თიბისელები

გუნდის ფასი

ივლისი 14, 2019

მერი ჩაჩანიძე

თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესის დეპარტამენტში, მერი ჩაჩანიძის გუნდში, სულ 15 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 – ქალია.


მერი ჩაჩანიძე – თიბისი ბანკის გუნდს 2 წლის წინ შემოუერთდა კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მანამდე მუშაობდა ამერიკულ საინვესტიციო ფონდში, რომელიც ფარავს 25 განვითარებად ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიაში 16 ინვესტიციის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა როგორც ინვესტირების, ისე ამ კომპანიების განვითარების და შემდეგ ბიზნესიდან გამოსვლის ეტაპებში. 10 წლის განმავლობაში იყო 10–მდე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამბობს, რომ 10 წლის შემდეგ გადაწყვიტა ახალ მასშტაბზე გასულიყო და ამიტომაც აირჩია თიბისი ბანკი.


მაია პავერმანი – თიბისი ბანკის გუნდს 2010 წელს შემოუერთდა და დღეს კორპორატიულ და საინვესტიციო დეპარტამენტში ჰორეკას და კომერციული უძრავი ქონების სექტორის უფროსია. ადრე, ამავე ბანკში, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა. ამბობს, რომ თიბისი ბანკმა შესაძლებლობა მისცა, კავკასიის ბიზნეს სკოლაში მიღებული ცოდნა იმ საქმედ ექცია, რომელიც ძალიან აინტერესებს და თან იცის, რომ თავისი საქმით წვლილი შეაქვს ეკონომიკური და სოციალური გარემოს განვითარებაში.


ნინო ასკილაშვილი – თიბისი ბანკის გუნდს 4 წლის წინ შემოუერთდა და დღეს უფროსი კორპორატიული ბანკირის პოზიციაზეა. პირველად ბანკში ანალიტიკოსი იყო, შემდეგ რამდენიმე საფეხური გაიარა და ახლა იგივე მიმართულებას მართავს, რაშიც თავის დროზე წვლილი შეჰქონდა, როგორც ანალიტიკოსს. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ჩართული იყო მსხვილ და რთულ პროექტებში, რასაც ერთი მხრივ აღიქვამდა როგორც კორპორატიული და საინვესტიციო დეპარტამენტის და პარტნიორების წინაშე არსებულ დიდ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ – როგორც შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად აეთვისებინა წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო ყველა უნარ–ჩვევა.


თათა ანჯაფარიძე – თიბისი ჯგუფს 2007 წელს, ჯერ კიდევ კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტი შემოუერთდა. 3 წელი თიბისი ლიზინგის ფინანსურ დეპარტამენტში იმუშავა, 2010 წლიდან უკვე ბანკში გადმოვიდა, ანალიტიკოსის ყველა საფეხური გაიარა და დღეს უფროსი კორპორატიული ბანკირის პოზიციას იკავებს. მის კარიერაში იყო მნიშვნელოვანი პროექტები და მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა. თვლის, რომ თიბისი ბანკის წარმატების მთავარი ფორმულა: თვითგანვითარება, თიბისელების შრომისმოყვარეობა, კომუნიკაციისა და დაბრკოლებების გადალახვის უნარია. თათასთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რომლებიც თიბისის კორპორატიულ კულტურას ასახავს მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თანამედროვე სამყაროს გამოწვევების გააზრება და ჯანსაღი გარემო კი ბანკს განვითარებაში მუდმივად ეხმარება.

მაია პავერმანი

ეს ოთხი ქალი საქართველოს #1 ბანკში ტოპ მსესხებლების დიდ ნაწილს – ჯამში დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის პორტფელს მართავს. თიბისი ბანკის ამ დეპარტამენტში სულ 15 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 – ქალია.



თიბისი ბანკი დღეს უმსხვილესი საბანკო ჯგუფია როგორც საქართველოში, ისე კავკასიის რეგიონში და კორპორატიულ საბანკო ბიზნესშიც უპირობო ლიდერია. თანამედროვე სამყაროში კორპორაციებს განსხვავებული გამოწვევები და საჭიროებები აქვთ, მაგრამ ფაქტია: როცა მათი #1 არჩევანი ხარ ბაზარზე არსებულ ყველა სხვა ბანკს შორის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაქვს პასუხები საჭირო კითხვებზე და კლიენტებს სასესხო მომსახურებაზე მეტს სთავაზობ. რა არის მეტი? – ამაზე დღევანდელი ინტერვიუს ყველა რესპოდენტს ერთი პასუხი აქვს: ქართული თუ საერთაშორისო კომპანიები თიბისი ბანკის კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას ირჩევენ არა მხოლოდ მოქნილი საკრედიტო პაკეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ თიბისის ეს მომსახურება გამოირჩევა კლიენტზე ორიენტირებული, გრძელვადიანი პარტნიორული თანამშრომლობით.



ეს სტრატეგიაც, საბოლოო ჯამში, თიბისი ბანკის მთავარი მისიის ნაწილია – შექმნას შესაძლებლობები ადამიანებისთვის, იდეებისა და ბიზნესებისთვის. ამისთვის ბაზარზე პირველობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. „ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია და კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენსკლიენტებთან. გვინდა გავხდეთ შეუცვლელი მრჩეველი, რომელიც მათთან ერთად ფიქრობსახალ შესაძლებლობებზე და ეხმარება მათ ახალი და საინტერესო გამოწვევებისგადალახვაში“ – ამბობს კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესის დირექტორის მოადგილე. მერი ჩაჩანიძეს მიაჩნია, რომ მის გუნდში დაგროვილია ის უნიკალური ექსპერტიზა, რაც მათ ეხმარება, გარკვეული შესაძლებლობები ზოგჯერ კლიენტზე უფრო ადრეც დაინახონ და მათ პროაქტიულად შესთავაზონ ამ შესაძლებლობების ერთად განხორციელება.



კონკრეტულ მაგალითს ვითხოვ და ვიღებ.


„ვცდილობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს წვდომა ჰქონდეთ დაფინანსების ალტერნატიულ და დივერსიფიცირებულ წყაროებზე, რომელიცმორგებული იქნება მათი ბიზნესის სპეციფიკაზე. როდესაც ვხედავთ შესაბამის პოტენციალს, პროაქტიულად ვურჩევთ და ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, მაგალითად, ბონდების გამოშვებაში. ასევე კარგი მაგალითია, ბაზრის კონსოლიდაცია და ყოველთვის, როდესაცვხედავთ შესაძლებლობას, ვთავაზობთ და ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ვერტიკალურ დაჰორიზონტალურ ინტეგრაციაში. ამ პროცესში აქტიურად გვეხმარება თიბისი კაპიტალი, სადაცსაჭირო ექსპერტიზა და გამოცდილებაა დაგროვილი პროცესების წარმატებითშესრულებისთვის, როგორიც არის ბონდების გამოშვება, ასევე M&A მრჩეველობა“,– ამბობს მერი ჩაჩანიძე.




„ნდობის გარეშე არ არსებობს წარმატება. ასეთი ნდობის მოპოვებას პროფესიონალიზმი, ურთიერთობების დამყარების უნარი, კრეატიული, ინდივიდუალური მიდგომა და კრიტიკულსიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა სჭირდება“, – ამბობს კორპორატიული ბანკირი თათა ანჯაფარიძე. ბანკში მუშაობამ თათას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა და ყოველთვის არსებობს სირთულის დაძლევის რამდენიმე გზა – მთავარია, სწორად შეარჩიო საუკეთესო.

ნინო ასკილაშვილი

ამას ახალი უნარები სჭირდება. მერი ჩაჩანიძის დაკვირვებით, ადრე თუ მნიშვნელოვანი იყო ფინანსების კარგად ცოდნა და ანალიზი, დღეს მხოლოდ ეს საკმარისი აღარ არის: „იმდენადდინამიური გარემოა, რომ ხშირად გიწევს გადაწყვეტილებების ძალიან სწრაფად მიღება დარეაგირება, ამიტომ კარგ ფინანსურ ანალიზთან ერთად, აუცილებელია, გქონდეს შინაგანიინტუიცია და სიტუაციის სწორი განჭვრეტის, კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი, გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე ფაქტებზე დაყრდნობით ამავე დროს სწრაფად დამარტივად“, – ამბობს მერი ჩაჩანიძე. მისი გუნდის წევრებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ საბანკო საქმე დინამიური პროცესია და თანამედროვე ხედვას, უნარებს და ცვლილებებთან ადაპტაციას საჭიროებს. მაია პავერმანი ფიქრობს, რომ დღევანდელი ბანკი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კლიენტის მიერ დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებით, აუცილებელია გვქონდეს დარგის ექსპერტული ცოდნა და ჩვენ თავად ვხედავდეთ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორებს.



კომპანიების ნდობის მოპოვებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება. ნინო ასკილაშვილის ამბობს: „მნიშვნელოვანია, რჩევა იყოს არგუმენტირებული, გარკვეული ფაქტებით და კარგადგააზრებული მოლოდინებით გამყარებული. თავად მრჩეველს უნდა ესმოდეს პარტნიორიკომპანიის ღირებულებები და გამოწვევები – ასევე, ჰქონდეს ფართო ხედვა შესაბამისსექტორზე და ამ სექტორის პოტენციალზე როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად, რომსაჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც დავეყრდნოთ“.



თათა ანჯაფარიძის აზრით კი, მთავარია, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება: „სწორედ ეს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქცევს კლიენტსშემდგომ უკვე პარტნიორად, რადგან სადაც ორმხრივი ნდობა და ჩართულობა არ არის, იქწარმატება ვერ იქნება“.



რა არის წარმატება და როგორ მიიღწევა? – მერი ჩაჩანიძეს სჯერა, რომ „როცა გუნდიიზიარებს საერთო ღირებულებებს და ამ გუნდს ისეთ მიზანს დაუსახავ, რომელიც ამღირებულებებთან თანხვედრაშია, მაშინ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო და ყველაფერს მიაღწიო“.



რა არის ეს საერთო ღირებულებები? – ნინო ასკილაშვილი ამბობს, რომ ეს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის იდეების მოსმენისა და გააზრების უნარია: „ამასემატება ბიუროკრატიის არარსებობა და განსაკუთრებული დამოკიდებულება გუნდში“.

თათა ანჯაფარიძე

„თიბისი ბანკში მმართველობის თანამედროვე მოდელია“, – ამბობს მერი ჩაჩანიძე: „ერთად ვმუშაობთ, ერთად ვმართავთ, პასუხისმგებლობას ვინაწილებთ. ესეც წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. თიბისი ბანკის და მისი პარტნიორების წარმატება, ცხადია, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაა. ბოლო წლებია ქვეყანაში პროგრესია, თუმცა ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნად ვითვლებით,“ – ამბობს მერი ჩაჩანიძე: „ყველა მხარემუნდა გადაინაწილოს თავისი წილი პასუხისმგებლობა – ბანკმა და ბიზნესმა ახალიშესაძლებლობები შექმნას და სახელმწიფო მათ მხარში დაუდგეს“.



ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთიდან ავიაფრენებზე გავრცელებული შეზღუდვების ფონზე, მაია პავერმანი თემას ტურიზმის მაგალითზე ავრცობს.



ტურიზმის სექტორი, 36%–იანი წილით საქონლის და სერვისის ჯამურ ექსპორტში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, ხოლო ტურისტების რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასაც კი გადააჭარბა.


„ასეთი დინამიური გარემო მოითხოვსყველა მხარის - ინვესტორი, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო - აქტიურ ჩართულობას, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ სერვისის ხარისხი და ღირსეული კონკურენცია გავუწიოთსხვა ტურისტულ ქალაქებს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ამ სექტორის განვითარებასა დადაფინანსებაში“, – ამბობს მაია პავერმანი:



„თიბისი ბანკის დაფინანსების წილი სასტუმროს დატურიზმის სექტორის 46,6%-ია, რაც მოიცავს როგორც მცირე ზომის საოჯახო ტიპისსასტუმროებს და შატოს პროექტებს, ისე მსხვილ და ბრენდირებულ სასტუმროებს. რუსულიავიაკომპანიების ფრენების აკრძალვა, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ასეთ დროსმოკლევადიანი ნეგატიური ეფექტის დასაძლევად, აუცილებელია, დროული და სწორირეაგირება. დღეს ჩვენ კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერის რეჟიმზე გადავდივართ. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ თიბისი ბანკმა პირველივე დღეს გამოთქვა მზადყოფნაინდივიდუალურად იმუშაოს შიდა პარტნიორთან, რაც გამოიხატება ბიზნესსა დამოქალაქეებიისათვის, მათთვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღებაში. სწრაფად რომ ესგამოწვევა ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ“.



თიბისი ბანკს გამოწვევების ძლიერ მხარედ ქცევა რომ შეუძლია, ეს ბევრჯერ გამოჩნდა. ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს, ალბათ, იმითაც ხერხდება, რომ იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც თავად არ ეშინიათ ახალი გამომწვევების, სჯერათ, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი, ახალი ინიციატივები, მუშაობენ გაბედულად და, რაც მთავარია, გუნდურად. მერი, ნინო, თათა, მაია – ერთი ასეთი გუნდის ნაწილია.

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: ანა ბოკო

forbeswoman.ge