კულტურა

ინტერვიუ დიზაინსტუდიო Objects-თან

როდის და რატომ გადაწყვიტეთ Objects-ის შექმნა?

ოქტომბერი 11, 2018

Hello Blog

როდის და რატომ გადაწყვიტეთ Objects-ის შექმნა?

ნუკა კორინთელი: ყოველთვის გვიყვარდა ერთად მუშაობა როგორც ინსტიტუტში (მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კურსზე ვსწავლობდით), ასევე თავისუფალ დროს, სულ რაღაც კრეატიულზე ვფიქრობდით და ვსაუბრობდით.

ქეთი ასათიანი: ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ერთნაირ აღმოჩენებს ვაკეთებდით. როდესაც ერთმანეთს ვუზიარებდით, გვეცინებოდა, იმდენად ემთხვეოდა ხოლმე ჩვენი აღმოჩენები. ორივე დიდხანს და ცალ-ცალკე ვმუშაობდით სხვადასხვა კომპანიისთვის, ერთხელაც კი სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი კომპანია დაგვეარსებინა და ერთად გვემუშავა, ასევე ჩვენი საყვარელი აღმოჩენები საზოგადოებისთვისაც წარგვედგინა შოურუმის სახით.

თქვენ თქვით: იკითხო, რა არის კარგი სივრცე, იგივეა, იკითხო, რა არის ცხოვრების აზრი. შეგიძლიათ გვესაუბროთ ამაზე?

ყველა ადამიანისთვის “კარგი სივრცე” სხვადასხვა რამეს ნიშნავს… და აგებულია ემოციურ ფონზე. ვფიქრობთ, იმისათვის რომ რაიმე გარემოში კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდე თავს, ეს ადგილი როგორც ესთეტიკურად, ასევე ფუნქციონალურად სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. სილამაზე და კომფორტი ბედნიერებას ჰგავს. ეს შეიძლება იყოს ფერების, ტექსტურების, განათების, ნივთების, მცენარეების თუ რაიმე სუვენირების ერთობლიობა, რომელიც პოზიტიურ ემოციებს იწვევს. ადამიანი ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს თავს ლამაზ და კომფორტულ გარემოში, მიუხედავად მისი ზომისა და ადგილმდებარეობისა, რისი ინსტრუმენტიც არის კარგი დიზაინი. საბოლოოდ არქიტექტურა არის მისი მომხმარებლის ბედნიერება.

რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია?

ჩვენ ყოველთვის ძიებაში ვართ. გარისკვით და ექსპერიმენტებით ვცდილობთ მუდმივი ზრდის პროცესში ვიყოთ. ყველა ახალი სივრცე, ისევე როგორც მისი პატრონი, ძალიან, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ვცდილობთ, ახალი მაქსიმალურად შევუთავსოთ არსებულს.

გაქვთ თუ არა რაიმე წესები, რომელთაც ყოველთვის იცავთ?

პუნქტუალურობა, მკაფიოობა და ხარისხი, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

როგორ იწყებთ პროექტზე მუშაობას?

მუშაობას ვიწყებთ კვლევის პროცესით, შემდეგ ანალიზის და შეფასების ფაზაა… ვაგროვებთ ინფორმაციას, დამკვეთის მოთხოვნილებებს და სურვილებს შევისწავლით…

რა არის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო?

შთაგონების წყარო ყველგან არის – სამყარო ჩვენ გარშემო თავისი მშვენიერებით, ლაკონურობით და ლოგიკურობით, თანამედროვე ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და შთაგვაგონებს. ასევე შეიძლება იყოს ახალი დასაპროექტებელი სივრცეც და უკვე არსებული გარემოც.

არის თუ არა რამე შენობა, ინტერიერი, ფილმი, მუსიკა, რაც დალექილია თქვენს ცნობიერებაში, როგორც constant შთაგონების წყარო?

ნუკა: ჩემზე ინტერიერის დიზაინმა პირველად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც ძალიან პატარამ ვუყურე ფილმს All that jazz. სცენა, რომელშიც მთავარი გმირის ოჯახი მისთვის ცეკვავს. მახსოვს, როგორი შთამბეჭდავი და საინტერესო იყო… ბევრი ლამაზი ნივთი, განათება, წიგნები დიდ თეთრ სივრცეში. ისიც მახსოვს, როგორ ვაპაუზებდი ხოლმე, რომ კარგად დამეთვალიერებინა, თან ვიდეოკასეტას… დღესაც ეს სივრცე ჩემთან ძალიან ახლოს არის.

რა განსხვავებაა თქვენთვის, როდესაც კომერციულ vs საცხოვრებელ სივრცეზე მუშაობთ?

მთავარია, ორივე შემთხვევაში ფუნქცია ემსახურებოდეს და ამართლებდეს ფორმას. პირიქითაც შეიძლება. განსხვავება ყოველთვის ხასიათშია…

არის რაიმე აუცილებელი იმისთვის, რომ სივრცე ჩაითვალოს დასრულებულად?

დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო დეტალები, ისე რომ ფოტოს გადაღებისას ზედ უნდა ისახებოდეს ამ სივრცის სიცოცხლე და ხასიათი.

რა დეტალებს ანიჭებთ დიდ ყურადღებას, როდესაც ინტერიერის დიზაინზე მუშაობთ?

ასეთი ძალიან ბევრია… დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია… წვრილმანების ერთობლიობა ქმნის საბოლოოდ ერთიან სურათს…

როგორ დაიწყეთ პროდუქტის დიზაინზე მუშაობა? იყო თუ არა ეს აუცილებლობით გამოწვეული?

უმეტესად ჩვენი პროექტების შთაგონებით, როდესაც რაიმეს ვეძებთ და ვერ ვშოულობთ, ან ხარისხიანად შეიძლება გაკეთება ადგილობრივი რესურსებით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენ თვითონ დავამზადოთ.

რა პრინციპით არჩევთ ობიექტებს, რომელიც თქვენი შოურუმის ნაწილი იქნება?

არის ობიექტები, რომლებიც ერთი დანახვით გვიყვარდება და ერთი სული გვაქვს როდის გვექნება ჩვენს სივრცეში…ზოგჯერ კი აუცილებლობიდან გამომდინარე გვიწევს…

გამოარჩევდით თუ არა რომელიმე პროექტს, რომელზედ გიმუშავიათ?

რთულია ასე ერთის გამორჩევა, ყველა თავისებურად საინტერესოა და ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან… ფავორიტები, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა ასე საჯაროდ ვერ გამოვარჩევთ.

შეგიძლიათ გვესაუბროთ თქვენს საყვარელ ნივთზე, რომელიც ამ მომენტში შოურუმშია?

ჩვენი მაგიდა – OBJECTable 02

Paulista chair

Marcel Breuer chairs

Mathieu Mategot bowl

Zieta mirror

ავტორი: at.ge

მეტი Object-ის შესახებ: objects.ge