ბიზნესი

აღმოაჩინე საქართველო – სტარტაპი, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმ

საქართველო ოდითგანვე იწვევდა გარშემომყოფთა ინტერესს გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურული ძეგლებისა თუ ადათ-წესების გამო. არა ერთი ცნობილი მოგზაური ყოფილა ჩვენი ქვეყნის სტუმარი და კიდევ უფრო მეტი სახელმწიფოს ინტერესი გამოუწვევია ქართულ სიმდიდრეს.

აპრილი 25, 2017

Hello Blog

საქართველო ოდითგანვე იწვევდა გარშემომყოფთა ინტერესს გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურული ძეგლებისა თუ ადათ-წესების გამო. არა ერთი ცნობილი მოგზაური ყოფილა ჩვენი ქვეყნის სტუმარი და კიდევ უფრო მეტი სახელმწიფოს ინტერესი გამოუწვევია ქართულ სიმდიდრეს.

ყველა მათგანს ერთი პრობლემა ჰქონდა – ადგილობრივი გეოგრაფიული თავისებურებების არცოდნის გამო დროში ვერ ეტეოდნენ, მათი მოგზაურობის ვადები არასაკმარისი იყო ხოლმე საქართველოს სანახავად. შესაძლოზე ცოტა სარგებელს იღებდნენ ამ ქვეყანაში ღირსშესანიშნაობების ტკბობისაგან.

წამოიდგინეთ, წინა საუკუნეებში რომ ყოფილიყო საშუალება მსურველებს წინასწარ, ინტერნეტის დახმარებითა და აბსოლიტური სიზუსტით ონლაინ დაეგეგმათ, თუ რისი ნახვა შეეძლოთ საქართველოში საკუთარი გემოვნებისა და ინტერესების შესაბამისად, იქნებ მე-6 მემილიონე ტურისტის დახვედრა მე-15 საუკუნეშიც ყოფილიყო შესაძლებელი?!

ალექსანდრე (მამა) დიუმა, რომელმაც საქართველოში 1858-1859 წლებში იმოგზაურა ორი თვის განმავლობაში, რამდენად მეტი რამის გაცნობას მოასწრებდა, მას ხომ ძალიან აინტერესებდა ისტორიული ძეგლები.

ჟან შარდენს, რომელიც წერს, რომ “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია», «ღვინის ტურების» დახმარებით ხომ აღმოაჩნედა უნიკალურ ქართულ ღვინის ჯიშებსაც.

თევდორე მღვდლის ტყუილს აზრი დაეკარგებოდა და ოსმალები ადვილად დაგეგმავდნენ “ტურს” მანგლისიდან ცხინეთის ციხემდე, სადაც მეფე ლუარსაბ II იყო გამაგრებული (იმედია, კულტურისა და ბუნების ძეგლების ამგვარი ხელმისაწვდომობა დარბევისა და განადგურების ნაცვლად, დათვალიერების სურვილს გაუჩენდა).

 დღეს ეს უკვე შესაძლებელია – tripplanner.ge საქართველოთი დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, ვებ-საიტის დახმარებით დაგეგმონ საქართველოში მოსანახულებელი ადგილები. მათ კი, ვისაც მოგზაურობის საორგანიზაციო საკითხების სრული დელეგირება სურს, კომპანია მზა ტურებსაც სთავასობს.

ეკატერინე თარხნიშვილი (დამფუძნებელი): “ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზარზე – ტურიზმის სფეროში შესვლის იდეა მე და გიორგი გვაზავას ერთობლივად გაგვიჩნდა. ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი ინოვაციური მეთოდების გამოყენება იყო, რომელსაც მომავლის პესპექტივა ექნებოდა. სწორედ ამიტომ, მთელი აქცენტი ინტერნეტის შესაძლებლობების აქტიურ ათვისებაზე გავაკეთეთ”.

 როდესაც მიდიხარ გადაწვეტილებამდე დაქირავებულად მუშაობის ნაცვლად, შექმნა შენი საკუთარი ბიზნესი, დღის წესრიგში სწორად დაგეგმვის საჭიროება დგება. ეს საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ პირობებში, როდესაც უამრავი გამოცდილი კონკურენტი გყავს.

ეკატერინე: “დიდი ფულადი რესურსი არ დაგვჭირვებია. ჩვენი დანაზოგები საკმარისი აღმოჩნდა საქმის დასაწყებად. აქცენტი ინოვაციურობაზე გაკეთდა, შევქმენით ისეთი რამ, რაც არავის ჰქონდა, რაც უნიკალურს გვხდიდი ბაზარზე. მგეგმავის ფუნქცია, რომელიც ჩვენ პორტალს აქვს, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კატეგორიების, ქალაქების, ადგილების მიხედვით დაახარისხოს ინფორმაცია და შემოგთავაზოთ ოპტიმალური ვარიანტები თუ სად შეგიძლიათ წახვიდეთ, რისი ნახვა გსურთ, როდის, გიდით თუ მის გარეშე, და რა დაგიჯდებათ ეს ყველაფერი.”

როდესაც ოპტიმიზმით უყურებ საქმეს, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსის მოძიებაც არ არის რთული. ინოვაციური იდეა ადვილად შესამჩნევია და მხარდაჭერის მსურვილებიც გამოჩნდებიან ხოლმე.

ეკატერინე: “ საქმიანობის პროცესში ორი პროექტის მოგება მოვახერხეთ. “ სტარტაპ საქართველოს” და “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” გრანტებით შევძელით ტექნიკურად კიდევ უფრო დაგვეხვეწა ჩვენი პორტალი. როდესაც პროექტს ვწერდით, არავის სჯეროდა, რომ იმ პოტენციალის დანახვას დონორებიც შეძლებდნენ, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. მამაჩემიც კი მეხუმრებოდა: ღიმილის გამო თუ მოგცემენ დაფინანსებასო”.

 ჩვენ რეალობაში ძირითად პრობლემას არასწორი მენეჯმენტი ქმნის. კომპანიის საქმიანობის ფუნდამენტს შრომის დანაწილება და დელეგირება წარმოადგენს. tripplanner.ge სამი მუდმივი თანაშრომელი ჰყავს: ეკატერინე კონტენტზე მუშაობს, გიორგი ფინანსურ ნაწილს უზრუნველყოფს და კიდევ ერთი უმნიშნელოვანესი კადრი ეს არის IT სპეცილისტი. შრომის დიდი ნაწილი სხვა კომპანიებსა და ცალკეული სფეროს პროფესიონალებზეა გადანაწილებული. გიდები, მთარგმნელები, მძღოლები და ტურისტული სააგენტოები საჭიროების შემთხევაში შესაბამისი კონტრაქტით ერთვებიან საქმეში.

კარგად აწყობილი ბიზნესის, როგორიც არის tripplanner.ge, შემნის წინაპირობა არა დიდი ინვესტიცია და თანამშრომლეთა ფართო სპექტრია, არამედ ინოვაციური იდეა და სწორი მენეჯმენტი.

ავტორი: ოთხი მოტივი / www.4motivi.com 

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი