ცისფერი მთები

ადრენალინის მუდმივ ძიებაში

შარშან მარტში სვანეთში ერთი კანადელი კაცი სრიალებდა, რომელიც პრინციპში, არც არავის შეუწუხებია ავტოგრაფების თხოვნით და მასთან სელფის გადაღებით. არ ვიცი თვითონ რამდენად ეუცნაურა ეს, პრინციპში ბოლო ათწლეულია სხვადასხვა „ეგზოტიკურ“ ქვეყანაში მოგზაურობს, სადაც, მსგავსად საქართველოსი, დიდად ვერც ხვდებიან ვინ არის...

იანვარი 25, 2019

Hello Blog

შარშან მარტში სვანეთში ერთი კანადელი კაცი სრიალებდა, რომელიც პრინციპში, არც არავის შეუწუხებია ავტოგრაფების თხოვნით და მასთან სელფის გადაღებით. არ ვიცი თვითონ რამდენად ეუცნაურა ეს, პრინციპში ბოლო ათწლეულია სხვადასხვა „ეგზოტიკურ“ ქვეყანაში მოგზაურობს, სადაც, მსგავსად საქართველოსი, დიდად ვერც ხვდებიან ვინ არის...

2023 წლის ზამთრის სეზონი განსაკუთრებული იქნება საქართველოსთვის. ჩვენთან სნოუბორდსა და თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება - ბაკურიანი 2023. უკეთესი წარმოდგენისთვის, ეს არის ღონისძიება, რომლის პირდაპირი ტრანსილაცია ბოლოს 100-მდე ქვეყანაში 30-მდე წამყვანმა ტელეარხმა განახორციელა, 2019 წლის ჩემპიონატს კი სავარაუდოდ 270 მილიონამდე მნახველი ეყოლება. ფიქრობთ, ამ სპორტის სახეობას დიდი ისტორია აქვს? იმედი უნდა გაგიცრუოთ, მისი ფაქტიური წამომწყები და მსოფლიოში ცნობილი როგორც „Godfather of Freeskiing”, აგერ ის კანადელი კაცი ჯერ მხოლოდ 50 წლისაა, კარგ ფორმაში, ისე რომ ბევრი ახალგაზრდა ინატრებდა, მაგრამ მაინც 50 წლის!

მაიკ დუგლასი, ე.წ. „New Canadian Air Force” -ის (მოთხილამურეთა დაჯგუფებაა, მთლად ავიაციას ნუ მიაშურებთ) წევრი, 90-იანი წლების ნოვატორი, თავისი დროის მეამბოხე და ექსტრემალური სამთო სპორტის ყველაზე მაღალი აკადემიური ხარისხის მფლობელია, ოღონდ რომ იძლეოდნენ ასეთ ხარიხსს რა თქმა უნდა. მისი კვალიფიკაცია დაახლოებით პოსტ-დოკს ურტყამს და თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა სია, რომელიც ამ სფეროში მას გამოცდილებით და ცოდნით გაუტოლდება.

დღეს კი ეს, სფეროს დიდი აკადემიკოსი მოგზაურობს და მისთვის უცნობ მთებს აკვირდება, ახალ გიჟკაცთა და გიჟქალთა თაობებს ზრდის და „სალომონის“ ზამთრის ციფრულ მედია დივიზიას ხელმძღვანელობს, თუმცა თავის დროზე დიდი მეამბოხე იყო, ბოლო-ბოლო მან და კიდევ რამდენიმემ სრულიად ახალ სპორტულ დისციპლინას (თუ საერთოდ სახეობას?!) დაუდეს სათავე.

ყველაფერი კი შეზღუდვებიდან დაიწყო, პრინციპში როგორც ხდება ხოლმე... საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია ხშირად აწესებდა რეგულაციებს ამა თუ იმ სპორტში რისკების შესამცირებლად, რაც მეორეს მხრივ სპორტის პროგრესს ანელებდა, განასკუთრებით ეს გამორჩეულ სპორტსმენებს არ მოსწონდათ, რომლებიც ხვდებოდნენ რომ ადამიანთა ფიზიკური მონაცემები ბევრად მეტი და საინტერესოსკენ ხსნიდა გზას. თუმცა რთულია განვითარდე, როდესაც FIS -ის ( სართაშორისო სათხილამურო ფედერაცია) ზომის მონსტრთან გიწევს ჭიდაობა. ლოგიკურია სწორედ ამიტომ New Canadian Air Force გადაერთო სპორტის პოპულარიზაციის სრულიად სხვა სტრატეგიაზე - მედია მარკეტინგი, კერძო სპონსორების მოძიება, ექსტრემალური სპორტის კინემატოგრაფია და ფოტოგრაფია. ასე გაჩნდა სათხილამურო Newschool მიმდინარეობა: მეამბოხე, ჯიუტი, განსხვავებული, სპეციფიკური სტილით მოსრიალე, ცოტა სნოუბორდის მენტალიტეტის მოზიარე და ადრენალინის მუდმივ ძიებაში მყოფი საზოგადოება. ბევრი თავიდან მათ სერიოზულად არ აღიქვამდა... მხოლოდ თავიდან.

შედეგი თქვენ განსაჯეთ, სპორტი, რომელიც 25-30 წლის წინ არც არსებობდა დღეს ოლიმპიური სახეობაა, მას 300 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს მსოფლიო ჩემპიონატის დროს და რაც მთავარია, ძირითადი ინვესტიცია სწორედ კერძო სექტორს აქვს გაწეული უშუალოდ სპორტსმენებთან პარტნიორობით. ამიტომაც არის, რომ უმრავლესობა ზამთრის სპორტსმენების, რომლებსაც მსხვილი სპონსორები ჰყავთ ძირითადად ამ დისციპლინას მიეკუთვნებიან. როკ-სტარი, რედ ბული, მონსტერი, სამსუნგი, ნისანი, აუდი, სუზუკი, სვოჩი და მრავალი სხვა... ერთი შეხედვით ზამთრის სპორტთან არააფილირებული ბრენდები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ამ სპორტით მარკეტინგული მიზნების მისაღწევად. 

Freeski მედია ინდუსტრიის შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალები კი მრავალი ტოპ ევროპული და ამერიკული კურორტის სავიზიტო ბარათები გახდა.

ბედის ირონია კი ისაა, რომ 15 წლის შემდეგ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია იქით ითხოვდა სპორტის ამ სახეობის საკუთარ საშეჯიბრო კალენდარში გაერთიანებას.

ხოდა რისი თქმა მინდოდა, ამ ყველაფერის თავი და თავი მაიკ დუგლასი, ერთი კანადელი კაცი კიდევ ორ ადრენალინმოწყურებულ „სალომონის“ ათლეტთან ერთად, რომლებიდანაც ერთი კოლორადოელი, ხოლო მეორე დეტროიტელია, ერთად თეთნულდზე სრიალებდა, ბევრი ზვავის მოწყვეტა და კლდიდან გადმოხტომა გადაიღო, გული იჯერა, ხოლო შემდეგ აბარგდა და ისევ კანადისკენ გასწია! „სალომონმა“ კი  მაიკის, სტენის და ჯოშის საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო გაუშვა. 

აი აქ კი, უკვე ვიწყებთ დაგუგლვას....

ავტორი: გურო ვაშაყმაძე