სიახლეები

ერთგული ყველასთვის — დააგროვე ქულები ნებისმიერი ბარათით

ნოემბერი 30, 2023

თუ ლექსიკონში სიტყვა “ერთგულს” მოძებნი, ასეთ განმარტებას იპოვი: “ვინმეს ან რაიმეს მიმართ სიყვარულით აღსავსე, მისთვის თავდადებული”.


თიბისისთვის კი ამ სიტყვას კიდევ უფრო ფართო გაგება აქვს — ესაა ბრენდის გზა, გამოხატოს მადლიერება შენი, როგორც საიმედო მომხმარებლის მიმართ. 

ერთგული ლოიალობის პროგრამაა, რომელიც ზუსტად გამოხატავს თიბისის მისიას, გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება და მუდმივად გაანებივროს სიახლეებით.

პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, დააგროვო ქულები, მიიღო სპეციალური შეთავაზებები და შეიძინო სასურველი ნივთები მეტი ფასდაკლებით.

სიახლე ერთგულისგან

თუ თიბისის საბანკო ნაკრების მფლობელი ხარ ან გაქვს სახელფასო ბარათი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ერთგული ხარ — სარგებლობ შეთავაზებებით და აგროვებ მეტ ქულას პარტნიორ ობიექტებში შოპინგისთვის. 


ამიერიდან ყველა ტრანზაქცია შესაძლებლობაა, დააგროვო მეტი და გადახვიდე “ერთგულების” ახალ ეტაპზე. რაც მთავარია, ქულები გროვდება თიბისის ნებისმიერი ბარათით, ინფორმაცია კი შენი, როგორც ერთგული მომხმარებლის აქტიურობის შესახებ ციფრულ ბანკში ერთიანდება.

ქულების დაგროვების წესი და დარიცხვის ეტაპები

ქულების დაგროვება ახლა კიდევ უფრო მარტივი გახდა. რაც მეტს იხდი თიბისის ბარათით, მეტსაც აგროვებ.

კიდევ უფრო მეტი ქულა გერიცხება, თუ თიბისის სხვა პროდუქტების მომხმარებელიც ხარ, მაგალითად, სარგებლობ ვადიანი ანაბრით ან სესხით. 


იმის მიხედვით, თუ რამდენ ტრანზაქციას ახორციელებ თვის განმავლობაში, დარიცხვის სხვადასხვა ეტაპი გენიჭება. ამ ეტაპების შემოწმება ციფრულ ბანკში შეიძლება, სადაც თითოეული ეტაპი შესაბამისი რაოდენობის გულითაა აღნიშნული. მომდევნო ეტაპზე გადასვლისას კი მეტის დაგროვების შესაძლებლობა გეძლევა.


ერთგულის ლოიალობის პროგრამის ბენეფიტები მომხმარებლების აქტიურობას ერგება. ახლა სამი სტანდარტული დარიცხვის ეტაპია ხოლო მეოთხე ექსკლუზიური ეტაპი კონცეპტ მომხმარებლებისთვისაა, რომლებიც თვეში 40 ან მეტ ტრანზაქციას ახორციელებენ.

💙 

თუ თვეში გაქვს ბარათით 25-მდე გადახდა, ქულა მხოლოდ შეთავაზებების ფარგლებში დაგერიცხება

💙💙

ბარათით 25-ზე მეტი გადახდის შემთხვევაში, აგროვებ გადახდილი თანხის 0.1% -3% ერთგულ ქულას, ყოველ გადახდაზე

💙💙💙

თუ თვეში გაქვს ბარათით 30-ზე მეტი გადახდა და სესხი ან ვადიანი ანაბარი ყოველ საბარათე გადახდაზე გერიცხება 0.2% -4% ერთგული ქულა

💙💙💙💙

თუ გაქვს კონცეპტ ნაკრები, თვეში ბარათით 40-ზე მეტი გადახდა, ვადიანი ანაბარი ან სესხი - 0.3% -5% ერთგულ ქულას აგროვებ ყოველ გადახდაზე

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჭირო რაოდენობის ტრანზაქციას ვერ შეასრულებ, დარიცხვის იმავე ეტაპს 1 თვის განმავლობაში შეინარჩუნებ.


ეს ეტაპები ერთგულის საკრედიტო ბარათზე არ ვრცელდება. მისი გამოყენებისას

0.5%-დან 11%-მდე ერთგული ქულა გროვდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის საკრედიტო ბარათი გაქვს.

გადახდა ციფრული ბანკით

გამარტივდა ქულების გამოყენებაც. ბარათის გამოყენების ნაცვლად, ამიერიდან პარტნიორ ობიექტში მარტივად გადაიხდი:

გახსნი ციფრული ბანკის აპლიკაციას


დააჭერ QR ნიშანს ზედა მარჯვენა კუთხეში


დაასკანერებ POS ტერმინალის ეკრანზე ამონათებულ QR კოდს


გადახდის მეთოდებში აირჩევ ერთგული ქულებით გადახდას


გამოიყენე თიბისის ბარათი და დააგროვე ერთგული ქულები ყველგან, სადაც თიბისის ტერმინალია. დააგროვე მეტი ქულა ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, მიადევნე თვალი ერთგულ შეთავაზებებს ციფრულ ბანკსა და ერთგულის ფეისბუქ გვერდზე და მიიღე უფრო მეტი ინფორმაცია.

თიბისი — შენი ერთგული