მუსიკა | ცა

თბილისის ჯაზ-ფესტივალი No. 21

თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში, ალბათ, არ არსებობს იმაზე უფრო ამაღელვებელი, გულის ამაჩქარებელი და, ამასთან, მეტად პროგნოზირებადი მომენტი, ვიდრე ფესტივალის ლაინაფის გაამოცხადებაა. ქართველი მუსიკის, განსაკუთრებით კი, ჯაზის, მოყვარულები, ყველაზე დიდი იმედით, აგერ უკვე 21-ე სეზონია, რაც თბილისის ჯაზ ფესტივალს და მისი მონაწილეების გამოვლინებას ელიან.  

აპრილი 13, 2018

Hello Blog

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალი გამორჩეული და წინამორბედი 20-სგან განსხვავებულია, რადგან, ტრადიციულმა შემოდგომის ფესტივალმა გაზაფხულზე გადაინაცვლა და თანაც ისე, რომ ჯაზის საერთაშორისო დღეს, 30 აპრილს, დაემთხვა. ფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება და ქართველ მსმენელს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებზე დასწრების შესაძლებლობას მისცემს. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისში კონცერტებს გამართავენ Miles Electric Band, ამერიკული ჯაზ-ტრიო Bad Plus და აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ბოი ბენდი Naturally 7.

ცოტა რამ ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსების შესახებ.

Miles Electric Band

მაილს დევისის მუსიკით შთაგონებული ეს ბენდი თერთმეტამდე წევრს აერთიანებს, მათ შორის, მაილს დევისის მოწაფეებს და გრემიზე მრავალგზის ნომინირებულ რამდენიმე ჯაზ-შემსრულებელს. ბენდის რეპერტუარი, როგორც წესი, მაილს დევისის ელექტრული პერიოდის მუსიკის ინტერპრეტაციებისგან შედგება. 

ბენდთან ერთან კონცერტზე პოსტ-ბოპ საქსოფონისტი და ლეგენდარული ჯონ კოლტრეინის შვილი, რავი კოლტრეინიც წარსდგება მსმენელის წინაშე, როგორც სპეციალური სტუმარი. 

Bad Plus

Bad Plus-ის მუსიკა ერთდროულად არის ამაღელვებელიც და სულის სიმშვიდის მომტანიც. მინეაპოლისელი ტრიო მეოცე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა და დღემდე გამოირჩევა კრეატიულობით, უნიკალური ჟღერადობითა და ცოცხალი შესრულების გასაოცარი უნარით.