ლელობურთი

რაგბის ქართული წინამორბედი ლელობურთი - ერთ-ერთი უძველესი თამაშია და მისი ტრადიცია გურიაში, სოფელ შუხუთში დღემდე გრძელდება. ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იკრიბება თამაშში მონაწილეობის მისაღებად თუ საყურებლად.

აპრილი 21, 2017

Hello Blog

რაგბის ქართული წინამორბედი ლელობურთი - ერთ-ერთი უძველესი თამაშია და მისი ტრადიცია გურიაში, სოფელ შუხუთში დღემდე გრძელდება. ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იკრიბება თამაშში მონაწილეობის მისაღებად თუ საყურებლად.

16 კილოგრამიანი ბურთი სპეციალურად მზადდება უხეში ტყავისგან, იტენება ბალახით, ნახერხითა და ქვიშით. ამის შემდეგ, შუხუთელებს ბურთი გადადგება-გადმოგდებით ჯერ ეკლესიაში მიაქვთ, შემდეგ კი იწყება თამაში. ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთელები ეჯიბრებიან, მოთამაშეების მთავარი ამოცანა ბურთის თავიანთ მხარეს გადატანაა, რაც გამარჯვებას ნიშნავს. შუხუთელები ამბობენ, რომ ლელობურთი მათი სოფლის სიმბოლოა, შუხუთი და ლელო ერთმანეთისგან განუყოფელია. გადმოცემის თანახმად, თითქმის სამი საუკუნეა ლელობურთს თამაშობენ. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ეს თამაში თურქებთან ბრძოლის იმიტაციაა. ეს უნიკალური სანახაობა აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, გელით შუხუთში მომავალ აღდგომას.

#რაგბიჩვენითამაშია