სიახლეები ლიტერატურა

"საბა" 2018 წლის ლაურეატები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურის წარდგენა თავის საზეიმო დასასრულს უახლოვდება და ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დამაგვირგვინებელი მოვლენა იყო.

ოქტომბერი 13, 2018

Hello Blog

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურის წარდგენა თავის საზეიმო დასასრულს უახლოვდება და ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დამაგვირგვინებელი მოვლენა იყო.

ბოლოს და ბოლოს, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში გამარჯვებულები გამოვლინდნენ და ქართული თუ გერმანული ლიტერატურული საზოგადოების წინაშე თავისი სათქმელი თქვეს.

წელს საბა 2018-ის დაჯილდოება ორ ენაზე გაიმართა. წამყვანები კი რატი ამაღლობელი და ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, დორის აკრაპი იყვნენ.

2018 წლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მსახიობი ნინო კასრაძე და პროფესორი ზურაბ კიკნაძე.

აღსანიშნავია, რომ წელს „საბას“ დაჯილდოებამ საერთაშორისო ტრიბუნის მნიშვნელობა შეიძინა, რომლის საშუალებითაც, ქართულმა კულტურამ თავისი აზრი გაუზიარა მსოფლიოს.

წლევანდელი, ყველაზე მნიშვნელოვანი „საბას“ გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო რომანი

ლაშა ბუღაძე, პატარა ქვეყანა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო მოთხრობების კრებული

ლევან მუსხელიშვილი, მოკლე მოთხრობები (გამომცემლობა სეზანი)

საუკეთესო პოეტური კრებული

ზურაბ რთველიაშვილი, პოეზიის დიქტატურა (გამომცემლობა ინტელექტი)

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ზურა ჯიშკარიანი, საღეჭი განთიადები: უშაქროდ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ირმა ტაველიძე, სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები (გამომცემლობა დიოგენე)

საუკეთესო ქართული თარგმანი

დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტი-ll (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

ეკატერინე ტეტი და იულია დენგი, რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

ლიტერატორი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

Mitteldeutscher Verlag

პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

ნინო ხარატიშვილი

ფოტოზე - გამომცემელი, იოახიმ უნზელდი.

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

რეზო გაბრიაძე

ავტორი და ფოტოები: saba.com.ge