ბიზნესი

Spilow - ქართული ტანსაცმელი ფერადი ბავშვობისთვის, რომელიც ლონდონში იყი

სამი ახალგაზრდა ქართველი დედის მიერ დაარსებული სტარტაპის Spilow-ს საბავშვო ტანსაცმელი უკვე საქართველოს საზღვრებს გასცდა და ლონდონში მაღაზია IGLOO-შიც იყიდება. ბუნებრივი ქსოვილებისგან შეკერილი ფერადი ტანისამოსი პირველად 2016 წელს შეიქმნა და პირველი კოლექცია გამოჩენისთანავე სრულად გაიყიდა.

აპრილი 25, 2017

Hello Blog

სამი ახალგაზრდა ქართველი დედის მიერ დაარსებული სტარტაპის Spilow-ს საბავშვო ტანსაცმელი უკვე საქართველოს საზღვრებს გასცდა და ლონდონში მაღაზია IGLOO-შიც იყიდება. ბუნებრივი ქსოვილებისგან შეკერილი ფერადი ტანისამოსი პირველად 2016 წელს შეიქმნა და პირველი კოლექცია გამოჩენისთანავე სრულად გაიყიდა.

დღეს კომპანიას სამ მეგობარი - ტასო ჯაფარიძე, სოფო ჩხაიძე და მარინკა ღარიბაშვილი მართავენ.

"არც ერთი ვართ ტანსაცმლის დიზაინერი. თუმცა, სამივე დედები ვართ, გვყავს მცირეწლოვანი შვილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს შვილებს ეცვათ ბუნებრივი ქსოვილებისგან შეკერილი ფერადი სამოსი და მომხმარებელსაც ამავეს ვთავაზობთ. დღეს უკვე შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. ჩვენი ტანსაცმელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და იყიდება ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში. უკვე დავიწყეთ ზრუნვა წარმოების გაზრდასა და ჩვენი პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანაზე," - განმარტავს ტასო ჯაფარიძე.

Spilow მომხმარებელს 100%-ით ნატურალური ქსოვილებისგან 1 დან 12 წლამდე ბიჭებისთვსი და გოგოებისთვის ტანსაცმელს სთავაზობს. აქვთ სამი ხაზი: კლასიკური, სპორტული და ვინტაჟური. ეს უკანასკნელი ძველებური ქსოვილებისგან იკერება, შესაბამისად, უნიკალურია და სულ რამდენიმე ცალი ხვდება გაყიდვაში.

"ზოგადად, ბავშვის ტანსაცმლის შეკერვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, ბუნებრივი ქსოვილების შოვნა მარტივი არაა. საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ სასურველი ხარისხი მიგვეღო. მომხმარებელი პირველი დღიდან გვგულშემატკივრობს და ეს გვაძლევს დიდ სტიმულს, რომ ჩვენი ყოველი კოლექცია წინაზე უკეთესი იყოს," - ამბობს ტასო.

ამჟამად სტარტაპი "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერში" მონაწილეობს, რომლის დახმარებითაც პარტნიორები კომპანიის კიდევ უფრო გაძლიერებასა და სტარტაპიდან უკვე მსხვილ ბიზნესად გადაქცევას გეგმავენ.

"ბოლო წლების განმავლობაში დამწყები ბიზნესსაქმიანობების ხელშეწყობის არაერთი პროექტი განხორციელდა, რამაც ბიძგი მისცა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დამწყებ კომპანიებს მართავდნენ, ახლა კი უკვე წარმატებული კომპანიების მფლობელები არიან და ათეულობით ადამიანი დაასაქმეს. იმედი გვაქვს, რომ "სტარტაპერის" დახმარებით ჩვენც შევიტანთ წვლილს ქვეყანაში წარმოების ზრდასა და ეკონომიკის განვითრებაში," - აღნიშნავს ტასო ჯაფარიძე.

ახალგაზრდა სტარტაპერი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას ურჩევს, ნუ გადადებენ იდეის განხორციელებას და დაიწყონ, თუნდაც სულ მცირე ნაბიჯით.

"იქნება ისეთი ეპიზოდები, როდესაც გგონია, რომ ბევრს მიაღწევ. თუმცა ხშირად იქნება ისეთიც, როდესაც პირიქით გგონია, რომ ტყუილად ირჯები და არაფერი გამოგივა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს შეძლო, მოერიო თავს და პრაგმატულად განაგრძო მიზნების განხორციელება," - ამბობს სტარტაპერი.

Spilow-ს გუნდი ახალ კოლექციაზე მუშაობს და ახლო მომავალაში მომხმარებელს უფრო საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.

www.ambebi.ge

ფოტოები: ADvan/ედვენი