ცისფერი მთები

კურორტი შოვი საუკუნის შემდეგ

ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მყინვარებით გარშემორტყმული კურორტი შოვი.

ოქტომბერი 20, 2018

Hello Blog

ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მყინვარებით გარშემორტყმული კურორტი შოვი.

წიწვოვანი ტყით და ალპური მდელოებით დაფარული ტერიტორია უნიკალური მინერალური წყლების საბადოა.

აქ აღმოჩენილია 16 მინერალური წყლის წყარო, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება.

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს.

შოვი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშენდა.

1905 წელს ქვემო რაჭველმა შამშე ლეჟავამ ვენაში, სამედიცინო უნივერსიტერში ჩააბარა.

საკურორტო საქმიანობით გატაცებულმა შამშემ ევროპის კურორტები  შეისწავლა, 1910 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და კურორტის ასაშენებლად ადგილის ძებნა დაიწყო.

1913 წელს "შოვის სანატორიუმის მომწყობმა საზოგადოებამ" მიიღო დადგენილება და დაიწყო საკურორტო ზონის ადგილების შესწავლა.

მშენებლობის დაწყება 1923 წლამდე გაჭიანურდა.

1923 წელს აშენდა ხიდი მდინარე ჭანჭახზე, ამავე წელს ელექტოენერგიის მისაღებად დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

უშუალოდ სანატორიუმის მშენებლობას საფუძველი 1925 წელს ჩაეყარა.

სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართა და 3 წელიწადში აშენდა 2 სანატორიუმი, პოლიკლინიკა, ელექტროსადგური, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი...

1929 წელს კურორტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მას შემდეგ შოვში მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აღარ ჩატარებულა.

ფოტოები: ბილი ბილიხოძე