თებერვალი 28, 2023
საყიდლების ციფრული ველი, შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესებსაც სთავაზობს.
თიბისი ბიზნეს ნაკრების VISA ბარათის მომხმარებლებს ველიზე ბიზნეს ანგარიშით საყიდლების შეძენისას 30%-ს, მაქსიმუმ 200₾-ის, ერთჯერადად დაბრუნება შეუძლიათ.
Veli.store-ზე ბიზნესის მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: ასობით ვირტუალურ თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან. ამასთანავე, ვებგვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათის თბილისში იმავე დღეს, სასურველ დროს მიწოდება კიდევ ერთ უპირატესობას ქმნის.
შეუფერხებელი და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილების შედეგად, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენტულ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო დაზოგონ.
10 ნივთი, რომელიც შენი ბიზნესისთვის
VELI.store-ზე უნდა შეიძინო:
პროექტორი
Xiaomi Mi Smart Projector 2 Pro 220 ვატიანი პროექტორი ნებისმიერი გამოსახულების დიდ ეკრანზე ჩვენების შესაძლებელს გაძლევს. მინი პროექტორით პრეზენტაციის წარდგენა ნებისმიერ დროსა თუ ადგილზეა შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ WiFi ქსელთან დაკავშირებაა საჭირო.

Xiaomi Mi Smart Projector 2 Pro არის კომპაქტური ზომის, რაც მის გადაადგილებას ძალიან ამარტივებს. ის იწონის 3.7 კილოგრამს და სიმაღლეში მხოლოდ 14.3 სმ-ია. მოწყობილობასთან Bluetooth-ის მეშვეობით შეგიძლიათ უკაბელო დინამიკები ან ყურსასმენები დააკავშიროთ ან თავად პროექტორი გამოიყენო Bluetooth დინამიკად და ისიამოვნო სუფთა და მკაფიო ჟღერადობით.
Მაგიდის სანათი
მუშაობის დროს კარგი განათება ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არაერთი კვლევაც არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობისთვის ოთახში საკმარისი განათება აუცილებელია.

Avonni-ს ეს სანათი იდეალურად მოერგება ინტერიერს, რომელშიც მთავარ ხასიათს აქსესუარები ქმნის.
ჰაერის დამატენიანებელი
Xiaomi ჰაერის დამატენიანებლის დახმარებით ოფისში მუდამ ჯანსაღი, ნოტიო და სუფთა ჰაერი იტრიალებს. ჰაერის დამატენიანებელი იდეალურია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

ზამთარში, გამათბობლის გამო ჰაერი ოთახში ზედმეტად მშრალია, ხოლო ზაფხულში სიცხისა და მზის დამსახურებით, ამიტომ ჰაერის დამატენიანებელი ყველა სეზონზე საჭირო და გამოსადეგია.
Apple MacBook Air M2
Apple MacBook Air M2 სპეციალურად MacBook-ისთვის შექმნილი, Apple ის უძლიერესი, 8 ბირთვიანი ენერგოეფექტური M2 პროცესორითაა აღჭურვილი. Apple M2 ჩიპი Mac ის უნიკალური ტექნოლოგიების შეუფერხებლად გამოყენების საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს პროდუქტიულობასა და ენერგოეფექტიანობას.
გასაოცარი სიჩქარისა და წარმადობის წყალობით MacBook Air M2 მარტივად უმკლავდება ყველაზე ინტენსიურ ამოცანებს, მაგალითად, ფოტოების რედაქტირებას პროფესიონალურ დონეზე და რთული გრაფიკის თამაშებს. M2 ჩიპის 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი არა მარტო 3.5x მდე უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის პროცესორები, არამედ რაციონალურადაც ანაწილებს ამოცანებს წარმადობისა და ეფექტიანობის ბირთვებზე.
ეფექტიანობის ბირთვები მარტივად უმკლავდება ყოველდღიურ საქმეებს და ამასთან, ათჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. M1 პროცესორთან შედარებით, M2 1.4x უფრო სწრაფ ვიდეო ედითინგის პერფორმანსს გვთავაზობს. ამ მიზეზების გამო MacBook Air M2 ოფისისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ნოუთბუქად ითვლება.
მაუსი
Microsoft Surface Arc Touch უსადენო, მსუბუქი და ჩუმი მაუსია, რომელიც მუშაობისას მაქსიმალური კომფორტისთვის შეიქმნა. მისი ფორმა ერგება მტევანს და არ ღლის მაჯას.

მისი Optical სენსორის წყალობით, მაუსი სწრაფად აღიქვამს და რეაგირებს გადაადგილებაზე. კორპუსში ჩაშენებული Touch Scroll საშუალებას გაძლევს სქროლო, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მაუსი უსადენოდ უკავშირდება ნებისმიერ მოწყობილობას Bluetooth-ის საშუალებით და უპრობლემოდ მუშაობს 10 მეტრის რადიუსში.
Swan-ის მიკროტალღური ღუმელი
Swan პრაქტიკული და მარტივად სამართავი მიკროტალღური ღუმელი იდეალურია ოფისში ლანჩისთვის. მას გალღობის, სწრაფი გაცხელების, ავტომატური და სწრაფი მომზადების რეჟიმები აქვს, რაც მის გამოყენებას ძალიან აადვილებს.

პრაქტიკულობასთან ერთად მიკროტალღურ ღუმელს დახვეწილი ვიზუალი აქვს. სკანდინავიური ესთეტიკისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური დიზაინი მსუბუქ და ნათელ ტონებს შეიტანს ნებისმიერი ოთახის ინტერიერში.
თარო
ოფისში სავარაუდოდ ბევრი ისეთი ნივთი თუ საბუთია, რომელსაც ბევრი ადგილი სჭირდება, თუმცა გინდა, რომ ეს ყველაფერი ლამაზად და ორგანიზებულად ჩანდეს.

IP კამერა
Xiaomi-ს უსაფრთხოების კამერას მაღალი რეზოლუცია და ხარისხი აქვს. ფოტოებსა და ვიდეოებში უმცირესი დეტალების გარჩევაც კი შესაძლებელია. ფორმების გარჩევა დაბალი განათების პირობებშიც მკვეთრად და მკაფიოდაა შესაძლებელი როგორც დღისით, ასევე ღამით.

კამერის ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის ფიგურას ამოცნობა 7 მეტრის დაშორებით შეუძლია. ის აფიქსირებს მოძრაობებს, გადაადგილების მიმართულებებს და აგზავნის განგაშის სიგნალს, თუ შენობასთან უცხო პირია.
უსაფრთხოების კამერას აქვს 130°-იანი პანორამული ხედვა და სწორ ადგილას განთავსების შემთხვევაში, სასურველი არეალის სრულად დანახვის საშუალებას იძლევა.
Moleskine-ის ბლოკნოტი
Moleskine-ის ბლოკნოტები ყველა დაკავებული ადამიანის საყვარელი ადგილია ჩანაწერებისთვის. განსაკუთრებით კი სამუშაო დროს, როცა ბევრი იდეა ერთდროულად მოგდის და არ გინდა რომელიმე დაგავიწყდეს.

Სამუშაო მაგიდა
Სამუშაო მაგიდა ის ადგილია, რომელთანაც ოფისში ყველაზე დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული, ხარისხიანი და კომფორტული იყოს.
ეს მოდელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ხარისხიც ძალიან კარგი აქვს, ლითონის კონსტრუქციას ეყრდნობა, რომელიც არ იკაწრება და უჟანგავია. თუ სამუშაო მაგიდის გარდა ჟურნალების მაგიდასაც ეძებ, რომელიც შესვენობის დროს ყავის დასალევად იდეალური იქნება - მაშინ Koopman-ის მეტალის მაგიდა აუცილებლად ნახე.
შეარჩიე ყველაფერი შენი ბიზნესისთვის ერთ სივრცეში, გადახადე თიბისი ბიზნეს ნაკრების VISA ბარათით და დაიბრუნე 30%, მაქსიმუმ 200₾, ერთჯერადად.
ველიდან ნებისმიერ შეკვეთას თბილისში იმავე დღეს მიიღებ, მიწოდება ყველგან უფასოა და მიტანის დროსაც თავად ირჩევ.