კულტურა ლიტერატურა

გალაკტიონ ტაბიძე, 1891-1959

saba.com.ge

მარტი 18, 2019

60 წლის წინ, 17 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა გალაკტიონ ტაბიძე. 1959 წელს, 67 წლის გალაკტიონი მაშინდელი სამკურნალო კომბინატის პირველი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა.


ერთი წლით ადრე, 1958 წელს, მწერალმა და გალაკტიონის შემოქმედების მკვლევარმა, ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონის რჩეული შეადგინა - სწორედ მაშინ შეხვდნენ პირველად. პოეტმა, თურმე, ამოსარჩევად გამომცემლობაში 9 ტომის მასალა მიიტანა. დარჩენილი მასალები გამომცემლობიდან გალაკტიონის სახლში ერთად გადაიტანეს - გალაკტიონის სახლშიც მაშინ მოხვდა პირველად...



ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე 



1988 წელს კი პირველად დაიბეჭდება ვახტანგ ჯავახაძის ცნობილი „უცნობი“, ბიოგრაფიული და საოცრად პოეტური წიგნი გალაკტიონზე, თითქოს ყველაზე ნაცნობ და მაინც უცნობ გენიოსზე.


ნაწყვეტები ვახტანგ ჯავახაძის წიგნიდან „უცნობი

ვინ იყო იგი?



პასუხის სიცხადისათვის წუთით წარმოვიდგინოთ ქართული პოეზია უგალაკტიონოდ! ამ ძნელად წარმოსადგენი ვარიანტის ვარიანტებიცთვითონ წარმოუდგენია:


გალაკტიონი ჩვენ რომ არ გვყავდეს, ჩვენ რომ არ გვყავდეს გალაკტიონი, გალაკტიონი რომ არ გვყავდეს ჩვენ.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე



ოცდახუთი წლის გალაკტიონ ტაბიძემ დაწერა: 

- როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი! 


ექვსი წლის შემდგ გაიმეორა:



არ აპატიეს!აშკარა უპირატესობა არ აპატიეს!" "ვწუხვარ: ერთადერთი ვარ!


ფოტო: ლიტერატურის მუზეუმის არქივი 

აშკარა უპირატესობის გამომჟღავნება ადამიანის წინაშე, და თანაც მოწმეთა თანდასწრებით, რა თქმა უნდა უდიდესი სითავხედეა, რაც ნაცვალგებასმოითხოვს; თავმოყვარეობაშელახულიც, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ დაიწყებს საბაბის ძებნას, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენოს და სამაგიერო გადაგვიხადოს;მაშინ ის გონიერების სფეროდან ნებელობის სფეროში გადადის, სადაც ჭკუა-გონების მხრივ ყველა თანასწორია (ართურ შოპენჰაუერი).თვითონ გაგავაფრთხილა:


საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არა ჰგავს.

ვაჟა-ფშაველას მეუღლესთან ერთად 

სხვასთან ერთად იშვიათად შემხვედრია.




– ძალიან მარტო დარჩა. მეტისმეტად მარტო.










– პოეტი, რომელსაც უყვარს მარტოობა.მთელი ცხოვრება მარტო გაატარა თითქმის.

მეგობარივით ყველგან ახლდა თავისი განუყრელი მარტოობა.



– ჩემი მეგობრები სოფელში მხოლოდ წიგნები იქნებიან
– ამიერიდან მრჩება ერთადერთი მეგობარი – „წიგნი“.
– არასდროს მარტო მე არ ვყოფილვარ: ჩემს გვერდით იყო წვიმა და ქარი. – პოეტი არასდროს მარტო არ არის.

ერთადერთი სტრიქონი დაწერა და დაბეჯითებით შემოგვედავა:


– თქვენ, რა თქმა უნდა, არ გესმით ჩემი.


სათაურიც მოინიშნა: „საშინელი მარტოობა“.


კატეგორიულად განაცხადა:


- მე მქონდა საკუთარი ტრაგედია.


17 მაისს სოხუმის სასტუმროში პასპორტი დაუწუნეს: – სასტუმროში გამომიცხადეს, პასპორტი არ გივარგაო. ჰმ... ხომ არაა დასაწყისი?გაგვენდო – განიცადა – გალექსა:



– ადრე ვბერდები. – საშინლად დავბერდი სოფელში.


მე სიბერის დამტრიალებს ძერა.და მთელი ეს უნდობლობა, ორჭოფობა, მერყეობა, ყოყმანი, ეჭვიანობა, შავი და თეთრი ფერების გამოცხადება და მოძალება, უცხო ხმების მოჭარბება დაუცნობი აჩრდილების მოლანდება – დაასრულა სასოწარკვეთილი შეძახილით:


– ოჰ, რომ იცოდე, როგორ მწყურია სიკვდილი


1959 წლის 17 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა, დიდი პოეტი - გალაკტიონ ტაბიძე.


ავტორი: saba.com.ge

გალაკტიონი, "რჩეული ლექსები"

ვახტანგ ჯავახაძე, "უცნობი"