კულტურა

ყავის კაფე და მაღაზიები თბილისში

ყავა ბოლო საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ერთი ჭიქა ყავა მთელი დღის განწობის განმსაზღვრელია. კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის მიღებას შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის 11%მდე აწევა. კოფეინი ერთ-ერთი იშვიათი ელემენტია, რომელსაც შეუძლია ცხიმის წვას ხელი შეუწყოს.

ივნისი 25, 2018

Hello Blog

ყავა ბოლო საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ერთი ჭიქა ყავა მთელი დღის განწობის განმსაზღვრელია. კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის მიღებას შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის 11%მდე აწევა. კოფეინი ერთ-ერთი იშვიათი ელემენტია, რომელსაც შეუძლია ცხიმის წვას ხელი შეუწყოს.

ყავა შეიცავს მნიშვნელოვან საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც თქვენ ყოველდღიურად გჭირდებათ. ყავის ერთი ჭიქა შეიცავს 11% ვიტამინ B2-ს, 6% ვიტამინ B5-ს, 3% მანგანუმს და კალიუმს, 2% ნიკოტინის მჟავას და მაგნიუმს. სინამდვილეში ყავა არის ხილი. ყავის მარცვალი ალუბლის ან კენკრის მარცვალს გავს. მიუხედავად იმისა, რომ ყავა უფრო მეტად თესლია, მას მარცვალს უწოდებენ, მისი მსგავსების გამო.

თუმცა, მიუხედავად ამდენი დადებითი თვისებისა, არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ყავა სასარგებლოს ნაცვლად საზიანო გახდება. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ შაქარი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყავის ხარისხს, რადგან რა თქმა უნდა, ყველა ყავა სასარგებლო არ არის. გთავაზობთ რამდენიმე ადგილს თბილისში, სადაც შეძლებთ გემრიელი ყავა მიირთვათ:

FOTOGRAFIA

მისამართი: თაბუკაშვილის ქუჩა 21

სამუშაო საათები: 10:00 – 20:00

„ფოტოგრაფია“ პირველი გალერეაა, სადაც ქართველი ფოტოგრაფების ლიმიტირებული რაოდენობის ნამუშევრები იყიდება. გალერიის სივრცეში კი, შეგიძლიათ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ყავა დააგემოვნოთ.

Memo Coffee

მისამართი: აბაშიძის ქუჩა 21

სამუშაო საათები: 10:00 – 10:00

„მემო“, ხალხმრავალ აბაშიძეზე ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილია, განსაკუთრებით ყავის მოყვარულებისთვის, რადგან აქ განსაკუთრებული ყავა და სახლში დამზადებული ტკბილეული დაგხვდებათ. „მემოში“ თქვენ შეგიძლიათ ასევე ბარისტას (ადამიანი ვინც ესპრესოს based ყავებს ამზადებს) კურსები გაიაროთ.

Coffee Lab

მისამართი: ყაზბეგის ქუჩა 27

სამუშაო საათები: 09:00 – 23:00

თუ ყველაზე განსხვავებულ და ალტერნატიულ გემოს ეძებთ აუცილებლად ყავის ლაბორატორიას უნდა ეწვიოთ, რადგან ეს ადგილი სწორედ Specialty ყავას გთავაზობთ.

Milk Coffee Shop

მისამართი: ფაბრიკა, ნინოშვილის ქუჩა 8

სამუშაო საათები: 09:00 – 23:00

„მილქის“ ყავის მაღაზია ფაბრიკაში, განსაკუთრებულია რადგან აქ ყავას ლა მარცოკოს აპარატით ამზადებენ. ასევე შეგიძლიათ გემრიელი ტკბილეულის დაგემოვნებაც. ვეს ანდერსონის ესთეტიკის ინტერიერი ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის.

Skola Coffee and Wine Bar

მისამართი: რუსთაველის ქუჩა 17

სამუშაო საათები: 08:00 -00:00

რუსთაველის ქუჩაზე, კაფე „სკოლა“ პირველ რიგში საინტერესო ინტერიერით იქცევს ყურადღებას. „სკოლაში“, Specialty ყავის გარდა, თქვენ განსაკუთრებული მარნების ღვინის და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ.

Pin Pon Cafe

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 22

სამუშაო საათები: 09:00 – 10:00

„პინ პონ“ კაფეში თქვენ შეგიძლიათ Specialty ყავის დაგემოვნება. გარდა ყავისა, კაფის მყუდრო გარემოში ასევე განსაკუთრებულ და იშვიათ ქართულ ლუდს და ღვინოსაც დააგემოვნებთ, ჯანსაღ საკვებთან და სენდვიჩებთან ერთად.

და ბოლოს, ნამდვილ ყავის მოყვარულებს ჩვენ გირჩევთ ჯიმ ჯარმუშის ფილმის ნახვას!

წყარო: at.ge