ბიზნესი

„ბიზნესდაჯილდოება 2017“ დაიწყო!

გაუზიარეთ თქვენი წარმატება სხვებს და გახდით „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის მონაწილე.

ივნისი 21, 2017

Hello Blog

გაუზიარეთ თქვენი წარმატება სხვებს და გახდით „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის მონაწილე.

პროექტმა სტარტი უკვე აიღო.  

ვებგვერდზე www.businessaward.ge ნებისმიერ თქვენგანს, ვინც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს და სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირდეს.

წელს ნომინაციების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

წლის ინოვაციური ბიზნესი

წლის ტურისტული ბიზნესი

წლის აგრობიზნესი

წლის ქართული პროდუქტი

წლის მცირე ბიზნესი

წლის ბიზნესი

წლის სტარტაპერი

ყველა ნომინაციაში, ფინალისტებს და შემდეგ გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს. გამონაკლისია მხოლოდ ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

თქვენს რჩეულს მხარს სოციალური ქსელის მეშვეობით დაუჭერთ.

ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეორედ ტარდება, თიბისი ბანკი და ჯეოსელი კვლავ ერთობლივად წარმოადგენენ ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს კონკურსს საქართველოში. ბიზნესდაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას, და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას.

დაჯილდოების მთავარი სლოგანი #გააზიარეწარმატება კვლავ ძალაშია, პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ.

წელს, განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს.

შესაბამისად, პროექტები, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი CSR-ის ფარგლებში განახორციელეს, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.

დაჯილდოებაში მონაწილეობის წესებს დეტალურად ვებგვერდზე გაეცნობით, რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტომდეა შესაძლებელი. სექტემბერში ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვეულები ნოემბერში დასახელდება.

გისურვებთ წარმატებებს!