ლიტერატურა

მობილურით კითხვის 7 უპირატესობა

„საბა"

თებერვალი 27, 2021

რატომ უნდა ვიკითხო წიგნები მობილურში, როცა ამისთვის შემიძლია, რომ ბეჭდური წიგნი გამოვიყენო? ამ სრულიად სამართლიან კითხვას მარტივი პასუხი აქვს. ცხადია, როდესაც ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ბუხართან თბილად მოვკალათდეთ და ჩვენი საყვარელი ბეჭდური წიგნი ვიკითხოთ, ასეთ დროს ალტერნატივის ძებნა აუცილებელი არაა, მაგრამ ჩვენი ყოველდღიურობა ასე მარტივად როდია მოწყობილი - ხან ერთი პრობლემა იჩენს თავს, ხან მეორე. მობილურით კითხვას კი, როგორც აღმოჩნდა, პრობლემური გარემო დიდად ვერ უშლის ხელს და კომფორტული გარემო ხო მით უმეტეს. მოკლედ რომ ვთქვათ, მობილურით კითხვას აქვს არაერთი უპირატესობა ბეჭდურ წიგნებთან მიმართებით და ახლა რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ.

1.  ყოველთვის შეგიძლია, რომ თან ატარო

კი ამბობდა გურამ დოჩანაშვილის ცნობილი პერსონაჟი, ფართოჯიბიანი შარვლები მომწონს, რადგან წიგნების ტარება შემეძლებაო, მაგრამ რაც არ უნდა დიდი ჯიბე ჰქონდეს შარვალს, ვერც ჯოისის “ულისეს” დაიტევს, ვერც თომას მანის “ჯადოსნურ მთას” და რა მოთვლის კიდევ ასეთ წიგნებს. მობილური კი სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ჯიბეშიც მარტივად მოთავსდეს და ყველგან შეძლო მისი ტარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელექტრონული წიგნების წაკითხვა ყველგან შეგეძლება; საკუთარ სახლში, მეგობართან, რიგში ყოფნისას, ქალაქგარეთ გასულს თუ სხვა ნებისმიერ ადგილას.

ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა - რომ კითხვის შესაძლებლობა გქონდეს ყველგან და ყოველთვის.

 

2.  ერთდროულად იტევს უამრავ წიგნს

ერთ-ერთი მთავარი ღირსება ელექტრონული წიგნებისა ისაა, რომ ბეჭდური წიგნებისგან განსხვავებით, მათი ტირაჟები არ იწურება და არც დეფიციტური წიგნები არსებობს. ელექტრონული წიგნების რაოდენობა შეუზღუდავია. შესაბამისად, მათი შოვნაც ბევრად მარტივია.

3.  წიგნები ბევრად მარტივად საშოვნელია

ერთია მოწყობილობის ყველგან ტარების შესაძლებლობა და მეორეა ის, რომ იგი ათასობით წიგნს იტევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დოჩანაშვილის ზემოთხსენებული პერსონაჟი ჯიბით ერთ წიგნს ატარებდა, ჩვენ ჯიბით ბიბლიოთეკის ტარება შეგვიძლია. რომელიმე წიგნის კითხვისას აღმოვაჩინეთ რომ ეს წიგნი მთლად საჩვენო არ ყოფილა? რა პრობლემაა, შეგვიძლია დავაბრუნოთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში და ახალი წიგნი გადმოვწეროთ.

4.  ნაკლები ფასი და მარტივი ხელმისაწვდომობა

კიდევ ერთი უპირატესობა ელექტრონული წიგნებისა მათი ნაკლები ფასია. საბას აპლიკაციაში ყველაზე პოპულარული თვიური პაკეტის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე ერთი ბეჭდური წიგნის საშუალო ფასი. და ეს მაშინ, როცა ამ პაკეტით წვდომას იღებ არა ერთ, არამედ 6500-ზე მეტ წიგნზე.

5.  შეგიძლია არამხოლოდ იკითხო, არამედ ხმოვან წიგნებსაც უსმინო

კითხვა სულ რომ ძალიანაც უყვარდეთ, კითხვის დრო ყველას არ აქვს. ამის მიზეზი არაერთია: მუშაობა, საშინაო საქმეები და ა.შ. ასეთ დროს კითხვას კარგი ალტერნატივა აქვს - მოსმენა. საბაზე არაერთი ხმოვანი წიგნია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოუსმინოთ თქვენთვის საინტერესო წიგნებს ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი საქმის პარალელურად.

6.  ფონტების ზომისა და სხვა დეტალების კონტროლი

საბას აპლიკაციაში შეგიძლიათ, რომ თავად მოირგოთ ფონტის ზომა, ფონი, ფერი და ა.შ. რისი ფუფუნებაც უკვე დაბეჭდილ წიგნზე, ცხადია, არ გვაქვს. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ გემოვნებასთან კავშირში შეიძლება გვეგონოს (არც უმაგისობაა), თუმცა მცირე ზომის ფონტით დაბეჭდილი წიგნი ბევრი მკითხველისთვის პრობლემას წარმოადგენს.

7.  ელექტრონული წიგნი სულაც არაა ბეჭდურის მტერი

ყველაზე ცნობილი უცხოენოვანი ფორუმის მომხმარებელი წერდა, რომ მისთვის ელექტრონული წიგნები იყო არა ის, რაც უნდა დავუპირისპიროთ ბეჭდურ წიგნებს, არამედ ის, რაც ბეჭდურ წიგნებს ავსებს. ასე მაგალითად, მისი თქმით, სახლში ყოფნისას იგი ხშირად კითხულობდა ბეჭდურ წიგნებს, მაგრამ სადმე წასვლის შემთხვევაში ამ წიგნების თან ტარებას ერჩივნა, რომ მათი კითხვა მობილურში გაეგრძელებინა. ასე რომ, ელექტრონული წიგნები სულაც არაა ბეჭდურის მტერი, ორივეს გამოყენება ისე შეგვიძლია, რომ ერთმანეთს ავსებდნენ.



ავტორი: „საბა"