მუსიკა | ცა

eZo Festival, ღონისძიება II

ეზოს ფესტივალი ქალაქს დაუბრუნდა.

ივნისი 26, 2017

Hello Blog

ეზოს ფესტივალი ქალაქს დაუბრუნდა.

წინა საფესტივალო დღიდან 1თვე გავიდა, 24 ივნისს, ზაფხულის მზიან დღეს ყოველგვარი უარყოფითი ენერგიიდან დაცლის დრო დადგა.

მთაწმინდის პარკისკენ დაძრულებს, გზად ავტომობილების სიჭარბე შეგვეჩეხა, ივნისის სიცხეს გარიდებას ქალაქიდან ბევრი ცდილობდა და რა თქმა უნდა, ამისთვის ეზოს ფესტივალი საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა.

აქ ისევ გამარჯობით შეგვეგებნენ, ეზოც მოვლილი დაგვხდა, როგორც ჩანს, მზრუნველები საერთო სივრცეს არ აკლდა, ბევრი რამ შეცვლილი და გაუმჯობესებული იყო.

მოსაღამოვდა. ეზოს შუაგულში ადამიანთა რაოდენობამ იმატა. სხვებზე ადრე მოსულებმა, საცეკვაო მოედანზე ადგილები დაიკავეს.

აუდიტორიას საკუთარ მუსიკალურ პალიტრას Electric Soil აცნობდა. 

ათი საათისთვის, საღამოს მთავარი მუსიკალური მიმართლების მისაცემად Sabo შეუდგა საქმეს. არტისტის ღრმა, ტრიბალური და ბასზე ორიენტირებული სელექცია ეზოელებისთვის დამმუხტველი აღმოჩნდა, მართლაც რთული იყო აფრიკულ თუ სხვადასხვა კულტურიდან მიღებული მუხტის უგულვებელყოფა. 

პიკის საათის მასპინძელი გაფერადებულ ეზოში Ako Von Unten -იყო, აზიური ელემენტეთ გაჯერებული სეტით. 

პირადად ჩემთვის საღამოს აღმოჩენა ქალბატონი Dinky გახდა.

90-იან წლებში გაზრდილი თინეიჯერი გოგონა, რომლისთვისაც ცეკვა, 4/4 ბიტზე დაფუძნებული საცეკვაო მუსიკისგან განსხვავებით, თავისუფლების ენაა, ლიმიტებს არ ცნობს.

სტივ რაიხი მისი ძირითადი გავლენის წყაროა, როდესაც საქმე მინიმალიზმთა და ჰიპტონურობასთან დგას.  

ფირფიტა მისი ძირითადი მედიუმი იყო, თუმცა როდესაც კარგ მუსიკასთან გვაქვს საქმე,  ფორმატი პრიორიტეტებს შორის, ყოველთვის მეორე ადგილს იკავებს.

თუ ღონისძიების დასაწყისისთვის მთაწმინდაზე ამოსული ადამიანების ნაწილი თბილისის ხედით ტკბობას ამჯობინებდა, შუაღამისთვის, თითქოს ყველამ იგრძნო რომ მუსიკალური თავგადასავალს არ უნდა გამოკლებოდნენ.  

ღონისძიების ჰედლაინერი - ლოს ანჯელესში მოღვაწე, წარმოშობით გერმანელი DJ და პროდიუსერი მარტინ ბუტრიხი იყო.  ტორი ამოსის ტრეკის მისი რემიქსი გრემიზე იყო წარდგენილი, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამშრომლობაზე ისეთ არტისტებთან როგორებიცაა  - Fatboy Slim, Green Velvet და ჯოშ ვინკი.

მარტინ ბუტრიხი სხვადასხვა აუდიტორიისთვის განსხვავებულ მუხტს ქმნის. თბილისური სეტის დიდი ნაწილი ტექ-ჰაუს ჟღერადობაზე იყო დაფუძნებული. 

გამთენიას, უკანა ეზოს გაღვიძების დრო დადგა, რატი და გაბუნია - მთელი კომუნისთვის დილის დირიჟორები აღმოჩნდნენ. 

ეზოს ბედნიერი კომუნის მშენებლობისკენ ეს დღე კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო. 

15 ივლისს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით მზესუმზირას ეზოს, თავგადასავალის მაძიებლთათვის შეხვედრის ადგილი უცვლელი რჩება. 

ავტორი - ჯაბა შავიშვილი

ფოტო - თორნიკე შენგელია