ლიტერატურა

თარგმანის "აი ია"

ვიწყებთ ქართული ენიდან უცხო - ამჯერად ინგლისურ ენაზე თარგმნის პირველ ‘გაკვეთილს’, რომელიც ჩვენი აზრით, პატარა შესავალს მოითხოვს.

ოქტომბერი 30, 2018

Hello Blog

ვიწყებთ ქართული ენიდან უცხო - ამჯერად ინგლისურ ენაზე თარგმნის პირველ ‘გაკვეთილს’, რომელიც ჩვენი აზრით, პატარა შესავალს მოითხოვს.

ეს პირობითი ‘გაკვეთილები’ გვინდა ძირითადად მაგალითებს მივუძღვნათ, რომლებიც შეგვიქმნის ზოგად შთაბეჭდილებას, რა სახის სირთულეებს ვაწყდებით ანალიზური ენიდან სინთეზურ ენაზე თარგმნისას, როგორებადაც გვევლინება ერთი მხრივ ჩვენი მშობლიური ქართული, და სამიზნე საერთაშორისო ენა - ინგლისური. ამის შემდეგ კი, ორიოდე არსებით თავისებურებაზე ვისაუბრებთ; და ბოლოს -მხოლოდ ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული პარალელური ტექსტების მაგალითებს შემოგთავაზებთ, რაშიც თქვენი დახმარების იმედიც გვაქვს.

ეს მარტივი შესავალი პრაქტიკულ თარგმანში ერთგვარი გასაღები იქნება მათთვის, ვისაც ჯერ არ ჰქონია საქმე თარგმანთან. იმისათვის, რომ გავუადვილოთ მსურველებს სწორად და შედარებით უწვალებლად შეუდგნენ საქმეს, გთავაზობთ „აი იას“ პრინციპით დალაგებულ ორიოდე პრაქტიკულ გაკვეთილს ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნაში.

ამისათვის კი პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - რა განსხვავებაა ქართულსა და ინგლისურ ენებს შორის.

იქნებ მხოლოდ სიტყვის მარაგი, ანბანი და ჟღერადობა? თუ ასე მივუდგებით თარგმანს, უამრავ სირთულეს გადავეყრებით. მაგრამ თუ დავიხსომებთ მარტივ ‘ფორმულებს’, თარგმანს გაცილებით მალე ავუღებთ ალღოს.

დებულება:

ქართული ენა ქართველურ ენებს განეკუთვნება (ვისაც უფრო ღრმად აინტერესებს ტერმინი ‘ქართველური ენა’, შეუძლია იხილოს სქოლიო. ინგლისური ენა კი, ინდო-ევროპული ენაა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სინთეზური ენაა, ინგლისური კი - ანალიზური.

მათთვის, ვისაც ფილოლოგიური განათლება არა აქვს, უფრო მარტივად ავხსნით.

ქართულში გრამატიკული კატეგორიები - რიცხვი, ბრუნვა, ზმნის უღლება - ერთ სიტყვად ერთიანდება წინსართ-ბოლოსართების მეშვეობით. 

ინგლისურში კი გრამატიკული კატეგორიები, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისების გარდა, ცალკე მდგომი მეტყველების ნაწილებით გამოიხატება.

ამის თვალსაჩინო მაგალითია ქართული ნათესაობითი ბრუნვის თარგმნა ინგლისურში:

(თუმცა არსებობს მეორე, ამჯერად სინთეზურის ელემენტით აღნიშნული ხერხი (სულიერ და ზოგიერთ სხვა არსებით სახელებთან დაშვებული - ‘s: 

ახლა ვცადოთ და ვთარგმნოთ მაგალითი:

მივიღეთ ე.წ. ჯვარედინი თარგმანი, სადაც ქართულში მსაზღვრელი (‘სკამის’) პირველ ადგილზეა, საზღვრული (‘ფეხი’) კი მეორეზე, მაშინ, როცა ინგლისურში პირიქითაა, მსაზღვრელი საზღვრულს of თანდებულით მოსდევს.

თანდებულებით ქართული ბრუნვების თარგმნის სხვა მაგალითებია -

შეხედე სურათს - look at the picture

და სხვა მრავალი.

იგივე მოვლენას ვაწყდებით ადგილის, მიმართულების და სხვ. წინდებულებთან, რომლებიც ინგლისურში ცალკე დგანან -- შეადარეთ: on the table -- მაგიდაზე; (მიდის) სკოლაში -- to school; ჯიბიდან -- out of the pocket, და უამრავი სხვა.

მეორე გაკვეთილი მიეძღვნება ინგლისური და ქართული წინადადების წყობას და მათ შორის არსებულ სინტაქსით განსაზღვრულ განხსვავებას, რაც წარმმათველი იქნება თარგმანის პროცესში.

დებულება:

ინგლისურ ენაში სიტყვის რიგი თხრობით წინადადებაში უცვლელია. მოქმედებს ფორმულა: SPO = Subject+Predicate+Object, ანუ, სუბიექტი//ქვემდებარე+შემასმენელი//მოქმედება+ობიექტი//დამატება, ქართულში კი სიტყვის წყობა თავისუფალია.

შევადაროთ ინგლისური წინადადება ქართულს:

ინგლისური:

ახლა შევცვალოთ ინგლისურ და ქართულ წინადადებებში სიტყვის რიგი და ვნახოთ, რას მივიღებთ.

მაგალითისათვის, ობიექტი (დამატება) bread დავაყენოთ სუბიექტი (ქვემდებარე) (3) baker-ის წინ:

რა მივიღეთ? - წინადადების თარგმანია „პური აცხობს მეფუნთუშეს.“ ანუ, აზრი სრულიად შეიცვალა, ხოლო სიტყვის რიგის სხვაგვარად გადაადგილებით შეიძლება სრული უაზრობა მიგვეღო. უცვლელი დარჩა წინადადების სინტაქსური წყობა - ქვემდებარე//სუბიექტის, შემასმენლის და დამატება-ობიექტის წყობა წინადადებაში: S+P+O.

ახლა ვნახოთ, რა მოხდება, თუ ამავე ქართული წინადადების წყობას შევცვლით.

ხედავთ, რა მივიღეთ? როგორც არ უნდა შევცვალოთ სიტყყვის რიგი ქართულ წინადადებაში, აზრი არ შეიცვლება. მხოლოდ აზრობრივი მახვილი გადადის სიტყვიდან სიტყვაზე.

ამიტომ, ქართულიდან ინგლისურად თარგმნისას და პირიქით, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, სადაა ქვემდებარე ქართულ წინადადებაში და მხოლოდ ასე დავიწყოთ თარგმნა ინგლისურად, და იგივე უნდა მოხდეს ქართულიდან ინგლისურად თარგმნისას, რაც ბევრად უფრო რთული და ნაკლებად თვალსაჩინოა, ვიდრე ინგლისური სუბიექტი//ქვემდებარის პოვნა.

- რატომ?

- აი, რატომ:

აბა, იპოვეთ ქვემდებარე შემდეგ ქართულ წინადადებაში:

ქართული წინადადება შეიძლება ერთადერთი სიტყვისგან შედგებოდეს და სრულყოფილ აზრს გადმოსცემდეს. რა ვუყოთ ინგლისურ თარგმანს? რამდენ სიტყვას მივიღებთ? მოდი, ვცადოთ:

ასეთი მარტივი ჭეშმარიტებები დაგვეხმარება გზა გავიკვლიოთ თარგმანში ჩვენთვის ამ ორ, უაღრესად მნიშვნელოვან ენას შორის: -- მშობლიურსა და ინგლისურს, ანუ, საერთაშორისო ენას შორის.

ავტორი: ლელა დუმბაძე, მთარგმნელი