სიახლეები თიბისი შენთვის

„ქართული ლუდის კომპანია“ და თიბისი საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით მოამარაგებენ

აპრილი 04, 2020

„ქართული ლუდის კომპანია“ და თიბისი, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით მოამარაგებენ. თიბისი აღნიშნულ ინიციატივაში პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში ჩაერთო, რომელიც COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა და მისი მიზანი ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივებაა.


„თიბისის და მისი კორპორაციული პარტნიორების თანამშრომლობა მნიშნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არსებული საჭიროებების შესაბამისი ზომების მისაღებად.“


თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე - გიორგი თხელიძე.