო, ანუ მომხმარებელი უფასოდ იღებს მასზე ინდივიდუალურად მორგებულ მექანიკურ ან ელექტრო ეტლს.

კომპანია „ტიმეო“ რეგიონში პირველი ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელია. კომპანია ევროპელ პარტნიორებს სთავაზობს საქართველოს ველური ბუნებიდან მოგროვებული ლოკოკინის გადამუშავებულ ნახევრად მზა ხორცს და ნიჟარებს. ლოკოკინის კერძი მსოფლიოში ნიშურ პროდუქტად ითვლება, ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან რაც გადამუშავების პროცესს შეეხება. ბუნებიდან აგროვებული ლოკოკინა ძალიან დიდ და სირთულეებით სავსე გზას გადის საბოლოო მომხმარებლამდე მისაღწევად, იქნება ეს საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში.
კომპანია „ტიმეომ“ განახორციელა 6 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, სოფელ წილკანში შექმნა 2000 კვადრატულ მეტრზე აშენებული ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც პირდაპირ ასაქმებს 170-მდე ადგილობრივს. კომპანია „ტიმეომ“ დიდი როლი ითამაშა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მცირე ბიზნესის ჩამოყალიბებაში, რომელთაც მისცა ფინანსური რესურსი იმ მიზნით, რომ ქვეყნის მასშტაბით შექმნილიყო ათეულობით ლოკოკინის ჩამბარებელი პუნქტი, რომელიც ქარხანას მოამარაგებდა ნედლეულით.
კომპანიის მიმართ დიდი ინტერესია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. „ტიმეო“ არის პირველი კომპანია რეგიონში, რომელმაც ევროკავშირში მოახდინა ლოკოკინის ხორცის ექსპორტი. კომპანიამ გააფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება ფრანგულ კომპანიასთან "ესკალი", რომელიც ზღვის პროდუქტების გაყიდვით, საფრანგეთში ლიდერი კომპანიაა და მისი ჯამური წლიური შემოსავალი 1 მილიარდ ევროს აღწევს. კომპანია "ესკალი" მზადყოფნას გამოთქვამს შეიძინიოს „ტიმეოს“ ქარხნის მიერ წარმოებული ნებისმიერი რაოდენობის ხორცი და სტერილიზებული ნიჟარები.
„სადგური" წარმოადგენს კაფეს და ლუდი ბაღს ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში (ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი). მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ცენტრალურ უბანს რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რეაბილიტაცია, "სადგურის" გახსნამდე სოფელში არ იყო ობიექტი სადაც ტურისტს/ მოგზაურს შეეძლებოდა შესვენება, სადილობა, თუნდაც ყავის მირთმევა.
"სადგურმა" სოფელს შეძინა ახალი სიცოცხლე, გერმანელი კოლონისტების აშენებულ შენობაში განთავსებულმა ავთენტურმა სივრცემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, როგორც ქვემო ქართლის და მესხეთ-ჯავახეთის მიმართულებით მოგზაურებში, ისე დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის, რომლებსაც ევროპული სოფლის გარემოში უნდათ სასიამოვნო დროის გატარება, გემრიელი სამზარეულოს დაგემოვნება და ხარისხიანი მუსიკის მოსმენა. „სადგური“ წარმოადგენს ლუდის ბაღს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ადგილობრივ სამზარეულოს, რომელზეც გავლენა მოახდინა გერმანელი კოლონისტების დანატოვარმა მემკვიდრეობამ.
"სადგურმა" განსაკუთრებული გავლენა მოახდინა სოფელ ასურეთზე, მასში დასაქმებული 15-მდე თანამშრომელი ადგილობრივია, გარდა ამისა, კვების მომსახურებაში გამოყენებული სურსათის უდიდესი ნაწილის და ღვნის შეძენა ხდება ადგილზე, ადგილობრივი მოსახლეობისგან. "სადგურის" მიერ მოზიდული ტურისტები სტუმრობენ სოფლის ცენტრს, გერმანულ უბანს და შესაბამისად ხელს უწყობენ სოფლის დანარჩენი ნაწილის განვითარებას.
„უდაბნო ჯგუფმა“ 2017 წლიდან დაიწყო საქმიანობა და ემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას კახეთის რეგიონში, საგარეჯოს რაიონში. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ საუკუნეში დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანსაღი კვება და პროდუქტი. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია ორგანული, ჯანმრთელი, ქართული პროდუქტის წარმოება და საქართველოს სახელით ექსპორტზე გატანა. კახეთში 20,000 ჰა-მდე მიწის განაშენიანებით „უდაბნო“ გადამწყვეტ როლს თამაშობს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში, ამავდროულად უზრუნველყოფს რეგიონში ბიომრავალფეროვნების დამკვიდრებას. ამჟამად „უდაბნოს“ ფარგლებში გაშენებულია ნუშის ბაღები (უკვე დარგულია დაახლოებით 700,000 -მდე ნუშის ხე), კენკროვანი კულტურები, კერძოდ მარწყვის, მაყვილსა და ჟოლოს პლანტაციები და ვენახი - 150-მდე სახეობის ქართული ენდემური ჯიშის ვაზები.
აღსანიშნავია, რომ ბაღები მხოლოდ ბიო მიმართულებით ვითარდება. კომპანიის ინიციატივით მიმდინარეობს რეგენერაციული აგროკულტურის პრინციპების დანერგვა (პერმაკულტურა). „უდაბნო“ ამკვიდრებს თანამედროვე, ეფექტურ და მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას საქართველოში. მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მიმართულებით ფუნქციონირებს ფერმები, კერძოდ კამეჩების, ძროხების, ცხვრებისა და ქათმების ფერმები.
უკვე ამუშავდა ნუშის გადამამუშავებელი საწარმოო ხაზი, რომლის საშუალებითაც მიიღება სხვადასხვა ტიპის პროდუქტი - გარჩეული, მოხალული და მარილიანი ნუში, გარდა ამისა იგეგმება ნუშის რძის, ნუშის ფქვილისა და პასტის წარმოება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, კომპანია საშუალებას მისცემს ადგილობრივ ფერმერებს უდაბნოს ქარხანაში დანერგილი სტანდარტების მიხედვით გადაამუშავონ თავიანთი მოსავალი. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ნუშის ბიზნესის და აგრო ტურიზმის განვითარება, ახალგაზრდებში ინტერესის ამაღლება და მსოფლიოში სახელის დამკვიდრება.

პიცერიების ქსელი “პაცცა” პირველივე დღიდან თავისუფალ და გულწრფელ კომუნიკაციას ამყარებს მომხმარებელთან, ხუმრობა, შენობითი ფორმა, არანაირი ფორმალობა, შეცდომის აღიარება, გამოსწორება, გულწრფელი ბოდიში და არანაირი ტყუილი, არასოდეს. ამ ბიზნესის უკან დგას ცოლ-ქმარი, გასტრონომიული მკვლევარები, რესტორატორები, ტელეწამყვანები და 3 კულინარიული წიგნის ავტორები, შესაბამისად, მათ ზუსტად იციან, როგორ უნდა იგრძნონ თავი თანამშრომლებმა იმისათვის, რომ მერე სხვებსაც კარგად აგრძნობინონ თავი.
არანაირი ზეგანაკვეთური სამუშაო, არანაირი ადმინისტრაციული თუ დისციპლინური სასჯელი, მაქსიმალურად ცოტა სამუშაო საათი და საშუალოზე მაღალი ანაზღაურება, რათა თანამშრომლებმა იგრძნონ, რომ მათი შრომა და პირადი ცხოვრება, ერთნაირად ფასეულია ჩვენთვის. ასეთი კადრი, ყოვლეთვის ბედნიერია და ეს ბედნიერება აუცილებლად ედება მომხმარებელსაც. გარდა გემრიელი პროდუქტისა, არსებობის მესამე წელს, მადლიერია მომხმარებელი სწორი და გულწრფელი დამოკიდებულებისთვის.
„პაცცას“ მთავარი ღირებულებაა, რომ იყოს ნამდვილი, თუ უშვებს შეცდომებს, აღიაროს, ამასთან, ყველა ცვლილება და განახლება გამოიტანოს სააშკარაოზე - იქნება ეს პროდუქტის შეცვლა, სოციალური პოზიცია და სხვა. პიცა, სახალხო და სახლური, იტალიურად ხალისიანი და ხმაურიანი კერძია, ამიტომ რაც მას პირველ რიგში უხდება და სჭირდება, სწორედ მეგობრობა, სიცილი და პოზიტიური ხმაურია. ხალხს ეს კომუნიკაცია ძალიან შეუყვარდა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში ჩატარებულ გამოკითხვებში, „პაცცას“ კომუნიკაციის ფორმა, ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, რამდენადაც, ეს არა ბიზნეს-სტრატეგიული, არამედ უბრალოდ გულწრფელი კომუნიკაციაა.
Სასტუმრო “ეპიზოდი” არის პირველი სრულად ტექნოლოგიური სასტუმრო საქართველოში, რეგიონში. ეპიზოდის შექმნის იდეა გაჩნდა პანდემიამდე და პანდემიის დადგომამ კიდევ უფრო ხელი შეუწყო მის საჭიროებას, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მომხმარებელს სჭირდებათ სივრცე, სადაც შეძლებს : მშვიდად მუშაობას, ინსპირაციის მიღებას, განმარტოებას, დამოუკიდებლად და სწრაფად სავალდებულო პროცესების გავლას, დისტანციურად მუშაობას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, მათ ამასთანავე არ აქვთ შეზღუდვა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მოგზაურობის.
ტექნოლოგიურობა გამოიხატება სხვადასვხა ინსტრუმენტებში, რომელსაც ეპიზოდი სთავაზობს როგორც მომხმარებლებს, ისე გუნდის წევრებს: ეპიზოდში მოსულ სტუმარს არ დახვდება ტრადიციული ე.წ reception desk, მას დახვდება სრულად ეპიზოდის გუნდის მიერ შექმნილი ე.წ kiosk , რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას 2 წუთში სრულად დამოუკიდებლად განახორციელოს რამდენიმე აქტივობა : check in, check out, ჯავშნის გაკეთება, გადახდა, და ბარათის აქტივაცია. Პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს ჯავშნის შემთხვევაში მეილზე მიღებული QR-ის გააქტიურება ან კრიპტო გადახდა, რომელიც მხოლოდ სასტუმრო ეპიზოდს აქვს საქართველოს სასტუმროების ინდუსტრიაში.
გარდა კიოსკისა, მომხმარებელს სთავაზობს ეპიზოდის აპლიკაციას, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ყველანაირი აქტივობის შეასრულება ნებისმიერი ლოკაციიდან. Აპლიკაცია მომხმარებლს აძლევს საშუალებას გაიაროს რეგისტრაციის პროცესი მარტივად - ნებისმიერ დროს და ადგილას. აპლიკაციაში მას ასევე უგენერირდება გასაღები, რომელიც სასტუმროში ნავიგაციისთვის არის სრულიად საკმარისი, მაგ: კარის გასაღებად, ლიფტით სარგებლობისთვის, და ა.შ მას ასევე შეუძლია გასაღები მეილის საშუალებით გაუზიაროს მეგობარს.
Აპლიაკციაში ჩაშენებულია ეპიზოდის გუნდის მიერ შექმნილი City Guide, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს ქალაქის ღირშესანიშნაობები, სასურველი რესტორნები და დაგეგმოს სხვადასხვა გასვლითი აქტივობა. ასევე მიიღოს ფასდაკლებები პარტნიორ კვების ობიექტებში. Გარდა ტექნოლოგიებისა, შექმნილია მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული სტუმრის ბედნიერებას და კმაყოფილებას.
Რაც შეეხება შიდა გუნდში ტექნოლოგიების დანერგვას, ყოველდღიურად მუშაობს სრულიად ახალი სასტუმროს მართვის სისტემით, რომელის ანალოგიც დღეს საქართველოს ბაზარზე არ არის დანერგილი. Სისტემა ეხმარება, რომ თითოეულ თანამშრომელს შეეძლოს დღის განმავლობაში სასტუმროს მდგომაროების მარტივად აღქმა. თითოეულს, არ აქვს მნიშვნელობა დეპარტამენტს, დავალება საკუთარ პლანშეტში უვარდებათ, რაც ორჯერ ამარტივებს პროცესებს, ამცირებს შეცდომის ალბათობას და უფრო მოქნილს ხდის თანამშრომლების რაოდენობის მართვას.
Veli.store ონლაინ საყიდლების პლატფორმაა, რომელიც 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ბაზარზე და მასში პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ველიზე საყიდლების შეგროვება 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი, ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები, ბარი&მეტი და სახლის მოვლა. კომპანიის შექმნის მიზანი და სტრატეგიული ხედვა, საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვაა და პირველი დღიდანვე გუნდი სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა.
კომპანიის ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე, უმტკივნეულო და კომფორტული სერვისის შექმნისას, რაც ითარგმნება: მარტივი და კომფორტული UX - მომხმარებელი სულ რამდენიმე ღილაკის დაჭერით რეგისტრირდება პლატფორმაზე და ყიდულობს პროდუქტს. მას არ უწევს არასაჭირო ინფორმაციის შეყვანა. განმეორებითი შეძენა სხვადასხვა მისამართზე ძალიან მარტივია, რადგან მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მისამართის და ამავდროულად საკუთარი მონაცემების და საბანკო ბარათების დამახსოვრება. მარტივი საძიებო სისტემა, რომელიც რამდენიმე წამს წაგართმევთ - ყველა პროდუქტს სისტემაში გაწერილი აქვს სხვადასხვა საძიებო თაგი, რომლითაც მომხმარებელი შესაძლოა ეძებდეს სასურველ პროდუქტს.
ამ მექანიზმის დახმარებით, Veli.store-ზე მომხმარებელი მარტივად პოულობს სასურველ ნივთს, ნებისმიერი მასთან დაკავშირებული სიტყვის ჩაწერისას. სწრაფი და კომფორტული მიტანის სერვისი: მომხმარებელი თავად ირჩევს დროის მონაკვეთს, რომელშიც სურს რომ მიიღოს შეკვეთა. მსგავსი ფუნქციონალი ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომფორტულად სასურველ დროს შეუკვეთოს პროდუქტი და არ იღელვოს იმაზე, იქნება თუ არა ადგილზე მაშინ, როდესაც კურიერი ამანათს მოიტანს. მოტანის პროცესის გამჭვირვალეობა - შეკვეთის მომენტიდან შეკვეთის ჩაბარებამდე მომხმარებელი ყველა ეტაპზე იღებს SMS და email-ით ინფორმაციას მისი შეკვეთის სტატუსის შესახებ. უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით - რაც დამატებით კომფორტს ქმნის ყველა მომხმარებლისთვის.
მარტივი და უმტკივნეულო დაბრუნების პროცესი - თუ პროდუქტი ის არ აღმოჩნდა, რასაც მომხმარებელი ელოდა, მას მარტივად შეუძლია დააბრუნოს პროდუქტი და დაიბრუნოს თანხა. ძლიერი საოპერაციო სისტემა, რომელიც შემდეგი ღერძებისგან შედგება: ყველა პროდუქტი, რომელსაც ველი ყიდის მოთავსებულია ველის დიდ საწყობში. საოპერაციო სოფტის დახმარებით, პროდუქტის აღებას და მომხმარებლისთვის გასაგზავნად მომზადებას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება. საკუთარი საკურიერო სერვისი - რომელიც სხვადასხვა უბნებზე არის დანიშნული, რაც უზრუნველყოფს შენაძენის 3 საათში მომხმარებელთან მიწოდებას.
მომხმარებელზე ფოკუსირებული გუნდი - კომპანიაში ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მომხმარებელთან პირდაპირი შეხება აქვთ გადიან ინტენსიურ გადასამზადებელ კურსებს კვარტალში ერთხელ. იმ გუნდებს, რომლებსაც მომხმარებელთან უშუალო შეხება აქვთ მუდმივად უტარდებათ პიროვნული უნარების ტრენინგებიც. ყველა მიდგომა, რომელსაც კომპანია იყენებს სტანდარტიზებულია ტექნოლოგიურად, რაც ნიშნავს, რომ გამოცდილება არის კონსისტენტური გადაცდომების გარეშე. სწორედ მომსახურების ხარისხის ერთგვაროვნება იწვევს მომხმარებელთა კმაყოფილ შეფასებებს როგორც facebook, ასევე google-ის პლატფორმებზე.