კულტურა

ადამიანები უსასრულო სამყაროდან

„დაიწყო იმით, რომ დამირეკეს HOLMES&WATSON-იდან და თიბისი სტატუსის კამპანიის იდეა გამიზიარეს. სტატუსის ბრენდ პლატფორმა უკვე არსებობდა, მუშაობა დავიწყეთ კლიპის მხატვრულ, ვიზუალურ და დრამატურგიულ მხარეზე.“ - იხსენებს გიორგი პოპიაშვილი, ორჯერ „კანის ლომებიანი“ რეჟისორი და არტდირექტორი, რომელსაც ამჯერად თიბისი სტატუსის პირველი, ყველაზე შთამაგონებელი კლიპი ეკუთვნის.  

აგვისტო 02, 2017

Hello Blog

„დაიწყო იმით, რომ დამირეკეს HOLMES&WATSON-იდან და თიბისი სტატუსის კამპანიის იდეა გამიზიარეს. სტატუსის ბრენდ პლატფორმა უკვე არსებობდა, მუშაობა დავიწყეთ კლიპის მხატვრულ, ვიზუალურ და დრამატურგიულ მხარეზე.“ - იხსენებს გიორგი პოპიაშვილი, ორჯერ „კანის ლომებიანი“ რეჟისორი და არტდირექტორი, რომელსაც ამჯერად თიბისი სტატუსის პირველი, ყველაზე შთამაგონებელი კლიპი ეკუთვნის.  

შთამაგონებელია, რადგან ამ კლიპში ადამიანები თავიანთ საყვარელ საქმეს უსასრულოდ აკეთებენ. უსასრულოდ! და ეს ვიზუალურადაც საოცარი სანახავია.

„კონკრეტულ იდეამდე მალევე მივედით. მივხვდით, რომ ვიზუალური მეტაფორით უნდა გამოგვეხატა სტატუსის მთავარი სათქმელი - „მეტი დრო ცხოვრებისთვის“. ჩვენი მთავარი გზავნილი ამ კლიპში ის არის, რომ თუ თიბისი სტატუსის მომხმარებელი ხარ, შეგიძლია უსასრულოდ აკეთო შენი საყვარელი საქმე. გვინდოდა, აქცენტი გაგვეკეთებინა არა ისეთ საქმეზე, რომელსაც ადამიანები თვითრეალიზაციისთვის აკეთებენ, არამედ რელაქსაციისთვის. ჩამოვწერეთ დაახლოებით 50 რუტინა და შემდეგ, მივყევით სათითაოდ. დავტოვეთ 5 ისეთი საქმე, რომელიც შეიძლებოდა ისე გამოგვეხატა, როგორც ჩვენ გვინდოდა. საბოლოოდ მგონი ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა,“- ამბობს გიორგი პოპიაშვილი.

კლიპის ყველა სცენაში თითო ადამიანია. HOLMES&WATSON-ის არტ დირექტორი გიორგი ქვლივიძე, ამბობს, რომ ეს შემთხვევითი არ არის და ის სტატუსის მთავარ მესიჯს ახმოვანებს - პერსონალიზებულ ურთიერთობას მომხმარებელთან. „ამ კლიპით ჩვენ ველაპარაკებით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მუდმივად მოუცლელობის განცდა და სჭირდებათ მათზე მორგებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ბანკისგანაც.  ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მათთვის შეგრძნება (და ეს რა თქმა უნდა უტრირებაა), რომ მათ უსასრულოდ შეუძლიათ აკეთონ მათთვის საყვარელი საქმე და ამაში არავინ შეზღუდავს.“

„ეს ის პროექტია, სადაც ყველამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა და ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთისგან. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერსო პროექტი იყო, რაც კი HOLMES&WATSON-ში გამიკეთებია. თავიდან რთული იყო წარმოდგენა, როგორი გამოვიდოდა კლიპი. მართალია, სათქმელად კარგად ჟღერდა „უსასრულო სამყარო“, თუმცა იმდენად დიდი დოზით იყო კლიპში გრაფიკა საჭირო, რომ მისი გაკეთება საკმაოდ სარისკო იყო. საბოლოოდ ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. სადა, მინიმალისტური და შთამბეჭდავი. არც ქართულ და არც საერთაშორისო სივრცეში მსგავსი არაფერი მახსენდება, და მგონია, რომ ამიტომაც მოეწონა ყველას - რაღაც ახალია და კლასიკურ რეკლამას არ ჰგავს, ფილმივითაა,“- ამბობს მერი გიორგობიანი, კლიპის არტდირექტორი HOLMES&WATSON-იდან.

კლიპისთვის მუსიკა ნიკა მაჩაიძემ დაწერა. ეს მუსიკა იმდენად ზუსტად გამოხატავს უსასრულო სიამოვნების იდეას, მგონი, ემოციურად ნახევარი დატვირთვა სწორედ ამ მუსიკაზეა.


ნიკაკოი: „ მე და ტუსამ {ნატალია ბერიძე} ერთად ვიმუშავეთ. როდესაც კლიპის თავდაპირველი ნიმუშები ვნახე, მაშინვე წავედი კლასიკური მინიმალიზმისკენ და შთაგონებად მაქს რიხტერი ავიღე. კლიპში ერთგვარი ბაროკოს სტილია - მუსიკისთვისაც ეს თემა ავიღე. ჯერ დავიწყე, მონახაზი გავაკეთე და შემდეგ ტუსასთან ერთად გავაგრძელე მუშაობა. ძალიან კარგია, რომ დიდი კომპანიები მუსიკოსებთან ამ ფორმით თანამშრომლობას ნერგავენ. საზღვარგარეთ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა - მუსიკოსები წერენ სხვადასხვა კორპორაციების დაკვეთით და ეს მუსიკალური სფეროს განვითარებასაც ეხმარება. აქ ძალიან იშვიათად ხდება ასეთი რამეები, მაგრამ რომ ხდება, უკვე ძალიან მაგარია. ჩემს შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს დაკვეთა, ვმუშაობ ჩემი გემოვნების შესაბამისად. თავიდან ბევრს ვცდილობდი ხოლმე, თავი დამკვეთის როლში წარმომედგინა, და ეს არასდროს ამართლებდა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ უნდა დამეწყო იმის კეთება, რაც თავად მომწონდა და ამან გაამართლა.“

ავტორი: ქეთი მაღალაშვილი

ფოტოები: სერა ძნელაძე