ბიზნესი

სტარტაპერი 1 წლის გახდა

თებერვალი 28, 2018

Hello Blog

თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი ერთი წლის გახდა! რა თქმა უნდა, ცრურწმენების არ სჯერა და სიხარულით აღნიშნავს ერთ წელს, რომლის განმავლობაშიც არა მხოლოდ ფეხი აიდგა, არამედ გამბედავი სიარულიც დაიწყო. 

ბრენდი, რომელიც თავადაც როგორც ნამდვილი სტარტაპერი, არასდროს ჩერდება, სხვა დანარჩენი სტარტაპებისთვის მასპინძლად იქცა და დაბადების დღეს უამრავ მეგობართან ერთად ხვდება - დღეს პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარი უკვე 12000 დამწყები ბიზნესია. ასეთ სიმრავლის მთავარი უპირატესობა კი მრავალფეროვანი გამოცდილებისა და წარმატების გაზიარების შესაძლებლობაა:

ფოტოზე: Plant Shop 

პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში წლის განმავლობაში მომზადდა დამწყები ბიზნესების შესახებ სხვადასხვა ფორმატის ვიდეოები და ბლოგები, რომლებსაც სოციალურ მედიაში 11 მილიონზე მეტო კონტაქტი აქვს.

რა არის პატარა ასაკში უფრო მიმზიდველი და საინტერესო ვიდრე უცნაური და შეუზღუდავი წარმოსახვის უნარი? იდეები ახალი ბიზნესების შესახებ ბევრი, ფერადი, ინოვაციური და ხშირად „უფროსებისთვის“ წარმოუდგენელიც კია. ერთი მხრივ, რისკისმოყვარული სტარტაპერის ბავშვური სითამამე ამ იდეების განხორციელების გარანტია, თუმცა მეორე მხრივ სტარტაპერმა განათლების მნიშვნელობა და აუცილებლობაც გაითვალისწინა.

ფოტოზე: Scoot Scoot 

ტრეინინგებმა, მასტერკლასებმა და ინდივიდუალურმა კონსულტაციებმა 500-მდე დამწყებ ბიზნესს მისცა შესაძლებლობა, ისწავლონ ფრენისას თავისუფლად მანევრირება. სტარტაპერი უმეგობრდება და ეხმარება თოლია ლივიგსტონს! მას სჯერა ბევრი ჯონათანის არსებობა, რომლებიც ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისთვის, რომ იფრინონ უნიკალური ფორმით.

დაბადების დღის გარდა, წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თარიღიც იყო, როცა სტარტაპერმა თანამოაზრეები შთამაგონებელი იდეების ირვლივ გააერთიანა: ზაფხულში მათ ზაზა ფაჩულიამ გაუმხილა თავისი წარმატების ფორმულა - "მთავარია შენი თავის გჯეროდეს და იარო იმ მიზნისკენ რომელიც დაისახე. რაც არ უნდა მოხდეს არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა.“

მალევე, სტარტაპერი და სფოთლაითიც დამეგობრდენ. მათი გაერთიანებით კი გაჩნდა „შინაურების“ თავშეყრის ახალი სივრცე, რომელშიც სტარტაპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს დაშვებული შეცდომები, გადალახული დაბრკოლებები და განვლილი გზები წარმატებისკენ.

ალბათ ყველა სტარტაპი რისკიანია- დამწყებ ბიზნესს ბევრი გაუთვალისწიებელი წინააღმდეგობა ხვდება. თუმცა რისკიანია სტარტაპერის პროგრამაც, რომელიც მრგვალ რიცხვზე არ შეჩერდა და პირველად საქართველოში სტარტაპ სესხი გასცა - ჯამურად 33 მილიონი ლარის ოდენობით.

ფოტოზე: Ceramic Studio 1300

გამბედავი სტარტაპერი მომდევნო წელსაც აუცილებლად გააგრძელებს თამამად სიარულს და ალბათ მალე უშიშრად გაიქცევა. ვინ იცის, იქნებ გაფრინდეს კიდეც, როგორც ჯონათან ლივინგსტონი, რადგან მასაც ლაღი, პატარა თოლიასავით სჯერა საკუთარი თავის.

www.startuperi.ge