მუსიკა | ცა

4GB 2017, დღე I

4GB უკვე მეშვიდედ ტარდება და ორგანიზატორებმა წელს პირველად გადაწყვიტეს ფესტივალი თბილისის ფარგლებს გარეთ, საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში ჩაეტარებინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სივრცე და ატმოსფერო ამ ფესტივალს თავის ესთეტიკას საკმარისად უნარჩუნებდა. სხვადასხვა გამოყოფილი სივრცეები, ინსტალაციები და ზოგადად ინფრასტრუქტურა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ სცენებს მოშორდე და უბრალოდ დაისვენო ან სხვა აქტივობებით დაკავდე.

მაისი 17, 2017

Hello Blog

4GB უკვე მეშვიდედ ტარდება და ორგანიზატორებმა წელს პირველად გადაწყვიტეს ფესტივალი თბილისის ფარგლებს გარეთ, საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში ჩაეტარებინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სივრცე და ატმოსფერო ამ ფესტივალს თავის ესთეტიკას საკმარისად უნარჩუნებდა. სხვადასხვა გამოყოფილი სივრცეები, ინსტალაციები და ზოგადად ინფრასტრუქტურა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ სცენებს მოშორდე და უბრალოდ დაისვენო ან სხვა აქტივობებით დაკავდე.

მიუხედავად იმისა, რომ გახსნის დღეს საუკეთესო ამინდი არ დაემთხვა, მონაწილე არტისტების შემადგენლობა იმდენად მიმზიდველი იყო, რომ მსმენელთა დიდი ნაწილი ამას არ შეუშინებია.

4GB-ის მთავარი სცენა სანდრო კოზმანიშვილის და ბაკურ მეტრეველის ახალი პროექტის, Ochtahoron-ის ლაივით გაიხსნა, რაც ნამდვილად კარგი დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან ამ ორი არტისტის დამსახურებით, სცენას პირველივე წუთებიდანვე სწორი კონტექსტი მიეცა. ვინაიდან პირველ დღეს ამ სივრცეში ძირითადად ლაივ აქტების უკრავდნენ, თავისთავად გამორიცხული იყო, რომ არტისტებს ერთმანეთისთვის ანგარიში გაეწიათ და ე.წ. warm up-ის პრინციპით ემოქმედათ. პირიქით, სცენაზე Ochtahoron საკმაოდ თავისუფალმა მოქმედებამ მსმენელიც მიახვედრა, რომ ამ სივრცეში ცეკვაზე მეტად მუსიკის მოსმენა მოუწევდათ. ყოველ შემთხვევაში, ღამის პირველ ნახევარში.

ამ დღეს ცეკვისთვის ბევრად შესაფერისი იყო Red Bull Music Academy-ის სცენა, სადაც Zeinkal-თან ერთად Young Marco და Gerd Janson უკრავდნენ.

Ochtahoron-ის შემდეგ The Orb-ის ჯერი დადგა, რომელმაც სავარაუდოდ 2017 წლის ფესტივალის დრამატურგულად ერთ-ერთი ყველაზე რთული ლაივი შესთავაზა მსმენელს, ჟღერადობის თუ სტილის ცვლილებების დინამიკადაკვრის გათვალისწინებით. ძალიან მალე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტის დრო დადგა. 1991 წელს გამოცემული სინგლის, Perpertual Dawn-ის დასრულებისთანავე, Steve Reich-ის Electric Counterpoint-ის ორიგინალური თემა გაჟღერდა, რაც მოასწავებდა, რომ მალე რიკი ლი ჯოუნსისი ხმასაც გავიგებდით და Little Fluffy Clouds-იც დაიწყებოდა. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია საინტერესო ინტერპრეტაციით იქნა დაკრული. პატერსონმა თავისი სხვა პროექტი, Transit King გაიხსენა და „Butterflies„ დაუკრა.

ლაივის ბოლო 20 წუთი ბევრდა უფრო დინამიური იყო, ვიდრე წინა ნაწილი, რამაც Moritz Von Oswvald-ისთვისაც უკეთ შეამზადა მსმენელი. სამწუხაროდ Oswvald-ის ლაივი იმდენად მოკლე ქრონომეტრაჟის იყო, რომ ლეგენდალურმა არტისტმა ბევრის თქმა ნამდვილად ვერ მოასწრო. თუმცა, ლაივის დინამიკას და სტანდარტულ რიტმული სექციაზე აქცენტს თუ გავითვალისწინებთ, მსმენელისთვის მისი მოსმენა გამოწვევა ნამდვილად არ ყოფილა. 

გამოწვევა შეიძლება ეწოდოს Shed-ის ლაივს, რომელიც ძირითადად მის უკანასკნელ ალბომზე, The Final Experiment-ზე იყო აგებული. გერმანელი არტისტმა ერთი საათის მანძილზე გაცილებით ბევრი რამ მოასწრო, ვიდრე რომელიმე სხვა ლაივ აქტმა მაგ დღეს. Shed საკმაოდ კარგად იყენებს პერკუსიულ ელემენტებს, როგორც სტუდიაში, ასევე ლაივ პერფორმანსის დროს. კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალი ის იყო, რომ არტისტი არ ერიდებოდა სხვადასხვა მუსიკალური თემის ხანგძლივად გამოყენებას, რაც რიგ შემთხვევებში საკმაოდ ჰიპნოტურ ეფექტს იძლეოდა.

სანამ სცენის და შეიძლება დღის ყველაზე კარგ სურპრიზზე გადავდოდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალი სცენა, სახელად Dorm, რომელიც თავისი სივრცით თუ მუსიკალური სპეციფიკით ძალიან საინტერესო იყო. Dorm სრულიად მოწყვეტილი იყო დანარჩენ ორ სცენას, რაც დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევდა მთლიანდ ქართველ ჰიპ-ჰოპ არტისტებზე კონცენტირებულიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სცენების გადატვირთული გრაფიკის გამო ყველაფრის მოსმენა შეუძლებელი იყო, ფაქტად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პირველ დღეს ამ სცენის არსებობა ძალიან კარგი მოვლენა იყო.

Red Bull Music Academy-ის სცენას ამავე აკადემიის წევრმა - Gerd Janson-მა ძალიან კარგი ბოლო საათები აჩუქა. 

Dj Deep-ის სეტი იყო ძალიან ეკლექტური, სადაც ბრეიქბითი, ტექნო, ჰაუსი, ჯაზი თუ ფანკი ისე გაჟღერდა, რომ სეტის ორგანულობაში ერთი წამითაც არავის შეპარვია ეჭვი. ის პირველი დღის ბოლო და ნამდვილად ყველაზე საინტერესო დიჯეი იყო. მისი სეტის შემდეგ მზეც ამოვიდა და The Citadel-ის სცენამ Patrice Baumel-თან ერთად ახალი დღე დაიწყო.

ახალი დღე კი კიდევ უფრო იმედისმომცემია, ვიდრე პირველი, რადგან მუსიკა უკვე დღის განმავლობაშიც დიდი დოზით იქნება. საღამოს კი კვლავინდებულად სამივე სცენა დაიწყებს ფუნქციონირებას და მუსიკალურ მარათობს გააგრძელებს.

s

as

12.05.2017

ავტორი: რეზი ხუნწელია

ფოტოები: თორნიკე შენგელია